მთავარი » 2010 » მარტი » 29 » მე მოწყენილი კლოუნი ვარ...
2:24 PM მე მოწყენილი კლოუნი ვარ... |
მე მოწყენილი კლოუნი ვარ... მე მინდა ვიმოძრაო მხოლოდ შენთვის... ჩემმა თითოეულმა სიტყვამ, ნაბიჯმა, მოქმედებამ, აზრმა მინდა უფრო მომიყვანოს შენთან... არ დავიხარჯო არაფრით იმაზე, რაც არ მომაახლოვებს შენთან... ყველაფერს, რაც ჩემია მე მოვყავარ შენთან... მინდა ვჭამო შენთვის, მინდა დავლიო შენთვის, მინდა ვიმღერო შენთვის, მინდა დავხატო შენთვის, მინდა დავხატო ფისო და გავაცოცხლო შენთვის, მინდა მიყვარდე შენთვის, მინდა გიყვარდე შენთვის... მინდა დახატო ფისო და გააცოცხლო ჩემთვის, მინდა იმღერო ჩემთვის, მინდა დალიო ჩემთვის, მინდა ჭამო ჩემთვის, მინდა ყველაფერს რაც შენია მოჰყავდე ჩემთან... შენს სხეულს, შენს წამწამებს, შენს ხელებს, შენს გრძნობებს, აზრებს, სიტყვებს, ინსტინქტებს, ნაბიჯებს... მეგობრობა თუ სიყვარული... ცნებებს ჩარჩოები, კლიშეები მოსდევს... აქ კი ვართ მე და შენ... ჩვენ... და მარტო ვიბრძოლებ შენთვის, თუნდაც მტერი იyოს მთელი სამყარო... სამყაროს მკვლელობა მტკივნეულია... მაინც მოვკლავ მას... დარჩები მხოლოდ შენ_ ჩემში... იმიტომ, რომ შენ სამყაროზე უსასრულო ხარ, ...იმიტომ, რომ ერთი უსასრულობა მეორეს ადგილს არ უტოვებს...უკვე მკვდარია... მე სხვა სამყაროში ვარ... შენთან ერთად წარსული სამყაროს ადგილი აღარ რჩება ჩემში. დარჩები თუ წახვალ? დატოვე საერთო სამყარო! აქ, ჩვენს სივრცეში ყველაფერი ჩვენი მოწყობილი იქნება... დარჩები თუ წახვალ?... მინდა აქ გამოვჩორკნო სახლი შენი მომავალი ფისოსთვის, დავკრიფო ყვავილები შენი მომავალი დღისთვის... ჩავისუნთქო ჰაერი შენგან მომავალი სუნისთვის... მიყვარდე შენი ბედნიერებისთვის... გავიხადო კლოუნის სამოსი და დავრჩე შიშველი... შენი მომავალი სიახლოვისთვის, შენი მომავალი ბავშვებისთვის, შენი მომავალი ორგაზმისთვის, შენი მომავალი შეცნობისთვის..
და მაინც, მე უბრალო მოწყენილი კლოუნი ვარ... და ვერასოდეს დავწერ ლექსებს ჩემი მომავალი ფისოსთვის, რომელიც შეიძლება ჩვენიც ყოფილიყო... დაგვეხატა, გაგვეცოცხლებინა და ერთად დაგვეწერა ლექსები ჩვენი ფისოსთვის... იყო კარგად და იცოდე ფინალი გამოგრიცხავს? არც იფიქრო!!!... მე ფინალს ვივიწყებ და მოვდივარ...
მხოლოდ ერთხელ შეიძლება სულის დათმობა... მე მინდა შენ მიიღო ჩემი სული... ის გაფრინდა, ის უკვე იქაა... მე ჩრდილებთან მებრძოლი კლოუნი ვარ... მე დავკარგე თვითშეგნება, თვითშეგრძნება, ვეღარ აღვიქვამ ჩემს თავს ცალკე, მე ნაწილი ვარ ჩვენი საერთო "მე"-სი. მიიღე ის რაც შენია!ამას არქმევენ სიყვარულს, ...ზოგჯერც მეც ვარქმევ, თუმცა სხვანაირადაც შეიძლება დაერქვას... _ " სამყაროს მკვლელობა". სამყაროს მოკვლა ბედნიერებაა... სულის გადასვლა ახალ სამყაროში, მისი მიღება ახალი სივრცის მიერ კი ალბათ ღვთაებრივი ბედნიერება... მე უკვე ბედნიერი ვარ... მინდა ვიყოთ ღვთაებრივად ბედნიერები და ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ამ საძღვარზე ვართ...ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წარსული სამყაროები სხვების გრძნობებს დავუტოვოთ და გვიყვარდეს ჩვენს ახალ სამყაროში...
წამიერი გათენება, წამიერი ლაჟვარდი, წამიერი ხსნა...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1964 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|