♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 16 » შენი სიყვარულის გამო..
7:36 AM
შენი სიყვარულის გამო..


ახლა სანპიროს ჩამოვუყევი...შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ვერც ვამჩნევ...თუმცა რა გასაკვირია...მე ხომ სულ ვტირი...ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს...როგორ?...თუნადც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ...სულ ტვინი მეჭყლიტება...ნუთუ შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ისეთი რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე... მე დავდივარ...სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ?...ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს...მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება...მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი, თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს...ბნელა...ხალხი აქა-იქ ბოდიალობს...ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან...ყველა ბიჭის დანახვაზე, გული ბარტყივით მიხტის...ყველა მგონიხარ...მგონი გავგიჟდი...თუმცა ამას ველოდი კიდეც...ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედადა ჩემი საშინელი და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა, უკანმოუხედავად გაიქცა...ალბათ შენც ასე მოიქცეოდი...ვის რაში ვჭირდები?...მითუმეტეს შენ...გამოთაყვანებული სახით...ტირილისგან ჩაცვენილი...არაფრისმთქმელი და სისიხლიანი თვალებით?...მე ხომ ერთი არარაობა ვარ...რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს...

უცებ, მტკვარს გადავხედე...თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა...ისე მიდიოდა, თითქოს ეზარება და აძალებენო...უცებ გავჩუმდი...მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა...ასეთი რეალური მოჩვენება, არასდროს მინახავს...ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა...მე შენთან წამოვედი...გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე...

დილა გათენდა...ეს სევდიანი დილა იყო...მაგარმ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას, ერთი არარაობა გამოაკლდა...წამყვანები დამწუხრებულები სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ...დედაჩემი გათიშული ეგდო და თვალებით ჭერს მიშტერებოდა...

შენ ფეხშიშველა გამოხვედი ოთახიდან...თვალები მოიფშვნიტე...დაამთქნარე...პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე...შენ თვითონაც გაგიკვირდა...ასეთი რამ რატომ გააკეთე...არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები...ახლა კი, დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ჩართე...იქიდან მე გიღიმოდი...სევდიანი თვალებით გიყურებდი...კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი...შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე...

ახლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩაგრულს, 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში...შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები, ჩემს გაყინულ გულზე...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1127 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024