მთავარი » 2010 » მარტი » 13 » პატარა იყავ....
|
პატარა იყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი_მეპატიება. რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი, როდია ჭორი ან ქარაგმულად თქმული იგავი. მიუწვდომელი და შორზე შორი შენ თვალში დიდი ვინმე ვიყავი.
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.
და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ..
ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი!
მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე.. დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი..
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1161 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|