♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 5 » ორმაგი მოტაცება
11:09 PM
ორმაგი მოტაცება


მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარი გააღო, ძმაკაცი გადმოვიდა, ქალს კი რომელიც თავდახრილი იჯდა, ხელი ხელზე შეახო და სთხოვა გადმოსულიყო... ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა, სხვა გზა არც ჰქონდა მისთვის სრულებით უცხო გარემოში. მოდიოდა ციდან ლამაზი ფიფქები, მიდამო და კოშკიც თოვლს დაეფარა, მარიცა უყურებდა ამ სილამაზეს და გულში გაიფიქრა – აქ გაქცევაზე ფიქრიც უაზროა... თვალები შეშინებული და აცრემლებული ჰქონდა, მისი შემცოდებელი კი არავინ იყო...
ღამე სუფრა გაიშალა, შვილიშვილმა ცოლი შეირთო და მთელი სამეზობლო ფაციფუცობდა. ლოცავდნენ სიძე-პატარძალს. ქეიფი განთიადამდე გაგრძელდა, ყველას სახეზე ღიმილი და ხალისი აღიბეჭდებოდა გარდა ორი ადამიანისა... მარიცა ფიქრებით სულ სხვაგან იყო, გაგი კი მარიცაზე ფიქრობდა და ძალიან დარდობდა მასზე... ბოლოს ხელი მოკიდა და სადღაც გაიყვანა, ეს საძინებელი ოთახი იყო... მარიცა შიშით აკანკალდა და ცრემლიანი თვალებით მორჩილად უყურებდა პიროვნებას რომელიც მისთვის მაინც უცხო იყო, მან არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში, რას წარმოადგენდა. გაგიმ ხელი გაუშვა, ლოგინზე ჩამოჯდა. მარიცამ თავისი ჩანთა დაინახა, მივიდა და რაღაც ამოიღო, შეხედა გაგის, ის მშვიდად იჯდა, დაღონებული სახე ჰქონდა და დაღლილი...
- ხელს დამაკარებ და იცოდე თავს არ ვიცოცხლებ, ფანჯრიდან გადახტომა თუU ვერ მოვასწარი ამ დანით ყელს გამოვიჭრი... – გაგიმ ახედა გაშმაგებულ მრაიცას...
- მარიცა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ კი არა! არც კი მიცნობ ნორმალურად, ეს ჩემი დანაშაულია... სანამ არ შემიყვარებ ხელს არ გახლებ, მე ყველანაირად ვეცდები რომ დავიმსახურო შენი სიყვარული და შეგიყვარდე, დარწმუნებული ვარ რომ მე ამას შევძლებ. ახლა კი მოდი დაიძინე, დაღლილი ხარ თან როგორც ჩანს ნერვიულობ...
თქვა თუ არა ეს გაგიმ ძველებური რკინის ლოგინები ერთმანეთს დააშორა, თვითონ ცოტახნით ოთახიდან გავიდა, დაბრუნებულს ხელში თხელი გადასაფარებელი ეჭირა და მარიცას განკუთვნილ ლოგინზე დადო...
- ძილინებისა...
მარიცამ დიდხანს უყურა, ფიქრობდა მატყუებსო... ფანჯარასთან საათზე მეტი გაატარა – მომაკითხავენ, მამაჩემი არ დამტოვებს... მომძებნის და წამიყვანს, არ დამტოვებს ამ უცხო კაცთან... გაყურებდა არემარეს, ციოდა მას, უცებ მიტრიალდა და ლოგინისკენ ნაბიჯი გადადგა, თითქოს გაგის გაღვიძება არ უნდოდა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ჩამოჯდა, დაწოლას ვერ ბედავდა... თითქმის მთელი საათი ისე ჩუმად იჯდა და ფიქრობდა...
მთელი ღამე თოვდა, გზები ჩაიკეტა... მარიცას მშობლები საშინელ დღეში ჩავარდნენ, ვერაფერს ახერხებდნენ... გოგოებისგან მხოლოდ ბიჭის სახელი და გვარი გაიგეს... გზის გამო იძულებულები შეიქმნენ რომ დროისთვის მიენდოთ მარიცას ბედი, მათ ხომ ლოდინის მეტი არაფერი შეეძლოთ...


***


ფანფრიდან მხოლოდ თეთრი ფანტელები ჩანდა, როცა მარიცამ თვალები გაახილა, ლოგინი რომელიც ჩაძინებამდე ცალკე იდგა ახლა ისევ პირვანდელ მდგომარეობაში იყო, უცებ შეშინებულმა ტანსაცმელს გახედა, ის ლოგინში ტანსაცვლით იწვა, დანა რომელიც ჩაძინებამდე ხელში ეჭირა მეორე ლოგინზე ეგდო. ლოგინი დაულაგებელი იყო. ოთახში მიმოიხედა, კუთხეში კარადა იდგა, მეორე კუთხეში კი საწერი მაგიდა, ლოგინის გვერდით პატარა ნათურა, წინ კი ის ფანჯარა რომლიდანაც გუშინ გადახტომას აპირებდა...
მარიცა ადგა, ორივე ლოგინი დაალაგა, ჩავიდა პირველ სართულზე, ერთხანს გარეთ გავიდა – ძალიან დიდი თოვლია, ღმერთო შენ მიშველე... სახლში შებრუნდა, სასტუმრო ოთახში სტუმრები ისევ ქეიფობდნენ, გაგი კი მათთან ერთად იჯდა და საუბრობდა, დღეს უკვე მას ბედნიერი თვალები ჰქონდა. უცებ, მარიცას დანახვაზე ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა, ხელი გადახვია და სტუმრებს განუცხადა – აი ჩემი მომხიბლავი მეუღლე, მარიცა გიგაური... გოგო შეიშმუშნა, არ ესიამოვნა ბიჭის სიახლოვე, გაგიმაც იგრძნო სიცივე და გაუშვა... სტუმრებმა ღვინით სავსე ჭიქა აიტაცეს და ერთხმად თქვეს ახალგაზრდების სადღეგრძელო – გაუმარჯოს ჩვენს გაგის და მის მეუღლეს!
მარიცა სუფრიდან გაგის ბებიამ იხმო, ისიც წამოდგა და მიუახლოვდა, სათნო სახიან ხანში შესულ ქალს, რომელიც იღიმებოდა...
- შვილო აქ იმიტომ გამოგიყვანე რომ განახო ყველა კუთხე, შენთვის საჭირო თუ არასაჭირო...
ბებიამ მარიცას სახლი დაათვალიერებინა და გულთბილად მიუალერსა ახალგაზრდა ლამაზმანს... ამ დროს გაგი გამოვიდა და მარიცას უთხრა:
- მაპატიე, იმედი უნდა გაგიცრუო მარიცა, მაგრამ გზები ჩაიკეტა, ასე რომ ვერავინ მოგვაგნებს... სჯობს გუშინდელ ჩემს სიტყვებზე იფიქრო...
- არც იოცნებო!
- ვნახოთ საყვარელო... ბებოო, თბილი მოსასხამი მოუტანე მარიცას, გარეთ გავიყვან, სტუმრებს კი ჩემი მეგობრები მიხედავენ, შენ კი შენებურად გაუმასპინძლდი, არაფერი მოაკლო... ბოლოს მარიცას გადახედა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა...
თოვლი მარიცას თითქმის წელამდე წვდებოდა, საბილიკო გზა გაპობილი იყო, სადღაც მიდიოდა ეს თეთრი გრძელი გზა, წინ არაფერი ჩანდა, უკან მოხედვას აზრი არ ჰქონდა, რადგან უკვე სრულებით იგივე იყო...
უცხოებივით მიდიოდა წყვილი, გაგი სიგარეტს ეწეოდა, მარიცა კი თავდახრილი უღიმღამოდ მიაბიჯებდა, ხელები ჯიბეში ეწყო, თვალებზე ისევ ცრემლი ირეკლებოდა, უცებ მოცურდა მარიცა, გაგიმ სწრაფი მოძრაობით გადაარჩინა დაცემას, ორივე ჩაიკეცა, მარიცა გაგის მუხლებთან მოექცა...
- გეხვეწები ცრემლიანი თვალები ნუ გექნება, გეხვეწები, ასეთი დაუნდობელ მზედას ნუ მიიღებ ჩემს დანახვაზე, გეხვეწები ასე ცივად ნუ მიყურებ... მე ხომ შენთან ყოფნა და შენი სიყვარული მჭირდება... გეხვეწები ნუ ტირი, გემუდარები...
გაგიმ გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი, რომელიც მის მიმართ ალბათ მხოლოდ ზიზღს გრძნობდა... მარიცას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა...


***


თოვდა მთელი კვირა, თითქოს გაგის მხარეს იყო ბუნება... გაგი ყოველდღე იmედებით იღვიძებდა, ოცნებობდა რომ დადგებოდა დღე და მარიცა მას გაუღიმებდა, უფრო ლაღად იქნებოდა და მისგან სითბოს იგრძნობდა, მაგრამ ლოდინი ძალიან ძნელი იყო... ერთ ოთახში წოლა საყვარელი ქალის გვერდით, მისი სუნთქვის გაგონება... ღამე მათთვის სრული გაუცხოების იყო... დღე კი მარიცა უფროსების ხათრით თავს აჩვენებდა რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ ბედს შეეგულა... ყველაფერში ეხმარებოდა ბებიას, თუმცა რძალს არაფერის უფლებას აძლევდა, მაგრამ მარიცას დაჟინებული თხოვნით მაინც საქმიანობდა... თან გულს აყოლებდა...
საღამოობით გაგი ხევსურეთს ათვალიერებინებდა, თუმცა უღიმღამოდ... მეორე კვირის ბოლოს გაგის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა რომ ის შეძლებდა მარიცას სიყვარულის დამსახურებას... დღეები გადიოდა, ღამე უფრო დიდად ეჩვენებოდა გაგის, ვიდრე ადრე, მარიცას უკვე მშვიდად ეძინა განსხვავებით გაგისგან, უკვე აღარაფრის ეშინოდა... გაგი კი ღამე რამდენჯერმე დგებოდა, მარიცას ლოგინთან მივიდოდა და მძინარეს უყურებდა...


***


გავიდა ერთი თვე, თოვლმა დნობა დაიწყო, სავალი გზა მისაწდომი გახდა მანქანებისთვის, მარიცას მშობლები პირველივე შესაძლებლობაზე გაეშურნენ ხევსურეთისკენ. დედ-მამა ღელავდა, თვე იყო 21 წლის ქალიშვილი არ ენახათ, არ იცოდნენ ვის ხელში იყო, როგორ იყო, უყვარდა თუ არა, რა პიროვნებებთან ცხოვრობდა... როგორც იქნა სახლს მიუახლოვდნენ, გარეთ მოხუცი კაცი იყო, გაყინული თოვლის ზვინებს აკეთებდა... სტუმრების დანახვაზე საქმიანობას თავი მიანება და მათკენ გაეშურა...
- ჩვენ მარიცას მშობლები ვართ... სად არის ჩვენი შვილი?
- გამარჯობათ შვილებო, სახლში გახლავთ ცოლ-ქმარი. მობრძანდით... მგონი მარიცას ჯერ კიდევ სძინავს...
- ცუდად ხომ არ არის ჩემი ქალიშვილი? – შეშინდნენ მშობლები...
- არა, რას ბრძანებთ? მობრძანდით, თქვენ როგორ გგონიათ რამეს მოვაკლებდით?!
გაგი ბუხართან წამოწოლილიყო, კარის ხმაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა, ვერ იცნო სტუმრები, თუმცა მიხვედრას რა უნდოდა...
- გამარჯობათ...
- გაგიმარჯოს... როგორც ვხვდები შენ ხარ გაგი ჯიბუტი? ჩვენ მარიცა მშობლები ვართ!
- დიახ, გიცანით, ბებია სტუმრებს მიხედე, ალბათ დასვენება სჭირდებათ, მოშიებულებიც იქნებიან...
- ჩემი შვილი მინდა ვნახო! – განაცხადა მამამ!
- მარიცას ახლავე დავუძახებ... – შეეცვალა გაგის ხმა... ნელა ავიდა მეორე სართულზე, სადაც მარიცას ჯერ კიდევ ეძინა... ფრთხილად შეაღო ოთახის კარი, მიუახლოვდა ლოგინს, ჩამოჯდა, მარიცას მუხლებზე ხელი დაადო შეარხია... გოგო შეიშმუშნა...
- გაგი, რამე მოხდა?
- შენ პირველად მომმართე სახელით...
- არ ვიცი, შეიძლება, მოხდა რამე?
- მარიცა შენთვის ალბათ კარგი ამბავია, ჩემთვის კი საშინელი...
- რა მოხდა? ნუ მაშინებ...
- სანამ გეტყვი, ერთი თხოვნა შემისრულე...
- რა თხოვნა? რა მოხდა, მითხარი!
- კარგი მაშინ გეტყვი... შენი მშობლები მოვიდნენ, შენს წასაყვანად, შენც გაყვები... – ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო, ადგა, ფანჯარასთან მივიდა... არ უნდოდა მისი სიმუხთლე ენახა მარიცას...
- ჩემები ჩამოვიდნენ? – სიხარულით წარმოსთქვა მარიცამ.
- ხო...
მარიცა წამოდგა მაშინვე...
- მე ჩავალ, ჩენ ჩაიცვი და ქვემოთ გელოდებით... – კარისკენ წავიდა ბიჭი.
- გაგი...
- ბატონო?
- რა უნდა გეთხოვა?
- არაფერი, დაივიწყე... აზრი არ აქვს...
- მითხარი!
გაგი მოტრიალდა, მიუახლოვდა გოგოს, რომელიც ჯერ კიდევ პიჟამოს ამარა იდგა ლოგინთან, შეხედა, ხელი ხელზე მოკიდა, გადაეხვია და ლოყაზე აკოცა...
- სულ ეს იყო ჩემი თხოვნა მარიცა...
- დამელოდე, ერთად ჩავიდეთ...
მარიცამ მალე ჩაიცვა და ჩავიდნენ. მარიცა მხურვალედ გადაეხვია მშობლებს, ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა...
- ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ... – თქვა მამამ. ოთახიდან ყველა გავიდა. ცოტახანი სდუმდა სამივე... ბოლოს ისევ მამამ დაარღვია სიჩუმე.
- მარიცა იცი ჩვენი ტრადიცია, იცი ჩვენთვის რამხელა სირცხვილია შენი დაბრუნება, ეს ქალქში ასე არ დარჩება, ჭორი, მითქმა მოთქმა ატყდება, მაგრამ მაინც... მიუხედავად იმისა რომ შენ ერთი თვე იცხოვრე კაცთან, მე მზად ვარ შენი გულისთვის და შენდამი სიყვარულის გამო წაგიყვანო სახლში...
- მამა! – გოგო ჩაეხუტა მამას, გადახედა დედას, რომელიც ტიროდა და ხმას ვერ იღებდა... – მამა, არ ვიცნობდი ბიჭს, მხოლოდ სასწავლებლიდან მეცნობოდა, მან მომიტაცა, წამომიყვანა აქ, ამ უდაბურ სოფელში, ჩემთვის უკაცრიელშიც კი, სადაც არავის ვიცნობ, სადაც არავინ იცის ჩემი გულის ტკივილის ამბავი, სადაც ვერავის გავუზიარე ჩემი ფიქრები... მამა, დედა, მიუხედავად ამისა, მე უნდა დავრჩე! მე ვრჩები გაგისთან, ამ ერთი თვის თანაცხოვრობის განმავლობაში მე გავიცანი ის და მივხვდი რომ მისი სიყვარული ჩემდამი ძალიან დიდია და მივხვდი რომ მეც მიყვარდება მამა! არ მინდა წამოსვლა! არ მინდა გული ვატკინო!
- მარიცა გეშინია?
- არა მამა არა! გულით გეუბნები, მიყვარდება! ვხვდები, ვგრძნობ!
- შენი გადასაწყვეტია შვილო, იცი რომ შენს გამო ყველაფერს ჩავიდენ!
- ვიცი მამა, დედა მე ვრჩები! მე ასე გადავწყვიტე...
- მაშინ დაუძახე შენს მეუღლეს, დაგლოცოთ!
მარიცას თვალებზე სიხარული აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ გარეთ გაგის გული ბობოქრობდა... ფიქრობდა რომ მორჩა ყველაფერი, რომ ეს ერთი თვე უცებ ჩამთავრდა უშედეგოდ, რომ მარიცას გული ვერ დაიბყრო, ფიქრები არ ასვენებდა, ამ დროს მარიცას გაღიმებული სახე შეეფეთა...
- გაგი მამაჩემი გეძახის.
- მტოვებ ხო?
- შემოდი... – გაგის ფეხები უკან რჩებოდა. ოთახში შესულს, სიმამრი ღვინით სავსე ჭიქით ხელში დაინახა...
- დაგლოცავთ შვილებო... მართალი გითხრა ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი მაგრამ მან გადაწყვიტა რომ შენს გვერდით იყოს...
გაგის თვალები შუბლზე აუვიდა, ეგონა რომ მოესმა, ალბათ ყურს რისი გაგონებაც უნდა იმას გებულობ&#




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1345 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:29 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024