" შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდიხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი.
მე მგონია ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ, ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა, ძვირფასო! რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას........."
|