მთავარი » 2010 » მარტი » 14 » პლანეტავ გესმის?
11:37 AM პლანეტავ გესმის? |
პლანეტავ გესმის?ეს მე გეძახი ერთი ჩვეულერბრივი გოგონა საქართველოდან. ჩვენი ქვეყანა ციცქნა მარცვალსა გავს დიდი დედამიწის ზურგზე.დიდიაო ვამბობთ,მაგრამ გასაკვირია,რით ვერ გაუყვიათ დიდი მიწა_წყალი "ძლიერთა ამა სოფლისათა".ნუთუ არ იცით_ეს მიწა ყველასია,ეს დედამიწა ყველას გვეყოფა,ნეტავ რას გვემართლებიან ცეცხლის ფარეშები? ვიღებ გლობუსს ვატრიალებ,ვხედავ ფერებს:წითელს ,ყვითელს,მწვანეს,ლურჯს.... რა ლამაზია არა?სულაც არჰგავს დენთის სუნით გაჟღენთილ ცეცხლოვან ბურთს,რომელიც დღეს თუ ხვალ ვიღაცას გაუვარდება და ფერფლად იქცევა.მე მსოფლიო ტკივილთან ერთად ვცხოვრობ......მოგმართავთ ჩემს თანატოლებს,არა აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ, რომელი რასის ,რწმენის მიმდევარი ხართ,მინდა გესმოდეთ ჩემი....მე ვუშვებ ჩემს მშვიდობის მტრედს საქართველოდან,ფართოდ გახსენით მსოფლიოს ყველა კუთხის კარები,თქვენი ფანჯრები.წერილს ვატან და გთხოვთ,ყური დაუგდოთ ჩემი,ჩემი თანატოლების ფიქრს ,ტკივილს, დარდსა და ვარამს. მე არ მინახავს ომი მხოლოდ მსმენია,მარტო წაკითხულითა და კინოკადრებზე აღბეჭდილით ისე შევშფოთებულვარ,მიფიქრია:ღმერ თო მოხედე ყველას...ბოროტს დაუცხრე ბოროტი სული,კეთილს მიეცი ცხოვრების ფართო ასპარეზი და მაშინ ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან ომი და მშვიდობა.უზომო ტკივილის ატანა აღარ შეუძლია გულს.ეს ტკივილი ჩემი ქვეყნის ულამაზეს კუთხეზე აფხაზეთზე გადის ,სცილდება მის საზღვრებს,სწვდება მთელს კავკასიას და ერაყმდე მიდის.მე არ მინახავს აფხაზეთი ვერ მოვასწარი.ვერ შევიგრძენი მისი ზღვის ტალღების უხმო ალერსი,ვერ დავტკბი მაგნოლიების სურნელით,ვერ ვნახე როგორ ეშვებოდა კოცონივით აგიზგიზებული მზე ზღვის მიქანცულ მკერდზე. მასიზმრა :ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი,მიტოვებული სახლები,ტყვიის კაკანი,ქვემეხების შემზარავი ხმა,პატარა ბიჭუნა გასაქცევი გზა რომ არ ჰქონდა,წაქცეული ჯარისკაცი_სისხლით შეღებილი,ჭაღარა დედები_ცრემლით დასველებული სამკუთხა ბარათები.... გამომეღვიძა სოხუმი მეცნო და გონებაში ჩემი მეგობარის სიტყვები ამოტივტივდა:" რა ტყვიისფერი ყოფილა ზეცა, რა სევდიანი გქონია თვალი, მე ცხადლივ მინდა მოვიდე შენთან ცხელი ტყვიების მიგწმინდო კვალი." სადღაც ზღვა მოჩანს ზღვაზე თოლიები დაფრინავენ,თოლიები კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულებია ალბათ..... გაზაფხულზე უამრავი ყაყაჩო ამოვიდა ,ყაყაჩო კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სისხლია ალბათ..... ია _იებმა გადაალურჯეს მიწა,იები კი არა ,დაღუპულ ჯარისკაცთა დედების ცრემლებია ალბათ....მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ,თქვენამდე მოვიტანო კავკასიის ქედების ,თერგისა და ენგურის ტალღების, ჯვრის,იყალთოს,სვეტიცხოვლის ტაძრების თხოვნა:"გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი,იყავით ფრთხილად, ნუ ეთამაშებით სიცოცხლეს..."ჩვენ კი ახალგაზრდობა,თეთრ მანდილს ავიღებთ ხელში(საქართველოში ვაჟკაცებს შორის ატეხილ ბრძოლაში მანდილს აგდებდნენ მშვიდობის ნიშნად),გადავაფარებთ მთელს ჩვენს პლანეტას და ყველა ხალხის ყველა ენაზე მხოლოდ მშვიდობას ვალაპარაკებთ: მე შენ მიყვარხარ დედამიწავ,გევედრები არ ამიხანძრო ასანტის ყუთი .მე შენ ტიტები გაჩუქო მინდა" .....................................................................
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1082 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|