♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » მენატრები
9:45 PM
მენატრები

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...
ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,
ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..
გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,
თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.
რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...
რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..
მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,
უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...
ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,
მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...
მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,
დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...
არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–
რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...
ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,
თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...
ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–
და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2225 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024