მონატრების ფიფქი თოვდა სულში,
ნოსტალგია ფიქრებს ყავდა სტუმრად,
და დაიწყო თოვა მონატრებამ,
დაათოვა ჩემს ფიქრების სტუმარს...
ნოსტალგია დამიფარა თოვლმა,
ეს ფიქრებიც როგორ ხარბად ქროდა,
იმატებდა სულში ფიქრის თოვა,
და ძლიერი მონატრების ლტოლვა,
მიდის დრო და ზამთარს მიაქვს თოვლი,
თუმცა ჩემში ნოსტალგია ჩნდება,
მონატრება ძლიერდება უფრო,
ვერას მაკლებს ზამთარი და თოვა...
მიდის დრო და ისევ მოვა თოვლი,
ისევ მოვა ფიქრები და თოვა,
მე დამათოვს და დაათოვს ფიქრებს,
მონატრების ქარიშხალიც მოვა...
ნოსტალგია არ გაქრება არა,
მეყოლება სამუდამოდ სტუმრად,
არსად ცავა,არ დამტოვებს არა,
ჩემს ფიქრებში სულ დაიდებს ბინას....
|