მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება
ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი,
შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება,
ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო.
თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა,
ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც
სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები.
ჰოჲ, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ,
რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.
კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა,
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,
ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება,
სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს,
დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც.
სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.