♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 15 » ქალის პიროვნებაში
8:20 PM
ქალის პიროვნებაში


თუ ქალის პიროვნებაში ყველაფერი, – მთელი მისი არსი - გამომზეურებულია, და ხელისგულზე დევს, საინტერესო არ არის. აუცილებელია, უნდა იყოს მასში რაღაც გამოცანა, მოულოდნელობა... ხან ანგელოზივით წყნარი და უბრალოა, ხან კი ვნებიან და დამაინტრიგებელ მზერას მოგაპყრობს. ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, ასეთი კონტრასტი რომ არ დააინტერესებს.

სამწუხაროდ, ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. საკუთარ "საიდუმლოს” ყველა ქალი თვითონ პოულობს. ერთი ზომიერად ექსტრავაგანტული საქციელით გამოირჩევა, მეორე – სამოსის განუმეორებელი სტილის შექმნით, მესამეს იარაღი თანდაყოლილი იუმორის გრძნობაა, მეოთხე – ბავშვურად უშუალოა. ყველას თავისი ნიჭი აქვს, მოძებნეთ და დაესესხეთ. ფსიქოლოგები ხომ ამბობენ, რომ თვითშემეცნება ყველაზე საინტერესო საქმეაო, ჰო და შეიმეცნენეტავ რა სჯობს, სილამაზე გაჩუქოს განგებამ, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადო, თუნდაც ჩვეულებრივი გარეგნობით. ხშირად გაიგონებთ ქალბატონებისგან: ბედი მომეცი და სილამაზეს არ ვჩივიო. როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული განაცხადი არაა. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში წარმატებას მისაღწევად მარტო სილამაზე, მართლაც, არ კმარა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევაა აუცილებელი, მარცხმა არ უნდა შეგაშინოს და წარმატებამ არ უნდა გაგათამამოს, იღმბალიიცაა საჭირო. მოკლედ სხვადასხვა უნარის მთელი თაიგული გვჭირდება.

თუმცა არსებობს ერთი თვისება, რომელიც წინსვალას უდავოდ განაპირობებს, მის მფლობელს ნებისმიერ წრეში წარმატებას უქადის და გამუდმებით, ყველგან და ყოველთვის სხვების ყურადღებით მოსავს. ამ თვისებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები არიან დაჯილდოებულნი; მხოლოდ ერთეულებს აქვთ ბედნიერება, მოიმკან იმის ნაყოფი, რასაც ზოგი ქარიზმას ეძახის, ზოგი - შარმს და ზოგიც – ხიბლს. საზოგადოებაში ასეთი ქალი უეცრად იპყრობს ყურადღებას და სიმპათიას, სხვაზე ლამაზი იქნებ არც არის, ჩვეულებრივია, მაგრამ მასში რაღაც შეუცნობელია - რითაც გამოირჩევა, რითაც ხიბლავს და რითაც ატყვევებს სხვას. მისი ნაზი ღიმილი, კეთილი გამოხედვა და ჰარმონიული მოძრაობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს გულგრილს ვერ ტოვებს. ქალების უმეტესობა მასთან დამეგობრებას ცდილობს, რომ უჩვეულო წარმატების საიდუმლო ამოიცნოს.




კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1258 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024