♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » შენი წერილები წარსულიდან ....
2:48 PM
შენი წერილები წარსულიდან ....
 

შენი წერილები წარსულიდან 
ყველა გავატანე ქარს... 
ვიცი ბრუნვადია, სადღაც შეგეყრება, 
უხმოდ დაგიბრუნებს ვალს... 
ჩუმად გამოართმევ, ზედაც არ დახედავ, 
უსიტყვოდ გააყოლებ წყალს, 
ვერც მისგან მოტანილ ნაზ სურნელს შეიგრძნობ, 
ხელებს ჩაიჯიბავ, გაყვები გზას... 
გამხმარ ხის ფოთლებში ნაბიჯებს დაითვლი, 
გონებას მიადევნებ ხმას, 
იქნებ წარსულიდან მოტანილ ფიქრებში, 
ამოგიტივტივდე კვლავ... 
მაგ ნაძალადევი ღიმილით ეცდები, 
გაექცე უკვე ჩემს ლანდს, 
მერე სინანული დაგიღარავს ტუჩებს 
და ისევ გაიმართლებ თავს... 
ბაღში ხის სკამებზე მობუზულ ბეღურებს, 
წყნარად გადაავლებ თვალს, 
ალბათ შემოდგომა თავისას გაიტანს, 
სულს აგიფორიაქებს, მშვიდსა და წყნარს... იქვე ჩამომჯდარი კვამლში გაეხვევი, 
მისცემ მოგონებებს თავს, 
ღიმილი გადაგირბენს, დაკარგულს მისწვდები, 
თუმც… ვერ დაიბრუნებ მას... 
როგორც შენ გჩვეოდა, ისევ ძველებურად, 
სუსტ მზერას მილულავ და... 
უკვე ლანდად ქცეულ, გადაშლილ თხელ ფურცლებს, 
ტყუილად შეაფარებ თავს.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024