♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » მინდა დავწერო შენზე სიმართლე.
6:01 PM
მინდა დავწერო შენზე სიმართლე.


ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავი
და ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,
ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,
კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.
არ მნდომებია სიტყვით თამაში,
შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,
მინდა წაგაგო ყომარხანაში
და გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.

და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.
შენი გრაციის ნასროლი ლასო,
მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,
— დაატრიალე! —
გავძახო გარსონს.

მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,
წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,
ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნეს
და პაპიჩემის სატევარს დავკრავ.

მინდა დავწერო შენზე სიმართლე,
რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,
წყალზე დააგდე ჩემი სინათლე
და წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.

შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
— თავისუფლება ბინძურ მედიას!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 6:23 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024