სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე, ბაგე გახსნოდა და ღიმილს აწვალებდა. შენი დარდები რომ ვეღარ დაითვალა, თავი ჩაღუნა და მზერა აგარიდა.
გახსოვს?- ერთხელ უკვე გულსაც უმკურნალე.... მერე წამლებს სვამდი ტონუსს გინელებდა, მთელი სიძულვილი მიგყვა იმ ურნამდე, სადაც ემოციის დაცლა ინებე და....
ზამთარს დაუტოვე მთელი იანვარი, ნამქერს აბუქებდა როცა ქარით მეტად.... ბავშვი დაიჩემე ცოტა ონავარი, ერთი ჩახუტება რომ ვერ გაიმეტა.
სუნთქვა მაინც გიჭირს გულსაც ქოშინი აქვს და რომ ვერ დატოვე მერე უხეშობდა. შენ კი სიყვარული ისე მოგშივნია, როცა გამთენიამ ცისკრით დილა შობა
სარკეს შეეყინა ცივი სიფერმკრთალე, ღაწვებს შესდგომოდა წვრილი ბწკარები და ღამე ნატეხმა რომ სევდა აითალე.... სული გიყურებდა შენი თვალებიდან.
|