♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » შენ და მზე...
10:53 AM
შენ და მზე...



არ მიყვარს
უაივნო სახლები,
იქ ხომ ჩვენი სიყვარულის სარეცელს ვერასდროს გაამზეურებ..

არც დიდი სივრცე მჭირდება შენთან ერთად,
ჩემს ერთოთახიან გულში ჩამოგიბავ ჰამაკს
და რწევით გაგანებივრებ..
არ მიყვარს
მრავალფეროვანი სუფრა,
მე ხომ შემიძლია შემწვარი კარტოფილიც მოგირთო მრავალფეროვნად..
და ალკოჰოლის ნაცვლად, ჩემი 45 გრადუსიანი სიყვარული შემოგატყუოო

არ მიყვარს,
ნაცრისფერი ტანსაცმელი,
ნაცრისფერი გზები,
ნაცრისფერს მხოლოდ შენი თვალის თაღებს ვეტრფი..

არ მიყვარს
არგაწვიმებული დღეები,
უქოლგოდ წვიმაში სიარული..
აღარ მჯერა, რომ ასე გამეზრდება თმები..

არ მიყვარს
ზრდილობის გამო მისალმება
თავაზიანობისთვის გაღიმება..
ალბათ ემოციები მითავდება და ვუფრთხილდები..

არ მიყვარს
მოდაში შემოსული გრძნობები,
ძალათ მოსიყვარულე შეყვარებულები..
ძალით აცეკვებული სხეულები,
სხვის დასანახად, ქმრის კისერზე შემოხვეული ცოლები.
არ მიყვარს კალენდარზე გაწერილი დაგეგმილი ხვალინდელი დღეები!!!

მოუნატრებელი მეგობრები..
მარტივად აწყობილი ურთიერთობები,
უქარბორბალო წყვილები,
ღამეგაუთენებელი უცრემლო გოგოები..

არ მიყვარს
ტაძარში მდგომი,
სხვაზე შეყვარებული,
გაქცევას შეშინებული პატარძლები.

არ მიყვარს არაგულდასაწყვეტი დაკარგული დღეები,
სხვაზე აჭორავებული, საკუთარპირადის არმქონე ქალები

არ მიყვარს, არ მიყვარს, არ მიყვარს
გაწონასწორებული,
უშეცდომო,
ეტიკეტაწეპებული კაცები!!!

არ მიყვარს
არც ერთი უშენო დღე...
მიყვარხართ...
შენ და მზე...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 991 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024