♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 25 » პროსტრაცია...
1:12 PM
პროსტრაცია...


ჩემს ამბავს თუ იკითხავ _
ვარ ისევ გაშეშებული. საწოლზე ჩამომჯდარი
ფეხებს დავყურებ და არ ვინძრევი.
ძალიან მეზარება მოძრაობის დაწყება.
ეს ისეთი ძნელი საქმეა, რომ უცბად არ შემიძლია.
მთელი დღე ვემზადები,
გვიან საღამოს ისევ შევწვები ლოგინში
და შვებას ვიგრძნობ:
აღარავინ მეხვეწება: ადექი!
აღარავინ მიბრძანებს: ადექი!
აღარავინ გაჰკივის ისტერიულად:
ადექი!
ადექი!
ადექი!
არა, არაფერი მაწუხებს.
მარტო უძრაობიდან ვერ გამოვდივარ.
აი, გათენდება დილა,
გადმოვაწყობ ფეხებს...
და ვრჩები ასე გაშეშებული.
არც არაფერი მტკივა,
არც არაფერი მიშლის ხელს,
რომ ავდგე და გავიარო,
მაგრამ, მომკალი და, ვერ ვინძრევი.
მინდა გამჭვირვალე ვიყო,
გავიშალო ოთხივე მხარეს
და გავიწოვო...

მავრიტანული ფერების მოტრფიალეს
შავ-თეთრი კადრებიღა შემომრჩა.

დაგინახე თუ არა,
შენს ფეხებთან დავეცი ჩრდილად.
შენს ჩრდილად დავეცი ფეხებთან.
მაშინვე მიკვირდა, ვინ მასწავლა?
ვის ვბაძავდი? ვინ მენახა ასე გართხმული?

როცა მოკლული მკვლელზე იწყებს ფიქრს,
გვიანღაა...

ამიტომაც ჩუმადა ვარ იმასავით...
რა ჰქვია იმას... მეთევზის ნანადირევივით
ჩუმადა ვარ, უტყვი.

ის კი ვიცი, რომ
ყველამ თავისი ჩრდილი თან უნდა გაიყოლოს.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1191 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 4:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024