მთავარი » 2010 » მარტი » 13 » შენი ცა_ჩემი მიწაა
4:39 PM შენი ცა_ჩემი მიწაა |
"როცა ცას მართმევ, ასე მგონია გჭირდება და ამიტომ გატან"
/დავით ყანჩაშვილი/
მე ვერ ვხვდები ხოლმე ცა რაში ჭირდებათ,იმიტო რო მე მიწა მჭირდება
მიწაზე მყარად ვარ
ცაზე ვერსად ვერ დავდგები,მით უმეტეს მყარად. . .
მაგრამ ჩვენი კიდურებით მხოლოდ სიარული შეიძლება
სამაგიეროდ ჩიტებს ფრთები აქვთ
და ცა იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მიწა.
და ჩიტებიც სახლებს მიწაზე იშენებენ. . .
როდესმე ჩვენც რო აღმოგვაჩნდეს ფრთები და ფრენის უნარი,მაინც უკან დავბრუნდებით
მიწაზე. რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცაში? თავისუფლებით დატკბეს?
მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი ცამდე ადის, და ფინიშიც სწორედ ცაა. მგზავრობიდან დაღლილები სწორედ იქ ვისვენებთ.
როდესმე გითქვამს მიწამდე მიყვარსო?
არა,მაგრამ მე არც ის მითქვამს,ცამდე მიყვარს თქო მე ვამბობ ხოლმე, ვგრძნობ,მჭირდება, ჩემია და მიყვარს.
სამაგიეროდ,როცა მიყვარს ხოლმე,მიწაზე უფრო მყარად ვდგავარ და ცაში უფრო ხშირად ვიყურები. . .
მე ვამბობ ცამდე ეს ნიშნავს ყველაზე მეტად_
როცა მიყვარს ფრთებიც მაქვს _
სახლიც იქ მაქვს_
სახლი ცაში არასდროს მქონია ცაში იმედები მაქვს ხოლმე როცა წვიმა მინდა, მისი მოსვლის იმედი ცაშია როცა თოვლი,მაგისიც
გალები ცას ისრებს უშენდნენ როცა წვიმა მოდიოდა.
ახლა როცა ჩემს მიწაზე, სახლში უნდა დავბრუნდე,ამისთვისაც ცა მინდა.
შენი გზა სახლამდე_ცაზე გადის.
ჩემი გზები დახლართულია და როცა ვიკარგები, ცა მჭირდება დახლართულობიდან გამოსასვლელად
ახლა მომინდა, რომ როდესმე ცამდე შემიყვარდეს და კიდევ ერთხელ გამოვიდე დახლართულობიდან.
ადგილი: ბათუმი
დრო: ზაფხული
მე და მამა
-მა ამ ქალაქში მეშინია, რომ დავიკარგო სახლს ვერ მოვაგნებ
-მოძებნე ქუჩა რომელიც ზღვამდე მიგიყვანს, მერე ნაპირს გაყვები და სახლამდეც მოხვალ
ახლა მამაჩემს სახლი ცაში აქვს და მე უკვე ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს დავიკარგები, რომ ყველა გზა ცამდე მიდის.
შენ მიწაზე იკარგები და ცაში გაქვს სახლი
ცაში გაქვს შენი ნაწილი
და ცამდე სიყვარულიც შეგიძლია
მე ვამბობ_მიზიდულობის ძალა ცასაც აქვს
არ ვიცი. ალბათ კი რადგან ჩემს იმედებს, შენს ნაწილებს, საკუთარი თავის გაქცევის სურვილებს ხომ იზიდავს.
ცის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი სილურჯეა.
ლურჯი მეც მიყვარს, კიდე ლურჯ ცაზე წითელი ღრუბლები მიყვარს ხოლმე საღამოობით და ლურჯი თვალები და წითელი ტუჩები.
ლურჯი ზღვაც არის და იმიტომ ხომ არა რომ ცას ირეკლავს.?
არა მე მგონი ზღვა ცის ალტერნატივაა.
ანუ თუ ვერ ავფრინდები, თუ მიწაზე ვეღარ შევძლებ სიარულს, მაშინ უნდა იცურო.
შენი ცა_ჩემი მიწაა და პირიქით.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1045 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|