♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 18 » მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..
1:12 PM
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..


"მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზიs არსებობა, როგორც იდუმალები.
მე ისევ ვგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,
რომელიც მიხსნის მე განსაცდელისგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში
და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ეცემიან მინას
და ისევ სიშორეზე ტირის როიალი."

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1131 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 2:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024