♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 22 » სახტუნაო
4:49 PM
სახტუნაო

სახტუნაოსახტუნაო

სკაკალა - ანუ სახტუნაო, სახტუნაოთი ხტუნაობა თითქოს ბავშვების გართობააო... მაგრამ ეს ყველაზე სასარგებლო ტრენაჟორია, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, არის სახალისო და შეგიძლიათ დაწვათ 1000 კკალ. საათში., ამასთანავე ეს არ არის ძვირიანი ტრენაჟორი :)

სახტუნაოთი ხტუნაობას ბევრი სპორტსმენის ვარჯიშის განრიგში მთავარი ადგილი უჭირავს: ბოქსიორები,ვოლიბოლისტები, ცხენოსნები თუ მოცურავეები
სახტუნაოთი ხტუნაობა სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს და ამავდროულად დატვირთვა არის მინიმალური. თუმცა იყავით ფრთხილად და გააკეთეთ ხშირი შესვენებები, ხტუნაობის შემდეგ უცბად გაჩერებაც არ არის რეკომენდირებული, შესვენებისას იარეთ ნელა, ისუნთქეთ და აკეთეთ კისრის ვარჯიშები. 

სისხლის სწრაფი მოძრაობის შედეგად დატვირთვა მოდის გულზე ამიტომაც აგიჩქარდებათ გულისცემა ხტუნაობის დროს, თუმცა ეს სასარგებლოა გულის და სისხლძარღვების გაჯანსაღებისთვის, აგიმაღლებთ ფიზიკურ ტონუსს და კუნთებს გაახურებს, და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიზიდავს - ხტუნაობა ყველაზე იოლი საშუალებაა დავწვათ ორგანიზმში დაგროვებული ცხიმები და ამავდროულად დავრჩეთ ტონუსში, გავიმკვრივოთ ფეხის კუნთები და მუცლის პრესის ზედა ნაწილი

ხტუნაობა სასარგებლოა ფეხის კუნთების, ბარძაყების, მუცლის პრესის ზედა ნაწილისთვის და ძალზედ სასარგებლოა მხრების კუნთებისთვის, გოგონებისთვის ვინც მხრებში არიან მოხრილნი, თითქოს ხრახნივით მოქმედებს სახტუნაოს ხტუნაობისას მხრების მოძრაობა და გადაიწევა უკან, ასევე ცნობილი ფაქტია რომ ადამიანი ხტუნაობაში იზრდება სიმაღლეში. ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები რომ მოზარდი გოგონები თუ ბიჭები, ასე რომ ვთქვათ დავაბრუნოთ ბავშვობაში და კვლავ იხტუნაონ სახტუნაოთი

ხტუნაობა შეიძლება ყველგან სადაც კი მოგეპოვებათ ადგილი 1 მეტრის რადიუსით, ჩვეულებრივ რეჟიმში საკმარისია 7 წუთი სახტუნაოზე ხტუნვა შესვენებებით
ასევე შეგიძლიათ დილაობით სირბილის დროს თან იხტუნაოთ. ხტუნაობის დაწყებამდე 1 წუთის განმავლობაში იხტუნავეთ ერთ ადგილას! - გვირჩევენ სპეციალისტები, მანამდე კი გააკეთეთ უბრალო ვარჯიშები:
1. ხელები მიაწვდინეთ მიწას ისე რომ მუხლებში არ მოხაროთ.
2. ხელის თითები მოხარეთ, გაშალეთ.... რათა შემდეგ მოგიწევთ სახტუნაოს ხელების დაჭერა, შესვენებებში გააკეთეთ ხელის თითების ვარჯიშები, ასევე ფეხის ტერფების- თითისწვეებზე და ა.შ
3. და კისრის მოძრაობები, წრიულად, წინ-უკან

ხტუნვისას აკონტროლეთ სუნთქვა, ისუნთქეთ მშვიდად, დახურეთ პირი რათა ნერწყვი არ გაგიშრეთ და მოერიდეთ ლაპარაკს, საღეწ რეზინაზე და ბუშტების გაბერვაზე ლაპარაკიც ზედმეტია (ისე როგორც ბევრ კლიპშია)



სახტუნაო სახტუნაო

სახტუნაო


ქალებისთვის ჯობს, რომ ხტუნაობის დროს ჩაიცვან სპეციალური სპორტული მაისური-ლიფი, რომელიც მკერდს მკვრივად დაიჭერს. ან უბრალოდ, ჩაიცვით ლიფი და ზემოდან გადმოიცვით მოკლე მოჭერილი ტოპიკი. გაითვალისწინეთ რომ თმა აიწიოთ და არ გაიკეთოთ მეტალის ბურთებიანი თმის რეზინა, რომელიც ახტომა-დახტომის დროს ისერზე მოგერტყმევათ smile სჯობს ფუმფულა აბადოკი ან თმის რეზინა

ფეხსაცმელი შეარჩიეთ განსაკუთრებული ყურადღებით, იქნებ უბრალოდ გესიამოვნოთ წინდებისამარა ხტუნაობა. სჯობს აარჩიოთ ფეხსაცმელი სტუპინატორით! რაც ნიშნავს რომ დააფიქსირებს ფეხის ტერფის უსაფრთხოებას

სახტუნაო, თვითონ სახტუნაო აარჩიეთ თქვენი სიმაღლისდა მიხედვით, და რომ ხელის ტარო ხელში გეჭიროთ მოხერხებულად, ტრიალისას არ შეგიქმნათ პრობლემები და არ ქონდეს რაიმე ზედმეტი წამონაზარდი-ამონატეხი.
სახტუნაოს სიგრძის შესაბამისობის დასადგენად - სახტუნაო თოკი გადაკეცეთ ორად და შუა ცენტრში დადექით, სახტუნაოს ხელები კი ასწიეთ მაღლა, თჲკი სახელურები გწვდებათ იღლიებამდე, მაშინ სიგრძე საკმარისია. ახალ, თანამედროვე სახტუნაოებს გააჩნიათ ახტომის მთვლელები სახელურზე გამსოახული პატარა ეკრანის სახით

თუმცა კი ალბათ ხვდებით, რომ ეს რჩევებია, და ალბათ თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენც ხომ ყოფილხართ ბავშვი. და ეს ყველა რჩევა ბუნებრივად გაქვთ გათვალისწინებული... უბრალოდ მოდუნდით, აიღეთ სახტუნაო და იხტუნავეთ სუფთა ჰაერზე!

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1813 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 +  
0
;jk;jkl

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 2:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024