რა არის ქალი? ქალი ვარდია, ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს რა არის ქალი? ქალი ჩიტია, თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება, წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს, ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა, სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს, ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს, შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს
ქალი ძალაა, სასტიკი ძალა ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს, თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი, უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,
ქალი ვარდია, ქალი ეშმაა, ქალი ნაზი და ულმობელია, მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია.
|