სიცივე და სიშავე
კვლავ ირევა ხალხში
ცრემლები და ტკივილი
იძირები წყალში
სიკვდილივიტ მოულოდნელი
გრძნობა ეხება გულს
იკარგება წუტისოფელი
როცა უღრმავდები მათ სულს
დაუსრულებელ უტოპიურ ზღაპრებში
ეძებ შვებას
იმალები მუქ ფარდებში
როცა სხვები ელტვიან ვნებას
ნისლიდაუნდობლად ათეთრებს
ზგვის ნაპირს
გემზე სანთლები ანათებს
ჩასძინებია ვამპირს
სევდაზე სევდა აგურივით იდება
მზე აღარასდროს გამობრწყინდება
სიბერის კვალი ემჩნევა სახეს
როცა აცილებ შენ ბოლო მნახველს
ცოდვათა მორიგი ათასწლეული
მასის ნეტარება
ვინც განუდგა მათთვის სენულია
გულს არ ეხატება
ჯოჯოხეთის ფართოდ გაღებულ კარებს
იცავენ მიწისქვეშეთის მკვიდრნი
ლუციფერის სიცილი თავზარს სცემს
იმათ ვინც გადაშალა ბნელეთის წიგნი
დროა დამარცხდე და აღიარო
ცხოვრების ბოროტება
თუ არ გინდა ეს გზა გაიარო?
იმედი ბოლოს მოკვდება?