♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 24 » Madonna- პუბლიკაციები
12:46 PM
Madonna- პუბლიკაციები
Madonnaaaaa

მადონას ლონდონის სახლთან ახლოს, რომელიც მერილებონის ძველ რაიონშია, არის ნიშანი სადაც წაიკითხავთ: „ერთხელაც ვინმე ცნობილთაგანი გადაწყვეტს აქ დასახლებას". 

სარდაფში მონტაჟისტები ორ მუსიკალურ ვიდეორგოლზე მუშაობენ... მადონამ 27 წლიდან მსოფლიო სკანდალებით გაანებრივა. უკანასკნელი სამი დეკადის მანძილზე მომღერალმა 200 მლნ. ჩანაწერი გაყიდა, მისი საგასტროლე ტურნე „Sticky & Sweet Tour" კი, ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო-საკონცერტო ღონისძიებად დასახელდა. 

მისი დამოუკიდებელი ცხოვრება, დეტროიდის გარეუბანში პრაქტიკულად ექვსი წლის ასაკში დაიწყო - მაშინ, როდესაც გოგონას დედა გარდაეცვალა... მას შემდეგ კი, პატარა ნონი ნაბიჯ-ნაბიჯ პოპ-ვარსკვლავად - მადონად იქცა... 


Madonna

- თქვენ პონტიკეში, დეტროიდის გარეუბანში გაიზარდეთ, სადაც ადამიანები მუსიკას წვეულებებისა და ბარბიქიუს თანხლებით უსმენენ... მათი უმრავლესობა აფროამერიკელები იყვენენ. გახსოვთ ეს დრო?

- მაშინ მოდაში იყო „Motown". ის პრაქტიკულად ყველგან ისმოდა. სტივ უანდერი, დაიანა როსი, „The Jackson 5" - აი, ის, რაზეც გავიზარდე. მაგრამ, როდესაც უფროსკლასელი გავხდი, სხვა გარეუბანში გადავედი, სადაც უმეტესად თეთრი „კლერკები" ცხოვრობდნენ... იქ უკვე აღარ იყო სახლის წვეულებები და მუსიკა, რომელიც ყველგან ისმის. რა თქმა უნდა, მალე მარტოსულად ვიგრძენი თავი და საკუთარი სამყარო შევიქმენი. ამიტომაც ჩაკეტილი გავხდი... 

- კონცერტებზე დადიოდით?

- პირველად, 15 წლის ვიყავი, დეტროიდის „Cobo Hall"-ში დევიდ ბოუის კონცერტზე რომ მოვხვდი. არაჩვეულებრივი იყო. მეორე შოუ ელლტონ ჯონის იყო, მესამე კი - ბობ მარლის. არც ისე ცუდია, არა? ჩემი უფროსი ძმები სარდაფში „The Who", „The Rolling Stones", „Led Zeppelin" და ბობ დილანს უსმენდნენ. 

- თქვენ ახალგაზრდა ნიჭიერთა კონკურსში „The Who"-ს ნომერს „Baba O'Riley" ასრულებდით. 

- მაშინ მეგობარს ვთხოვე სხეული საღებავით მოეხატა... მეცვა შორტი და ტოპიკი, რომელიც ძლივს მიფარავდა მკერდს. მოკლედ, სცენაზე გავგიჟდი - აქამდე არასოდეს მოუნათებია პროჟექტორს თავლებში. ვფიქრობ, დარბაზში ყველა ძალიან კარგად მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა. ეს იყო ჩემი დებიუტი სცენაზე. ამ გამოსვლის შემდეგ, მეგობრები აღარ მელეპარაკებოდნენ...

- მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანებეთ და ნიუ-იორკში გადახვედით, რათა მოცეკვავე გამოსულიყავით. მომღერლობა როდის გადაწყვიტეთ?

- მდგომარეობა თავის პირობებს მთავაზობდა. მოცეკვავე ვიყავი და მუსიკალურ თეატრში მოსმენაზე დავდიოდი, იქ კი სიმღერა მთხოვეს. ადამინების უმრავლესობა ამ მოსმენაზე ჩემზე გაცილებით უკეთესად მღეროდა. მე მხოლოდ იმის სიმღერა შემეძლო, რასაც რადიოში ვისმენდი, მაგალითად, არეტა ფრანკლინის რომელიმე კომპოზიციის, ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა ცუდად გამომდიოდა. 

- 1979 წელს, თქვენ დენ და ედ გილროიამნებთან ცხოვრობდით. მათ საკუთარი ჯგუფი „Breakfast Club" ჰქონდათ, რომელშიც საბოლოოდ გაერთიანდით. სწორედ მაშინ დაწერეთ თქვენი პირველი სიმღერა...

- მას ჰქვია „Tell The Truth". მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპოზიცია 4 აკორდისგან შედეგბოდა, ჩემთვის მას ლამის რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა. ბიჭებისგან სწორედ მაშინ წავიდა ერთ-ერთი წევრი და მისი ადგილი დავიკავე. მიკროფონთან ყოფნა ძალიან მომეწონა. 



Madonna

- სამი წლის შემდეგ კონტრაქტს „Sire Records"-თან აფორმებთ. პირველად როდის მოისმინეთ თქვნი სიმღერა რადიოთი?

- საღამოს შვიდი საათი იყო, ვუსმენდი დისკო-სადგურს „KTU" და სწორედ მაშინ მოვისმინე ჩემი სინგლი „Everybody".

- ნამდვილად დაურეკეთ შემდეგ მამას?

- არა, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს მასზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. 

- ალბათ მაინც აღნიშნეთ ეს მოვლენა?

- იმ პერიოდში მხატვარ-გრაფიკოსებთან ერთად ვატარებდი დროს. მათ შორის იყვენენ: ფუტურა 2000, კიტ ჰერინგი, ჟან-მიშელ ბასკია. ჟან-მიშელმა ენდი უოპჰოლი გამაცნო. მახსოვს, ჩვენ მეორე ავენიუსა და მეშვიდე სთრითზე მდებარე იაპონურ რესტორანში ვიყავით, სადაც კიტმა კედლები მოხატა და მაშინ ბასკიამ მითხრა, რომ რადიოში ჩემს წარმატებებზე ძალიან ეჭვიანობდა. 

- ჰერინგი შიდსით 1990 წელს გარდაიცვალა, ბასკია კი 1988 წელს ნარკოტიკების ზედმეტი დოზით. ორივენი თავიანთი თაობის ბრწინვალე მხატვრები იყვნენ. ძნელია დაიჯერო, რომ თქვენ ერთად იყავით. როგორ გაიცანით ისინი?

- კიტი ბიჭმა გამაცნო, რომელთან ერთადაც ბინას ვქირაობდი... იმ პეიოდში უკვე ვიცნობდი ჟან-მიშელის ნამუშევრებს... იმ პერიოდში კლუბებში - „Danceteria", „Mudd Club", „The Roxy" ერთად დავდიოდით. 



Madonna

- თქვენც იყავით გრაფიკით დაკავებული?

- კედლებზე, მეტროში, ტროტუარებზე...

- ალბათ ზედმეტსახელიც გქონდათ.

- რა თქმა უნდა. ბოი-ტოის მეძახდნენ. 

- ეგ სახელი ვინ მოიფიქრა?

- ამის გაკეთება მხოლოდ ფუტურას შეეძლო. ჩვენ მთელი დაჯგუფება ვიყავით: დები მეიზარიც მათ შორის (ჰოლივუდის ვარსკვლავი). ჩვენ თავს „უებო გერლს" ვეძახდით, ესპანური სიტყვის „huevos" გამო, რაც კვერცხს ნიშნავს. ზუსტი განსაზღვრება იყო: გოგონები კვერცხებით. 



Madonna In London (January 21 2004)

- ალბათ გაქვთ უორჰოლის, ჰერინგის და ბასკის სურათები. 

- კი მაქვს. კიტმა და ენდიმ ოთხი სურათი მაჩუქეს, როდესაც სონზე დავქორწინდი. ბიჭებმა სურათისთვის გაზეთის „New York Post"-ის პირველი გვერდები აირჩიეს. სწორედ იმ პერიოდში „Playboy" და „Penthouse"-ში ჩემი შიშველი სხეულის სურათები გამოვიდა... ბიჭებმა კი სწორედ ამ სურათებზე დაიწყეს პირდაპირ ხატვა... სურათები დღემდე მაქვს ლოს-ანჯელესის სახლში. კიდევ მაქვს ტყავის პიჯაკი, რომელიც კიტის მოხატულია... მას ვერასოდეს დავშორდები...

- ცოტამ თუ იცის, რომ „Material Girl" და „Like A Virgin"-ის შექმნაში თქვენ არაფერ შუაში ხართ. რა იფიქრეთ, როდესაც ამ სიმღერების დემო-მოისმინეთ?

- ორივე მომეწონა: ირონიული, პროვოკაციული, მაგრამ პირადად მე არც ერთი მიხდებოდა. მატერიალური მხარემ დამაინტერესა. ქალიშვილი არ ვყოფილვარ და ვერ გავიგე ფრაზა: „ როგორც ქალიშვილი" რას ნიშნავდა. სიტყვებით თამაშიც მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამ სიმღერებში სულაც არ არიან სულელები. 

- ანუ მატერიალისტი არ ხართ?

- დიდი სიხარულით შევიძენდი ფრიდა კალოს სურათებს და მდიდრულ სასახლეშიც ვიცხოვრებდი, მაგრამ გადასარევად მესმოდა, რომ ამის გარეშეც გავძლებდი. ბედნიერება, საგნებით არ მოდის...

- ერთხელ თქვით, რომ „იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ დიდების გემო რომ მცოდნოდა ასე ძალიან არ ვეცდებოდი მის მოპოვებას". რას ფიქრობთ ახლა?

- როდესაც ყველაფერი გესმის, ეს ნიშნავს, რომ შენი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემმა სამუშაომ ბევრ რამესთან დამაკავშირა, ისეთთანაც, რასაც მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს. რატომ უნდა აღვიქვა ჩემი კარიერა ნეგატიურად, თუ მე შევძელი აფრიკაში ბევრისთვის პირადი ცხოვრება შემეცვალა? აი რას გეტყვით: გუშინ ცუდ ფეხზე ავდექი და კიდევ კარგი, რომ ინტერვიუ დღეს იყო დაგეგმილი. 

- ანუ, გაბრაზებაც იცით?

- ნებიმიერ დღეს მაქვს ხოლმე, წუთები, როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემი სიტყვებით შემიძლია ადამიანებს ჭრილობა მივაყენო. ეს კი უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც დილით ვიღვიძებ ან ღამით დასაძინებლად ვწვები. მაშინ ვფიქრობ: „რა უნდა გავაკეთო ახალ დღეს? და საერთოდ რა გამიკეთებია?" მაგრამ მე მაინც ცოცხლი ადამიანი ვარ და ზოგჯერ შეცდომებსაც ვუშვებ. ყოველთვის მჭირდება სწავლა მივუტევო საკუთარ თავს... 


________________________
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1062 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 12:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024