არ არსებობდა და ჩემში დაიბადა ექსცენტრიულად ქცევაში აისახა უსასრულობად გარდაისახა და დიდი სიცრუის ბადე გაიხლართა... ვისთვის სიცრუის, ვისთვის სიმართლის, ვისთვის გართობის, ვისთვის კი ტანჯვის, ვისთვის სიძულვილის, ვისთვის ენის ქნევის... .................. საქმე არ ქონდათ და საქმე გაიჩარხა. გრძნობამ ამიტანა გაურკვეველმა მიყვარდა, მძულდა, მტკიოდა, მსურდა... ფიქრის მორევმა ფსკერში ჩამიტანა. კითხვები უსასრულო მსურს წარსულს ვუსახსოვრო. ცხოვრება უნამუსოდ მექცევა უნიათ სულს... ნდობა დაკარგული და გაყინული.... გადამაქციოს მუმიად სურს! სიკვდილს არ მაცლის და ცოცხლად მმარხავს, უფრო მიწამლავს მოშხამულ სულს... თითქოს ყველაფერი გაქრა მე დავემსგავსე გარდასულ წუთს! ჩემთვის მომავალი არ ჩანს ირგვლივ ყოველივე მძულს... სიტყვები ძალას კარგავს... დუმილით საუბარი მსურს! სიტყვებით არ გესმოდა ჩემი და დუმილიიიით...??? მიგახვედრებ ნულს! ................ ვიცი ყველაფერ ვიცი, ვიცი მჯეროდა სიზმრის, იმედი მქონდა მითის და მოლოდინი ზღაპრული პრინცის! ვიცი ყველაფერი მესმის... და ამიტომაც მე დუმილს ვარჩევ! მხოლოდ სიყვარული მინდოდა შენი, თუმცა შეუძლებელს ვიცი ვერ გასცემ... შენ ქრისტე არ ხარ... წყალს ღვინოდ ვერ აქცევ, და ამიტომაც მე დუმილს ვარჩევ.... და თუ ოდესმე გამიგებ სათქმელს, შენ ისაუბრე...!!! მე დუმილს ვარჩევ!
|