"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე. რადგან ყველაფერი მახსოვს. ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე და მოგონებები მახრჩობს.
ზოგი მოგონება ფრთხიალებს, ზოგი__დაჭრილივით ბღავის. ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს, ვიგონებ __უმწეო ყვავილს.
წლები გადის და ხმაურია__ ჩქარია ცხოვრება ჩვენი. სადა ხარ , სად ხარ , თამუნია, სად, რომელ ხეობას შვენი?!
ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია, ცხოვრების თონე და ალმური? ერთხელ დუმილი დაგერღვია, მახსოვრობის ხე დაგერხია, შენც, შენც დაგერხია თამუნი!
ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან, დასკუპდა შტოზე და გალობს. მე შენგან არაფერი არ მინდა, იხარე პაწია ქალო!
უხვად საქმეები გაიჩინე, გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით, წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ, მით უფრო__წყეული ხსოვნით.
მე კი...მიტკალივით თეთრია ჩემი ღამეების ჯარი, მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...
ასი მოგონება ფრთხიალებს, ასი __დაჭრილივით ბღავის, ასიც__ყვავილივით იალებს და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის."
|