♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » გოგონებს ასე 6-7 წლის წინ
6:18 PM
გოგონებს ასე 6-7 წლის წინ


გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში. აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ნიკოლაი - ზრდასრული და წარმოსადეგი, ორი ოქროს კბილით, მეოცნებე და კანონთან ერთობ მწყრალად მყოფი ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა. ნიკოლაი საიმედო და ერთგული პარტნიორი, მასთან ნებისმიერი საქმის დაჭერა სასიამოვნოა და ამიტომაც შეარქვეს – კოლეგა. ბავშვობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა და წარმატებითაც იპარავდა. რაც შეეხება მტრედებს, საკმაოდ სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში ხსნი და `კონკაზე~ მიგყავს გასაყიდად ლიონკა ცინგლიანთან ერთად. ეს ცინგლიანი საქმეშიც გადიოდა. თუმცა, უსაქმური კრეტინი უკვე არაყსაც სვამს, მისი ძმა კი `კოლიბრზე~ მუშაობს. ამან ლიონკას `ფინკაც~ გაუკეთა და სამართებელიც - ნაწრთობი ფოლადისაგან. ლიონკა `ფინკასა~ და სამართებელს ყველგან თან დაათრევს. ჰოდა, ამ ლიონკასთან ერთად დადიოდა ნიკოლაი `კონკაზე~ მოხსნილი მტრედების გასასუხარებლად – მოთამაშე მტრედები, ბერები, ხანდახან უფრო იაფიანი მტრედებიც ჰყავდა ხოლმე. აი, ბაზრობაზე კი უკვე დაძრწიან გაქურდული მეზობლები, რომელთაც ნიკოლაიმ მტრედები აწაპნა. ეს კოდლა ყველა მტრედს თვალჩაციებით უყურებს, საკუთარის პოვნას ცდილობს. ესენი ჯერ 16 წლისანი არ არიან და დიდი `სროკის~ ეშინიათ, დანებს ატარებენ და არცაა გამორიცხული, ვინმეს ბარძაყშიაც გამოუსვან.
-რამდენს ითხოვ მაგ წყვილ ქოჩორაში?
-ას ორმოცდაათს.
-ვარშავულები როგორღაა?
-ერთი ფასი აქვს.
-რამდენი ხანია, რაც შენთან არიან? – შეკითხვებთან
ერთად დაკარგული მტერედების მაძიებლები ფრთხილად კრავენ წრეს მათ ირგვლივ, კბილებს შორის აწიტებენ, დაძაბულობისაგან ფითრდებიან, ხელებიც უოფლიანდებათ და უბორნიაში წასვლის სურვილი უჩნდებათ.
სწორედ ასეთ მომენტებში იჩენდა კოლეგა გასაოცარ მიხვედრილობასა და ალღოს. უმალ სცნობდა მოპარული მტრედების ყოფილ პატრონებს და დუჟმორეული, ლამის ტანსაცმელს იხევდა ტანზე:
-უჰ, თქვე სამარცხვინო მგლებო, წაიყვანეთ, ყველა
წაიყვანეთ! – ბოლო ხმაზე ბღაოდა და გალიიდან გამოყვანილ მტრედებს ხელებში სჩრიდა მომხდურებს. თანაც, ნაწყენი ხმით დასძენდა – არც კი გრცხვენიათ, ცოტა ხნის წინ შურიკასაგან 120 მანეთად ვიყიდე.
პატარა კი იყო კოლკა, მაგრამ საოცრად მიხვედრილი, ეშმაკი და ალღოიანი.
თავისი კონკურენტის, მტრედების მომპარავის სახელს ახსენებდა, მით უფრო, რომ ეს შურიკა გაძარცვულების მეზობლად სახლობდა.
-აბა შენა ხაარ? – აღტაცებული ჭყლოპინებდა
ცინგლიანი, როცა მთელი კოდლა თავს ანებებდა მათ და შურიკას საძებნელად მიეშურებოდა. და თუ იპოვიდნენ, უდანაშაულო შურიკს ნამდვილად არ გაუთენებდნენ კარგ დღეს.
-ნაღდი არტისტი ხარ, - გაოცებას ვერ მალავდა ლიონკა.
-აი, მე კი იმ რიჟას ლამისაა დანა არ დავუძრე და ბარძაყში არ ვატაკე. შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ.
ნიკოლაი ქუჩაში გაიზარდა, ქუჩაში ცხოვრობდა და ქუჩაშივე შეუყვარდა. თამარა სანამ გაიცნობდა, მასთან დაახლოებაზე ოცნებობდა, ესიზმრებოდა კიდეც – ასეთი – ძლიერი, უშიშარი. თანაც, კოლკაზე ხომ ლეგენდებს ჰყვებოდნენ მთელს რაიონში – როგორ დადიოდა ლავგარდანზე, როგორ მიბეგვა 4 თუ 5 ხანიგა, რომლებიც მათ უბანში მოდიოდნენ: ქალების აბანოს პირდაპირ კორპუსში მეორე სართულზე ადიოდნენ და მობანავე ქალებს უჭვრიტინებდნენ. თუმცა, აქ საყურებელიც ბევრიც არაფერი იყო, რადგან ქალები მხოლოდ ბარძაყებსქვემოთ სჩანდნენ, წელს ზემოთ ვერანაირად. აბა, რა მუღამი აქვს ტრაკს სახის გარეშე! კოლკამ მარტოკამ მიბეგვა ისინი და გაყარა.

როცა თამარამ მთელი 16 წელი აკრიფა, კოლკამაც შეამჩნია. 25 წლის იყო, პატარა ფულიც უჭყაოდა, მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მღეროდა რაღაც სევდიან, ძველბიჭურ, ძაან ძველბიჭურ სიმღერებს, თან რაღაც უჩვეულოს ეწეოდა.
როგორ და ასე – ტარიან პაპიროსს ორ თითს შორის მოაქცევს და სრესავს და სრესავს, მანამ სანამ თამბაქოს მუჭში მთლიანად არ წამოყრის. მერე პაპიროსის თხელ ქაღალდს ოდნავ წინ წამოსწევს და წინასწარ გამზადებულ მუყაოს ნაგლეჯს შეჩურთავს. თამბაქო მარცხენა მუჭში აქვს მოქცეული, ნახევარს გადაყრის და რაღაც მოყავისფრო, რაღაც თესლებშერეულ ჩალისფერ მასას დააყრის და კარგად აურევს. პაპიროსი მარჯვენა ხელში უჭირავს და შერეულ მასას შიგ ერეკება. ალაგ-ალაგ ქაღალდში მოჰკიდებს ხელს წინ და უკან იქნევს, რომ დაიძეკოს. მერე თავს მოუკრავს, ჩაიდებს პირში და კიდევაც უკიდებს. პაპიროსი ტკაცა-ტკუცით იწვის, კოლია ტუჩებს შეძლებისდაგვარად კუმავს, რომ კვამლი არ გაექცეს...
ასეთი პაპიროსი თამარასაც გაასინჯა, ღვინოსაც აძლევდა ცოტ-ცოტას. თამარა ძალიან უბრალოდ და იოლად დანებდა – ნიკოლაი ჯერ ჰკოცნიდა, ჰკოცნიდა, მერე პერანგის ქვეშ შეუძვრა, ღილების გახსნა დაუწყო – ჯერ ერთი, მერე მეორე... უცებ თამარამ სრულიად მოულოდნელად – გამიშვი, მე თვითონ! და თვალისდახამხამებაში გაშიშვლდა.
ეს ყველაფერი მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ მოხდა, საზაფხულო არდადეგეგების შემდეგ. თამარა პინერხემძღვანელად გაემგზავრა ბანაკში – როგორც ყოველთვის ტარუსში. ეს ალაგი სიძველეებით, მზიანი ამინდებით, თბილი მდინარით და ცისფერი საღამოებითაა ცნობილი. ღამ-ღამობით, როცა პინერხელმძღვანელები საყვარელ აღსაზრდელებს დააძინებდნენ, სწორედ მაშინ იწყებოდა ნამდვილი ღამე. ბანაკში უკვე მოზრდილი ოყლაყებიც იყვნენ, რომლებიც ასევე დაძრწოდნენ გოგონების სამყოფელის სიახლოვეს, ოღონდაც ფრთხილად. ისე რომ, მთავარ აღმზრდელს არ შეემჩნია და სახლში არ გაებრუნებინა – იქ კიდევ სკოლაში მკაცრი საყვედური ელოდათ მორალურ ამბავში.
ხელმძღვანელები კი ამ დროს სადღაც ტყის სიღრმეში კოცონთან სხედან, სევდიანსა და ძველბიჭურ სიმღერებს მღერიან. ამის შემდეგ წყვილებად იყოფიან და ზოგი მიტოვებულ ქოხში, ზოგიც პირდაპირ მიწაზე – იქით მიდიან, სადაც სიყვარულის უჩინარი ცეცხლია. განა იმიტომ, რომ ერთმანეთი სინამდვილეში უყვართ? არა, უბრალოდ სისხლია აჩქეფებული და ღამეც თბილია და მთვარიანი. ქოხები, სადაც ხელმძღვანელები ტკბობას ეძლევიან, დღისით ბავშვებმა ააგეს – მადლობა მათ, პიონერებს! ისე, განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა, რადგან ყმაწვილები სავსებით გამოუცდელნი და ზოგმა ისიც არ იცოდა, მოხვევისა და კოცნის მერე რა უნდა გაეკეთებინათ. ხოლო ვინც იცოდა, იმათ სირცხვილის ლაფში პირქვე ჩაცემის ეშინოდათ და არც რისკავდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თეორიულად ყველანი მზად იყვნენ, სკოლაში ზოოლოგიაც ისწავლებოდა, ბოტანიკაც და ანატომიაც. ამათ ადამ და ევას პირველყოფილი ცოდვის შესახებაც იცოდნენ, თანაც, მშობლების ოთახში ეძინათ სივიწროვის გამო. ამ უკანასკნელთ კიდევ რომ ეგონათ, ბავშვებს სძინავთო... მაგრამ ბავშვებს არ ეძინათ და ყველაფერი ესმოდათ.
ნამდვილად სამართლიანად ამბობდნენ წინაპრები – ყველაფერში დამნაშავე კომუნალური პირობებია.
მიუხედავად ნებისყოფის საოცარი დაძაბვისა, ვერც ერთმა ყმაწვილმა ვერ შეძლო თავისი რჩეულის დაქალება, ვერც თამარას ბიჭმა შეძლო და შემოინახა კიდეც ქალიშვილად ნიკოლაი სვიატენკოსათვის, ყოფილი მემტრედესთვის, დამნაშავისა და ფანტაზიორისათვის, რომელსაც ციხე ცრემლებით უხმობდა... უხმობდა და მიიღო კიდეც.
ეს ყოველივე იმისათვის იყო მოთხრობილი, რათა დავძინოთ – თამარა პიონერთა ბანაკიდან კარგად გარუჯული და თვალებს გარშემო ცისფერი რკალებით დამშვენებული დაბრუნდა, რაც მომავალ თაობაზე მის დაუღალავ ზრუნვაზე უთუოდ მეტყველებდა.
ჰოდა, მისი მოხიბვლა რაღა ბედენა იყო? ჰოდა მოხიბლა კიდეც ნიკოლაიმ, მაგრამ, როგორც წესი, არ მიუტოვებია. უბრალოდ, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა ერთი უიღბლო ძარცვის გამო. თამარას ისტერიკა არ დამართნია და ნიკოლაისაც თავი ღირსეულად ეჭირა:
-არ დამელოდო, ფრონტზე კი არ მივდივარ.
-არც მიფიქრია!
-ჰოდა, ძალიანაც კარგი. შენ ჯერ ცხვირმოუხოცავი ხარ,
თანაც, სკოლაა დასამთავრებელი.
-სკოლის დამთავრებას კი ნამდვილად ვაპირებ.
-მეც მაგას არ გეუბნები?
შემდეგ კარგა დიდი პაუზა და ზედამხედველმა ნიკოლაი სასამართლო დარბაზისაკენ წაიყვანა და ამან ერთი ფრაზა გადმოუდო:
-აი, დავბრუნდები და მაშინ ვილაპარაკოთ, გავერკვევით
-ხელი დაუქნია და ზედამხედველს გაეხუმრა
–ასეთი
გოგო რომ გყავდეს, ჩემს ადგილას ყოფნას ისურვებდი?
თამარა სასამართლო დარბაზში არ შესულა, იქ რა ესქმებოდა. თანაც რცხვენოდა, უბრალოდ ადგა და სახლში წავიდა. ნიკოლაისთანა ბიჭებს ისეთი ერთგული გოგოები ჰყავთ – პირდაპირ დაუჯერებელია. მაგალითად, ექვს-შვიდ სასჯელს მოიხდის და ყოველ ჯერზე დაბრუნებულს თავისი გოგო თავის ადგილას ხვდება. ეს გოგო მისთვის შრომობს, იმიტომ რომ მეექვსე სასჯელის მერე ინვალიდია – ფილტვები ჩამპალი, სისხლს ახველებს, ცალი ხელი უმოძრაოდაა დაკიდებული. მაგრამ ადრე ხომ ოქროს ხელები ჰქონდა, ციხეზეც კანონიერ ქურდობას აპირებდა. ახლა, აი, ისიც – დაძაბუნებული, მოშვებული – წარსულის მეტი აღარც არაფერი!
დააპირებს რაიმეს მოპარვას, ჩაჰყოფს ხელს უცხო ჯიბეში და უკან ვეღარც ამოაქვს. ჰოდა, იქვეა გაკოჭილი და ისევ ციხისაკენ. გოგო კი კვლავ განაგრძობს მისთვის მუშაობას, მოიხდის სასჯელს, გამოვა, მუშაობა უნდა, მაგრამ აღარც ხელი ემორჩილება და შიგნეულიც გამომპალია.
ეს კიდევ ქურდობის უფლებას აღარ მისცემს – ბავშვები დაზრდილან და უკვე რაღაცეებს ხვდებიან. ჰოდა, ადგეს და ეგდოს ბავშვებთან, სანამ გაზიან წყლებთან ბზრიალებს ზაფხულობით და ზამთრობით კიდევ არყის ჯიხურის გარშემო. საქმე ნაღდია – ზაფხულში ყველას ესურვილება გაზიანი წყალი, ზამთარში კი არყის მუშტარი არ ილევა. ჰოდა, იჯდეს ეს ინვალიდი ბავშვებთან და ელოდოს თავის პენსიას.
-საით აპირებ?
-დოღზე.
-ეს რაღა უბედურებაა.
-არ არის კლავა, შენი მოკლე ჭკუის საქმე.
-აჰა, ჩემი საქმე მარტო შენი და შენი ნაბიჭვრების ბანვა-
რეცხვაა ხომ... აი, პირები დაუღიათ ჩაცეცხვლა უნდათ. მაშ, ჩემი საქმე ავადმყოფ ფეხებზე დგომა და დილის შვიდიდან საღამომდე შენი ნაბიჭვარი ძმაკაცების ლუდით გაძღომაა, არა? სად მიეთრევი, ლეკვო?
-დოღზე-მეთქი, ხომ გითხარი.
-რა ჯანდაბა გინდა, დოღზე?
-ლიოვკა მასკოვსკი და შურიკა ჩაკიდული მელოდებიან.
შურიკა ერთი თვის წინ გამოვიდა, სანახავი მყავს და თან საქმეც მაქვს.
-ესე იგი შურიკა და ლიოვკა, ხომ? ამ წუთში დაიფიცე
ბავშვები, რომ არანაირ საქმეზე არ წახვალ, დაიფიცე-მეთქი!
-რა აიწყვიტე, კლავა. გეუბნები, დავბრუნდები-მეთქი,
მალე დავბრუნდები!
მაგრამ გვიან კი არა, მთელი ოთხი წლის შემდეგ
ბრუნდება. ზოგი ჭირი მარგებელია და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვადაზე ადრე ათავისუფლებენ. ქალი კიდევ ბუზღუნებს, იგინება, საყვედური-საყვედურზე, მაგრამ მაინც მასთანაა. ასეთი გოგოები ჰყავთ ასეთ ბიჭებს, მააშ!
მაგრამ თამარა ასეთი არ ყოფილა, არც დალოდებია კოლკა კოლეგას და არც არაფერი. აი, კოლეგა რო დაბრუნდა, გოგონებს უკვე უცხოელები უყვარდათ. ერთი რომელიმე უცხოელი კი არა, ზოგადად უცხოელები – ამბავში, გაგებაში, როგორც ყველაფერი საუკეთესოს სიმბოლო.
პირველ რიგში ისა, რომ უცხოელები თითქმის ყოველთვის სასტუმროებში ცხოვრობენ, სასტუმროებში კი რესტორნებია, შემდეგ თბილი და მყუდრო ნომერი, პენტჰაუზებითა და ფლეიბოებით გაძეძგილი. ეს უცხოელი, თუმცა, სულ ცოტა ორჯერ უფროსია, მაგრამ სასტუმროს ნომერი, ჟურნალის ნომრები მარლბოროს რეკლამებით: ჯანიანი, ცხენებზე გადამსხდარი კოვბოები რომ ეწევიან, მისი საკუთრებაა. ის მოჭრაჭუნე პაკეტს აძრობს, რომელშიც ღამის პერანგი, ანაც ბიუსტჰალტერია და, რაღა თქმა უნდა, შენი ზომაა – თამარა, გალია, ვერა, ლუდა – იმიტო რო თქვენ ახლა ყველა თითქმის მკერდგარეშენი ხართ და ნომერი 2 ზუსტადაა თქვენთვის შერჩეული. აღტაცებული, იქვე სააბაზანოში შერბიხართ და იქვე, მის თვალწინ იწყებთ ბიუსტჰალტერის მოზომებას. უცხოელს მოწყალედ ეღიმება თქვენს უშუალობაზე, ბალენშტაინს საცობს აძრობს – ტონიკიცა და ლამაზი სასმურებიც მოუთმენლად იცდიან.
უცხოელს ჯიბეში ლამაზი საფულე აქვს, გარმონივით იხსნება და ბევრგანყოფილებიანი. ყოველ მათგანში, ზოგში ცოლია, ზოგში შვილები, და შენც ხარ მანდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას მართლა მოსწონხარ. რატომაც არა, ახალგაზრდა ხარ, ლამაზი და გარუჯული. ისეთი კი ვერა, როგორიც შვიდიოდე წლის წინ რომ იყავი, კოლკა კოლეგასთვის, მაგრამ მაინც მაგარი ხარ, კარგი ხარ. აი, კიდეც გამოვარდი სააბაზანოდან და რათა ბიუსტჰალტერი და საკუთარი თავი აჩვენო. ეს კმაყოფილია და ზურგზე გკოცნის დასაწყისისათვის.
კი მაგრამ, რომ შესძლებოდათ თამარებს, ლუდებს, ვერებს, გალინებს, წასულიყვნენ მოსკტორგში და იქ შეეძინათ ერთიც, მეორეც, მესამეც, ჯინსებიც, მარლბოროცა და კიდევ სხვაც. აი, მაშინ კი ძალიან გაუჭირდებოდათ უცხოელებს თქვენი სასტუმროს ნომერში და შემდგომ საწოლში შეტყუება.
მაგრამ თქვენ არა... არამხოლოდ საჩუქრებიოსათვის მიდიხართ მანდ, არამედ...
მაგათთან სასიამოვნოა, კომპლიმენტებს გეუბნებიან, ზრუნავენ თქვენზე, სანთებელით ნაზად გიკიდებენ და დაქორწინებას გპირდებიან. ასეთები ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად. იმიტომ რომ წინა უცხოელმა მეორეს უკვე უამბო – ვინა ხარ, რა ხარ, საწოლში როგორი ხარ. ისიც უამბო, რომ უცხოელი, როგორც რაღაც მოვლენა, ისე გიყვარს და მორიგსაც მშვენივრად ესმის, რომ ის შენთვის მხოლოდ სიმბოლოა – უცნაურისა და მიუწვდომლის.
სასაცილო იგავია ერთ მომღერალზე, რომელიც ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა სხვადასხვა ორკესტრთან ერთად. კონცერტების შემდეგ მას რატომღაც მხოლოდ კონტრაბასისტები ეპატიჟებოდნენ, ლუდით ჭყიპავდნენ და შემდეგ თავისთან მიჰყავდათ. ერთხელაც, მომღერალმა იკითხა – თქვენ რა, უცნაურად არ გეჩვენებათ, ყოველი კონცერტის მერე მხოლოდ კონტრაბასისტები რომ მეპატიჟებიან ლუდით მჭყიპავენ და მერე პირდაპირ საწოლში? ერთმა კონტრაბასისტმა მაშინვე აჩვენა კონტრაბასის პარტიისათვის დაწერილი ნოტები, რომლის თავფურცელზე შემდეგი ეწერა: მომღერალს ლუდი უყვარს, მერე კი ყველაფერზე თანახმაა.
სიმართლეს წააგავს ხომ? ეტყობა ეს უცხოელებიც თქვენთვის გაუგებარ და მათთვის გასაგებ ენაზე ერთმანეთს უხსნიან თქვენს შესახებ – თამარებო, ვერებო, ლუდებო, გალიებო – რომ საკმარისია დაქორწინებას დაგპირდნენ მათი ვნების დაკმაყოფილების სანაცვლოდ და თქვენც ყველაფერზე თანახმანი ხართ.
აი, თქვენ კი – კაცი თუ არ გაგინებთ, ბოთლს თუ არ გიღერებთ დასარტყმელად – უკვე ფიქრობთ, რომ დაქორწინება სურს. ჰოდა, კიდეც მიდიოდით მათთან, იღებდით საჩუქრებს, რომლებიც მან ოჯახის ბიუჯეტსგარე ფულით გიყიდათ. ჰოდა, ასე უყვარდათ უცხოელები, სანამ ერთ დილას, ერთი გერმანელის საფულედან თამარამ დაუკითხავად მთელი 800 მარკა ამოაცოცა და ლიფის ქვეშ შეინახა. საფულის გახსნისას პიტერის გერმანელი მეუღლისა და მისი შვილის სურათების დალანდვაც მოასწრო. დაინახა და მაშინვე დაწყნარდა, დაწყნარდა და გაცეცხლდა: ცოლობას დაპირდა ვირიშვილი, თუმცა, ბოლომდე არც დაპირებია? თამარამ ბოლომდე ვერაფერი გაიგო, იმიტომ რომ მისი უცხო ენის ცოდნა – გამარჯობას არ სცილდებოდა და, შესაძლოა, კიდეც მოეჩვენა. გამარჯობის გარდა თამარამ იცოდა – `გუდბაი~, `ბონჟურ~ და კიდევ – ვისკი-სოდა და ჯინ-ტონიკ, ასევე `აი ლავ იუ~. პიტერი სააბაზანოდან მხნედ გამოვიდა და მაშინვე საფულესთან. დანაკარგი უცებ აღმოაჩინა და თამარას გაოცებული უყურებს. თამარა გაკერპდა – არაფერი იცის!
-არ მინახავს შენი აყროლებული მარკები, რა ჩემს
ფეხებად მინდა! არც კი გრცხვენია, ვინ გგონივარ? აჰა, თუ გინდა შენი საძაგელი ლიფიც წაიღე!
ეს ყველაფერი თამარამ განუზომელი ზიზღით იყვირა, კიდევაც გაწითლდა სიბრაზისაგან და ხელებიც წაიღო ზურგსუკან, თითქოს ლიფის მოხსნა სურდა, მაგრამ არკი მოიხსნა –იქ 800 მარკა იყო.
საბედნიეროდ, პიტერმა საშინლად გააპროტესტა ლიფის დაბრუნება, ხელები გაასავსავა, ანიშნა, რომ მსგავსი არაფერი უფიქრია, ეტყობა, გუშინ თავად ძალიან გამოტყვრა. რუსეთში დიდი ხნის ყოფნის მერე კარგად შეისწავლა მთვრალი კაცის ჟესტები და კისერზე შემოირტყა ხელი. ეე, თამარას რომ სცოდნოდა, რომ ეს გერმანელი პიტერი კარგა ხანია ცოლსაა გაშორებული და ბოლო 5 თვის განმავლობაში ფირმის საქმეებზე 6-ჯერ ჩამოსული, ბოლო ორი ჩამოსვლა მხოლოდ მისთვის ჩამოვიდა. ასე რომ, მის წინ სრულიად თავისუფალი, უცოლო გერმანელია.
სულ ცოტაც რომ მოეთმინა თამარას, სრული და ერთადერთი მფლობელი და მეუღლე გახდებოდა პიტერისა, და დაქალები შურით დააჭეტდნენ თვალებს – აი, ბედნიერი! ეჰ, რა ახლოს იყო ნანატრი ბედნიერება. პიტერი, თუმცა, თავს კი იმხნევებდა, მაგრამ გულისგულში დარწმუნებული იყო, რომ მისმა სანატრელმა და ოცნების ქალმა გაძარცვა.
პიტერ ონიგმანს ლამისაა ტირილი დაეწყო. ის უკვე მზად იყო ამ ქალზე დასაქორწინებლად, მიუხედავად არასრული საშუალო განათლებისა... თუნდაც კაგებეს გენერლის მდივანი ყოფილიყო, თუნდაც კოსმონავტი და ბოლო-ბოლო თუნდ გმირი დედა. მისი ოცნება დაიმსხვრა. პიტერი გულში ხმამაღლა ტიროდა, სინამდვილეში კი აცრემლებული ხარხარებდა. ბოლოს, ცრემლები მოიწმინდა და თამარას უკანასკნელი საუზმის მისართმევად ქვემოთ ჩასვლა შესთავაზა.
აი, ქვემოთ კი, ჰოლში, ორივესთვის მოულოდნელად შემოტრიალდა სიტუაცია. სამი ახალგაზრდა, მშვიდი სახეებით მიეახლა წყვილს, გერმანელს აქცენტისათვის მოუბოდიშეს, თამარას კი კიბის ქვეშ რომ პატარა ოთახია, იქ წაყოლა სთხოვეს. ოთახში თამარას საკმაოდ ცივად შეხვდნენ:
-სახელი, გვარი, მამის სახელი.
-პოლუექტოვა თამარა მაქსიმოვნა.
-ასაკი?
-მაპატიეთ და რაშია საქმე?
მაგიდასთან მჯდარმა გაოცებულმა ამოხედა:
- რასაც გეკითხებიან, უპასუხეთ, - უხეშად და მუქარაგარეული ხმით უთხრა. თამარა მაშინვე დამშვიდდა. ფეხი ფეხზე გადაიდო, პიტერის ნაჩუქარი მარლბორო გააბოლა და, რაც შეიძლება, ვულგარულად და გამომწვევად იკითხა:
- შენობით რად მომმართავთ? ჩვენ ბრუდერშაფტი არ გვისვამს ჯერაც.
- შენთან ერთად... დროზე უპასუხე, თორემ უფრო ცუდად წაგივა საქმე!
ვერა, ბატონო უფროსო, თამარას ვერ შეაშინებ. მისი შეშინება თავად კოლკა სვიატენკომ, მეტსახელად კოლეგამ სცადა, მრავალჯერ სცადა. პირველად სამიოდე წლის წინ, ციხიდან რომ დაბრუნდა მაშინ. მაგრამ ამაზე მერე, მერე...
- აბა, ბატონო უფროსო, რად ილანძღებით? მაშინებთ თუ რა? მაინც რა გნებავთ? რა უცხოელთან რომ ვიყავი ნომერში? ვიყავი, მერე! თქვენ გირჩევნიათ სასტუმროს პერსონალს მიხედოთ – ორ ხელფასს რომ იღებენ: ერთს თქვენგან მანეთებში, მეორეს ვალიუტაში უცხოელებისაგან. ჰა, იქნებ თქვენც წილში უზიხართ? აი, თქვენ, მაგალითად, ვინსტონს ეწევით! საიდან ვინსტონი? ეგ მხოლოდ ბარებში იყიდება, ჰალსტუხი საიდანღაა?
- მოკეტე პოლუექტოვა! – თავხედობისაგან გაოცება ვეღარ დამალეს – უარესი იქნება შენთვის, უარესი!
ამ დროს კარში პიტერი გამოჩნდა – თამარას გადასარჩენად, სიყვარულჯერარგანელებული.
-მაგასაც ვნახავ, ვისთვის დამთავრდება ცუდად ეს
ყველაფერი. დაკავების უფლება თქვენ არ გაქვთ. პიტერს რაც შეეხება, ის მიყვარს და მალე ცოლადაც გავყვები.
ამ სიტყვებით თამარა ონიგმანს, ბიზნესფიურერს, არშემდგარ საქმროს მიუახლოვდა, კისერზე ჩამოეკიდა და შიგ ტუჩებში აკოცა.
სასტუმროს თანამშრომლებმა დამტვრეული გერმანულით მიმართეს:
-ბატონო ჩემო, მართალს ამბობს ეს ქალიშვილი, რომ
თქვენ მასზე დაქორწინებას აპირებთ? სასწრაფოდ გვიპასუხეთ, თორემ ამას თავხედობისათვის ისეთ ტომარაში ჩავსვამთ, პატრონიც ვერ იპოვის!
ძალიან არ ეამა პიტერს სასტუმროს თანამშრომლების მუქარა, რომლებიც დამტვრეულ გერმანულზე მეტყველებდნენ და ნახევარზე მეტიც ვერ გაიგო. თან თამარაზე და საკუთარ თავზე შესტკიოდა გული. სასტუმროს თანამშრომლების დამახინჯებული გერმანულის წყალობით ამ მუქარის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე მიიღო და უმალ ციმბირი გაახსენდა, სადაც მამამისი ტყვედ იყო ნამყოფი. მართალია, მამას ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებდა ციმბირთან, მაგრამ იყო მწარეც – მაგალითად ზამთარი, სიცივე, შიმშილი, მამას ბრრრრ-ც გაახსენდა მტკიცედ შესძახა – იავოლ, - რაც ნიშნავდა ნამდვილად, უცილობლად! – და თამარას ჩაჰკიდა ხელი.
თამარა, სიხარულისაგან გონარეული თამარა, შეშლილივით ჰკოცნიდა პიტერს, ეხვეოდა, ტიროდა კიდეც და დამცინავად შესცქეროდა დაბნეულ და შერცხვენილ `ინტურისტის~ თანამშრომლებს. თამარამ ცოტა გადააჭარბა და სიხარულისაგან პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნაობა. აი, ბოლო შეკუნტრუშება სრულიად ზედმეტი იყო და ამან დაღუპა კიდეც. იმიტომ რომ ეს დაწყევლილი ლიფი გაეხსნა და იქიდან ასევე დაწყევლილი 800 მარკა ამოუვარდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. სასტუმროს თანამშრომლებმა საწერ-კალამი მოიმარჯვეს, დავთრებიც გაშალეს, გერმანიის მოქალაქე კი, პიტერ ონიგმანი ცივ წყალში ჩაშვებულივით იდგა და გაოგნებული დასცქეროდა იატაკზე მიმობნეულ მარკებს, თითქოს პირველად ხედავდა საკუთარი ქვეყნის ფულად ნიშნებს. არადა, საბედისწერო სიტყვა – იავოლ – უკვე ნათქვამი იყო. თანაც, გერმანიაში სიტყვებს როყიოდ არ ისვრიან.
თამარა პოლუექტოვა კი, აწ უკვე ყოფილ სიხარულს აყოლილი, აცუნდრუკებული და ლიფშეხსნილი, დაღებული პირით... კაცმა არ იცის, რას ელოდა.

თამარა პოლუექტოვას ნაამბობი:

თამარა მქვია, მამის სახელი პოლუექტოვა, უფრო სწორად მაქსიმოვნა, გვარი – პოლოუექტოვა. 1954-ში დავიბადე, ახლა კი 23 წლის ვარ. არაფერს დავმალავ, დაკითხვაზე ხომ არა ვარ. დედაჩემი მთლად ახალგაზრდაა და 2 ქალიშვილი ვყავართ. ირკა სამი წლით უფროსია და ქმარიცა ჰყავს –ინჟინერი. ირკა წარუმატებელი აბორტის შედეგად ვეღარასოდეს დაფეხმძიმდება. ასე, შვიდიოდე წლის წინ, ჯერ კიდევ სკოლაში რომ დავდიოდი, ირკა ერთ მხატვართან ცხოვრობდა. მთელი ღამეები რჩებოდა იქ და მერე ვიღაც დაქალები რეკავდნენ, რომ თითქოს აგარაკზე არიან, შორს, უსაფრთხოდ და მხიარულად. დედა ეკითხებოდა, ბიჭები თუ იყვნენ იქ, მაგრამ ის გოგონები ხითხითებდნენ, დედას მამის სახელით მიმართავდნენ და ატყუებდნენ, რომ გოგონების შეკრებაა მხოლოდ და იქ ბიჭების ადგილი არ იყო. ის ნაგლები მეც მკითხულობდნენ – თამარა როგორაა?
მამა მთელი 23 წლითაა უფროსი დედაზე, უწინ მილიციაში მუშაობდა, ახლა კი პენსიაზეა. წყლული აქვს და ორდენიც. მთელი 2 წლის წინ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ დღემდე ცოცხალია, თუმცა იცის, რომ მალე მოკვდება და გაბოროტებულია, არც ერთი არ ვუყვარვართ.
სამსახურში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და იქ ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ სახლში ნამდვილი სადისტი და ჯალათი, - გახსენებაც კი მზარავს. აი, როცა მთლად პატარა ვიყავი, მოსკოვის შემოგარენში ვცხოვრობდით, მე და ირკას პატარა ბაღჩა გვქონდა. ზაფხულობით დედასთან ერთად პატარა ნარგავებს ვრწყავდით, ბოსტნეულსაც ვუვლიდით, ანდაც უბრალოდ დავბორიალობდით. მეზობლები ჩვენთან არ სტუმრობდნენ – მამა ყველას აშინებდა, ხალხის თანდასწრებით არასოდეს ლაპარაკობდა, პაპიროსს აბოლებდა და გამუდმებით ახველებდა. დაუძახებდნენ – მაქსიმ გრიგორევიჩ – ის კი არასოდეს პასუხობდა. ამბობდნენ, რომ მამა კონტუზირებული იყო, მაგრამ ტყუილია – მამა ფრონტზე არასოდეს ყოფილა, ჯავშანი ჰქონდა. აი, ჩვენ კი არც ერთი არ ვუყვარდით და ხანდახან დედა ეუბნებოდა – წადი! მაგრამ ის არ მიდიოდა. ერთხელაც სამსახურიდან დაბრუნებულმა მთელი ჩვენი ბაღჩა გაანადგურა – ნარგავები დაგლიჯა და ფეხით გათელა. ყველა ამბობდა – გალეშილიაო, მაგრამ მე არ ვიცი? სულაც არ იყო გალეშილი, უბრალოდ იცოდა, რომ ამაზე მეტად ვერაფრით გაგვამწარებდა, საბოლოოდ მოგვიღებდა ბოლოს, მოგვკლავდა. ერთხელ კიდევ ადგა და ჩემი და ირკას უსაყვარლესი ლეკვი მიახრჩო. ლეკვი ავად იყო და ჩვენ ვუნანავებდით. მამამ ლეკვი გამომართვა და ნელ-ნელა დაუწყო მოხრჩობა. საბრალო ლეკვი მის ხელში ფართხალებდა, ის კი მე ირკას თვალებში გვიყურებდა. ბოლოს ლეკვმა ფართხალი შეწყვიტა და გაყუჩდა. ჩვენ კი არ ვტიროდით, ვბღაოდით, ვხრიალებდით, თითქოს მამა ჩვენ გვახრჩობდა. ბოლოს დამხრჩვალი ლეკვი მოგვცა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა და საშინლად გაილეშა. გამტყვრალი ჩვენს ოთახში შემოვიდა, ღამისპერანგისამარანი საწოლებიდან წამოგვყარა და ქუჩაში გვიკრა თავი. არადა, ზამთარი იყო. დედა ადგილობრივ სასადილოში ღამის ცვლაში მუშაობდა. მე და ირკა ზღურბლზე ვისხედით, ვტიროდით და ვიყინებოდით. მამამ კი კარი ჩაკეტა და დასაძინებლად დაწვა. დედა რომ დაბრუნდა სამუშაოდან, ისე ვიყავით გათოშილები, ფეხზე ადგომაც აღარ შეგვეძლო. დედამ სახლში შეგვიტანა, გაგვათბო, სპირტითაც დაგვზილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ვიყავით ავად.
შემდეგ, მის გარეშე, ბებიასთან გადავედით მოსკოვში. ბებიის გარდაცვალების შემდეგ მამა კვლავ ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩვენთანაა დღემდე – რატომ, არ ვიცი. დედა ამბობს, - ცოდოა, მალე მოკვდებაო.
სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ამბობდნენ, რომ კლასში ყველაზე ლამაზი ვარ. მამაკაცი მასწავლებლები პირდაპირ შეყვარებულები იყვნენ ჩემზე, ქალები ვერ მიტანდნენ. იმ ერთს მაინც, კლასის დამრიგებელს, თამარა პეტროვნას, ბოტანიკას რომ გვასწავლიდა, სტაფილუკას ვეძახდით, პირდაპირ ვეზიზღებოდი. მხიარულსა და კარგ ხასიათზე თუ მხედავდა, ხომ მთლად ცოფდებოდა. ერთხელ საშინაო დავალებად პურზე ობის გაზრდა დაგვავალეს. პური უნდა დაასველო და ჭიქის ქვეშ ამოდო –-რამოდენიმე დღის შემდეგ კი მოლივით ამოიზრდება რაღაც მწვანე, - ესაა ობი. ეს ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი პურის ნაჭერზე ობი არ გაიზარდა, სამაგიეროდ ობი მოედო ბოსტნეულს. ბევრი არ მიფიქრია და სკოლაში სტაფილო წავიღე. ბოტანიკის გაკვეთილზე: აი, ნახეთ, ობი სტაფილოზე გაიზარდა, პურზე არა-მეთქი. ვთქვი თუ არა, ენაზე ვიკბინე და პეტროვნას მეტსახელი გამახსენდა – სტაფილუკა. დიდი სკანდალი იყო, დედა დაიბარეს სკოლაში და მკაცრად გააფრთხილეს: რომ მე უწესო და ზნედაცემული გოგონა გავიზრდები. აი, დამწყევლა მასწავლებელმა და წყევლაც ახდა. დედა ახლაც ვაჭრობაში მუშაობს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. ის მუდმივად უკმაყოფილოა ჩემი საქციელით, მუდამ მეჯუჯღუნება და მაყვედრის, რომ ძალიან ხშირად ვიცვლი სამსახურს, ბოლო რამდენიმე თვეა, საერთოდ ვუსაქმურობ. არადა, ყველა მპირდება დახმარებას – სამსახურში მოგაწყობო. როგორც კი დავუწვები, დანაპირები მაშინათვე ავიწყდებათ, არ დავუწვები და მითუმეტეს. არავისი მჯერა, თანაც, მაგათ თავისი ჰყოფნით – ყველას ოჯახი ჰყავს, ბავშვები, კოოპერატივები, მეგობრები. ჰო, უფროსი ძიებიც შემხვედრია, მათთან მხიარულად ვარ. აი, ყმაწვილები კი არ მიყვარს – მათთან მოწყენილობაა, საკუთარი თავის გამხიარულება თავად მიწევს, არადა, საკუთარ თავთან უფრო მოწყენილი ვარ. არა, უფროსი ხალხი გაცილებით მიზიდავს –მაგათ ქორფა გოგონასთან ხალხში გამოჩენის ეამაყებათ. როცა არჩევანის წინაშე ვარ, მანქანიანს ვამჯობინებ. თანაც, თუ ხელოვნების მუშაკი იქნება ხომ, მით უკეთესი. იმიტომ რომ ამათთან ერთად მუდამ საინტერესო ადგილებში ვხვდები, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი იყრის თავს. რამოდენიმე ამ ცნობილი ადამიანის საყვარელიც ვყოფილვარ და ისინი ჩემს შესახებ, რაღა თქმა უნდა, უამბობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არანაირად არ მანაღვლებს და არ მიშლის – პირიქითაც: ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველანი საერთო მეგობრები ვართ, საერთო რაღაც გვაკავშირებს.
მერე რომელიმესთან სახლში. შინ წასვლის სურვილი არა მაქვს, ჰოდა, ვრჩები. მარტო დაძინებას ვცდილობ, მაგრამ ბოლოს გამოდის, რომ მარტოს არ მძინავს.
ადრე სახლში ვრეკავდი და დედას ვაფრთხილებდი, ხანაც დაქალები რეკავდნენ და ატყუებდნენ. როგორც მაშინ, ირკას შემთხვევაში. ყველაფერი საშინლად მეორდება. ჰო, მართლა, მხატვარი გამახსენდა! სწორედ მან აიძულა ირკას აბორტის გაკეთება, თუმცა, ექიმები უარს ამბობდნენ. ჩემს დას საკვერცხეებთან მთლად ვერ ჰქონდა საქმე, რადგან ზამთარშიც საზაფხულო ტრუსებში დავდიოდით. აბა, ჩვენებური ტრუსი ჩაიცვი! სქელი, საშინელი. გახდას თუ დაიწყებ, სირცხვილი მოგკლავს. ამბობენ, რომელიღაცა ფრანგმა მოდელიორმა ამ ჩვენებური ტრუსების გამოფენა მოაწყო და სუვენირების ამბავში ანშლაგით გაიყიდა, დამატებითაც კი მოითხოვეს!
ირკამ იწვალა-იწვალა... ბოლოსდაბოლოს უყვარდა ეს ნაბიჭვარი, ბოჰემა ნაძირალა. მეგობრების თანდასწრებით იწვა ჩემს დასთან და უფრო უარესიც – ღამე ადგებოდა, ვითომ ტუალეტში და თავის ნაცვლად რომელიმე მეგობარს უწვენდა. ირკა ყველაფერს მიყვებოდა და ტირო
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1267 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024