♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 29 » კლოდ მონე “მზის ამოსვლა”
2:10 PM
კლოდ მონე “მზის ამოსვლა”


Image and video hosting by TinyPic

კლოდ მონე "მზის ამოსვლა”

თითქოსდა არაფერი – როგორი ნატურაა!
თითქოსდა არაფერი-ფრთებს ვშლი!
თითქოსდა არაფერი-მივექანები ზეცისაკენ, მივექანები სასწაულ ბაღში. ფერთა სიძუნწე ჩემი საქმე არაა, იგი მიმინდვია მისთვის, ვინც სულით რეალობაში სახლობს.
ნიჭიერი ვარ. დიახ, სწორედ რომ ნიჭიერი, რადგან ღმერთმა დამასაჩუქრა ოცნების ნიჭით!
თითქოსდა არაფერი-მაგრამ ყველაფერი! Eეს ხედი ვერცერთ სულდგმულს ვერ დატოვებს ისე, თუ ერთმა აზრმა არ გაიელვა მასში, ერთმა ოცნებამ, ერთმა მიზანმა, წყურვილმა მარადისობისაკენ! Mმარადისობა?! რას ვბოდავ ღმერთმანი, გავკვირდი, განა ეს დასასრული არ არის? არა!!! ეს დასასრულია, რომლიდანაც ახალ საწყისში გადავდივართ!
მშურს იმ ხევისფერ კალათაში მჯდომი ბერიკაცის, რომელიც მიეშურება ტბორით ჩანჩქერისაკენ. მშურს დედამიწავ შენი, რადგან ხანდახან ვერ ვგრძნობ, როგორ სწყურდება ჩემს სულს, ჩემს არსს…...
ოჰ ეს ფერები, როგორ ეკიდებიან ჩემს სულს მძიმე ჯვარივით.
ეს წითელი ბურთი კიკვლავ ტრიალებს და აგიზგიზებს ტბორს.
გინდათ საიდუმლო გაგანდოთ, იგი ჩემი გაკეთებულია! დიახ, დიახ, სწორედ ჩემი! რატომ?…და იგი მე ახალ სიცოცხლეს მჩუქნის ხოლმე და ჩემს სულს ერთიანად ათბობს, ჩვენ ერთმანეთი შევქმენით! მე რომ არ ვყოფილიყავი, ჩვენ, იგი ხომ აღარ იქნებოდა ის, ვინც ახლაა! დიახ, დიახ, მშურს შენი მზეო! ეს არაა თეთრი, ლურჯი ან ჭრელი შური! დიდებული ხარ, ყველა კვერს გიკრავს, შენს ირგვლივ უაზროდ მოსრიალე ჭიაყელებს ვგავართ. შენსკენ მოექანება თეთრი, ფარფატა გედი, ჩვენი უმწიკვლო თავისუფლება. შორს გარინდულხარ, ძალიან შორს, ვერ გწვდები, ვერ გპოულობ.. შენ გიგალობს ბუნება, უშველებელი ხეებიც კი თაყვანს სცემენ შენს ამობრწყინებას და ჩურჩულით თავს გიკრავენ. შენი ცეცხლი ირეკლება ირგვლივ, ეს სარკე კი მინდა რომ დავხურო, თუმცა არ იჭრება და რა მოვუხერხო.. ალბათ შენს მადლშია მოსილი. იცი, კიდევ, რომ ჩემი მესაიდუმლე ხარ, დიახ, სწორედ რომ მესაიდუმლე! ზოგჯერ მგონია, შენი მდუმარება ყველას უამბობს ჩემს საიდუმლოს. 
ოხ ეს გაუთავებელი შრიალი, ფერთა კვნესა, სულის წყურვილი.. ახედე, ზეცაში გედი მოფრინავს, ჩვენი შინაგანი უმწიკვლო თავისუფლება..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3520 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1
1 nugo  
0
visi dacerilia ?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024