♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 22 » პირველი სიყვარული
8:39 PM
პირველი სიყვარული

ღმერთო, რუსთველის სული ჩაუდგი
მიჯნურს, ღვთის ტაძარს სატრფოსთვის მწირველს.
თბილისში ოქროს ძეგლი დაუდგით
პირველ კოცნას და სიყვარულს პირველს.
ნუ კოცნით ქალწულს უსიყვარულოდ,
გულს ცეცხლი გენთოთ გაღვივებული.
შეყვარებული ქალის ღიმილში
თვით სამყაროა გაღიმებული.
როცა პირველად სატრფოს კოცნიან,
ცაში ჩერდება ვარსკვლავთ კრებული.
მოდით, ვადიდოთ ბესიკის თასით
ქართველ მიჯნურთა დასი ქებული
მანონ ლესკოზე უფრო ლამაზი,
ნესტანზე უფრო შეყვარებული.
კვლავ მიჯნურთათვის რეკავს სიონი,
სდუმს მტკვრის ტალღები გარინდებული.
მოდის ახალი გალაქტიონი,
სულ სხვა მერიზე შეყვარებული.
მე თქვენს სიყვარულს სანთელს ავუნთებ,
იმდენჯერ ახდეს თქვენი ოცნება,
დედათბილისში რამდენ ქალწულის
ბაგეც პირველად დაიკოცნება.
შენ სვეტიცხოველს უარსაკიძე,
თუ უკვდავება გინდა სულისა.
გწამდეს,ხელახლა ქმნის ამ სამყაროს
სიმღერა პირველ სიყვარულისა....!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1197 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024