სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარებით გედი,ნაღვლიანად მზერა ქონდა დარდიანი ბედი სწვავდა შორი მოგონება და ოცნება ჩქარი,უშორესი მონატრებიტ გედი იყო მთვრალი.ცა ბურუსით მოცულიყო,გედის ბედი ნისლით,ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა ვერც ნაპირზე მისვლით,ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით,გედმა ეკლის აირჩია არ გათელა ვარდი და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,დაიტირა გედმა ბედი,შეაჩერა ცურვა,მოინდომა პრთების გაშლა რომ დაღალა ცურვამ,შეიმარტა აიზიდა ფრთა ფრთას შეატოლა და ვერ შეძლო უწინდელი აფრენა და ქროლა.საკვირველი იყო გედი,როცა ამდენს თვლემდა,იმ გედს ერკვა სიყვარული და შენ დაგეძებდა .
|