დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!