♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » პოეტის სიკვდილი
6:40 PM
პოეტის სიკვდილი
 

მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა 
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება?
ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების?
ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? _
ოჰ, გვიანია მდურვა განგების!
ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ
მისი დიადი, ელვარე ნიჭი!
ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ
ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი!
მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია,
აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც:
ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის,
დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.

ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა!
არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!..
თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა,
რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი!
მაგრამ რად გვიკვირს? _ ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა,
ვით ათასობით მოდიან სხვანიც, _
ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა...
ალბათ განგების ერია ძალიც...
ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა
თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით,
და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, _
როს სისხლიანი აღმართა ხელი.

ვაგლახ! რად დასთმო მეგობარნი მან საკუთარი!
რად ამჯობინა მაღალი წრე, ცრუ და მუხთალი!
იქ რას ჰპოვებდა მისი გული უმხურვალესი?
რად მიიკარა, რად ირწმუნა ყალბი ალერსი?
რად მისცა ხელი მათ, რომელთაც დასწამეს ცილი? _
კაცთა ავ-კარგი ხომ სიყრმითვე ჰქონდა განცდილი!

ძველი წაართვეს, თავს ახალი დასდგეს გვირგვინი,
დაფნის რტოებით, ოქროს კიანთით, _
მაგრამ ეკლებმა, მის ფოთლებში დამალულებმა,
დაუიარეს შუბლი დიადი.
მოსშხამეს მისი ამოსუნთქვა უკანასკნელი
ენით მქირდავით, გესლად დაღვრილით,
და მოკვდა იგი შურისგებით გულანაგზნები
და იმედების მსხვრევით დაღლილი.
მისწყდნენ ბგერები საოცარის მისი ჰანგების,
წყარო ანკარა უკვე არა დის...
ბინა პოეტის მიწაშია უკვე ნაგები,
ბაგეც შეკვრია აწ და მარადის...

თქვენ კი, ო, თქვენ კი, მზვაობარო მემკვიდრეებო,
ღვარძლით, სიბილწით განთქმულ მამების,
მონური ქუსლით რომ დასწიხლეთ, რომ გადასთელეთ
აწ დაჩაგრულნი მსხვერპლნი განგების;
თქვენ, ჯალათებო ნიჭისა და თავისუფლების,
ურცხვად რომ დაძრწით ტახტის გარშემო,
დღეს სამართალიც და სამსჯავროც თქვენთვის სუფევენ
და არვინ არის, რომ შეგაჩვენოთ;
მაგრამ უწყოდეთ: ზეციური გელით სამსჯავრო! –
იქ მიგეგებათ მისაგებელი!
ფუჭად ეცდებით, ოქროებით რომ გადასძალოთ
იგი _ ზენარი შურისმგებელი!
ფუჭად ეცდებით! _ ვერა! თავი ვერ დაიძვრინოთ
ბილწთა ენათა ავად სხმარტალით! _
მურდალი სისხლით ვერ წარხოცოთ, ვერ გადასწონოთ
დიდი პოეტის სისხლი მართალი!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1010 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024