♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » გოგო და ბიჭი 2....
7:56 AM
გოგო და ბიჭი 2....

ლიიზ მე შენ მიყვარხარ მიყვარხარ როგორც არავინ... როგორც თევზს უყვარს წყალი... როგორც გიჟს არ შორდება სიგიჟე ისე მეც არ მშორდება შენი თვალები.. ჩემი დღე შენზე ფიქრით იწყება და მთავრდება.. ვოცნებობ მოგეხვიო და სამუდამოდ გაგხადო ჩემი.. მიყვარხარ გესმის? სიგიჟემდე გაგიჟებამდე. ტკივილამდე მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!
ლიზი იდგა და ხმას ვერ იღებდა.. ცრემლებმა შეწყვიტეს უსასრულოდ დენა.. ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა.. თითქოს რაღაც მძიმე დაედო გულზე.. თითქოს ცრემლები გაუშრა.. ვეღარც იღიმოდა.. ბოლოს დადგა ის სანატრელი მომენტი როდესაც მატი გულები სამუდამოდ უნდა შეერთებულიყო...
და აი წარმოთქვა მანაც ის წმინდა სიტყვები..
ლიზი მოეხვია და მხოლოდ ამას იმეორებდა..
მეც მიყვარხარ მეც.. სიგიჟემდე მიყვარხარ.. ჩემი სიხარული ხარ, ჩემი ტკივილი ხარ ჩემი წამალი.. ჩემი გულის ყოველი ფეთქვა.. მიყვარხარ უსასრულობიდან დაუსრულებამდე..
იკა ყურებს ვერ უჯერებდა. მხოლოდ თვალები დახუჭა და არ უნდოდა ეს წამი დამთავრებულიყო.. ამ დღის შემდეგ ისინი ერთად იყვნენ..
არ ჩხუბობდნენ არასდროს.. მათი სიყვარული იყო ვით წმინდა კაშკაშა ვარსკვლავი რომელიც წუთითაც არ ქრებოდა.. ქობულეთში ორი თვე გაატარეს. დაიწყო სწავლა. იკა და ლიზი სულ ერთად იყვნენ. ლიზი იკასთან გადავიდა კოლეჯში. მათი სიყვარულის ყველას შურდა. ლიზის ადგილას ყოფნას ბევრი გოგო ოცნებობდა და ასევე იკას ადგილასაც.. ეს ულამაზესი წყვილი ღმერთმა შექმნა ერთმანეთისთვის. ერთხელ იკა და ლიზი ვაკის პარკში იყვნენ როცა ერთმა ბიჭმა დაინახა.. მას უკან ათი ბიჭი მოყვა.. ამ ბიჭების ყურადღება ლიზიმ მიიბყრო.. მთელი დღე უთვალთვალებდნენ. აღმოჩნდა რომ ეს ბიჭები იქ სწავლობდნენ სადაც იკა და ლიზი.. მათგან ერთერთს მოეწონა ლიზი და გადაწყვიტა მათი დაშორება.. ლიზიმ ეს ამბავი თავისი დაქალისგან გაიგო და ცდილობდა იკასთვის დაემალა რადგან არ უნდოდა საყვარელი ადამიანი დაეკარგა..
გავიდა ერთი წელი... ლიზი და იკა კი არ შეცვლილან.. მათ ისევ ისე უყვარდათ ერთმანეთი და მათი დაშორება შეუძლებელი იყო... ისინი გეგმავდნენ თავის მომავალს. თუ როგორ უნდა ეცხოვრათ... სულ რაღაც ერთ წელიწადში როდესაც ლიზი სრულწლოვანი გახდებოდა მათ საოცარი ქორწილი ჰქონდათ დაგეგმილი...
ლიზის მშობლები დედა და ბებია უკვე ძალიან კარგად იცნობდნენ იკას და უხაროდათ მათი სიყვარული... ლიზიც ძალიან ხშირად დადიოდა იკასთან ოჯახში. ის მის დედას ძალიან უყვარდა...
ასე გადიოდა დღეები.. მაგრამ მათ ბედნიერებას რატომღაც ხელი შეუშალეს... რატომ მოხდა ასე არავინ იცის... რატომ დაუშვა ღმერთმა
რომ ეს ლამაზი წყვილი დაშორებოდნენ....

ჩემო პატარავ რას შვები? არაპერს ბუზღუნ შენ? შენზე ვფიქრობ ჩემო ანგელოზო... იცი უკვე მომენატრე. გთხოვ დღეს საღამოს მნახე რაა კაი? იკა დღეს არ შემიძლია ნათიას მივყვები საყიდლებზე.. კარგი ჩემო პაწუკა მაშინ ხვალ გნახავ და ბევრს გაკოცებ... კაი იკა ეხლა წავედი ანგზე აღარ მაქვს... კაი ცხოვრება მიყვარხარ.. მეც მიყვარხარ....
მოსაღამოვდა... ლიზი და ნათია საყიდლებიდან დაბრუნდნენ.. ამ დროს ლიზის უცხო ნიმრიდან მესიჯი მოუვიდა..
იცი ეხლა დაგინახე... ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან მიყვარხარ.. თუ გინდა გაიგო ვინ ვარ ეხლავე ებრალიძის ქუჩაზე გამოდი.. გელოდები..
ლიზი გაკვირვებული კითხულობდა ამას და ბოლოს იფიქრა რომ იკა ეხუმრებოდა. ავიდა ებრალიძეზე და არავინ დახვდა.უცებ უკნიდან უცხო ბიჭი მიეპარა და მაგრად ჩაეხუტა. შემდეგ თავისკენ მოატრიალა და კოცნა დაუწყო... ლიზი ცდილობდა განთავისუფლებას მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ამ დროს გამოჩნდა იკა რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა.. უცებ მივარდა ლიზის და სილა გააწნა. ლიზი ძირს დაეცა და ატირდა.. იკა კი გამწარებული უყვიროდა...ლიზი ეს რა გამიკეთე. ნაგავი ხარ გესმის? როგორ გაბედე ვისში გამცვალე ამ ახვარში? უცებ ის ბიჭი იქიდან გაქრა..
ეს სწორედ ის ბიჭი იყო რომელსაც მათი დაშორება უნდოდა .. მას ერქვა ზურა და იგი ვერ იტანდა იკას... მან მათი სიყვარული წამში დაანგრია...
ლიზი მიპასუხე ვისში გამცვალე რატო რატო მე ხომ ასე მიყვარდი. ჩვენი ოცნებები.. შენ უნამუსო ხარ ლიზი ვერ გიტან გესმის? მეზიზღები!!!! იკა მაპატიე გთხოვ მე არაფერ შუაში ვარ.. იკა ეს ბიჭი ჩვენ დაშორებას ერთი წელია ცდილობს გთხოვ დამიჯერე იკა მიყვარხარ გესმის? მიყვარხაააარ . უკვე მკიდია ლიზ. შენ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წაიშალე!!!
რა დაგიშავე იკა გთხოვ ასე ნუ გამწირავ მიყვარხარ... შემეშვი და წადი სამუდამოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. ყვიროდა იკა ბოლო ხმაზე..
წავიდე? თქვა ლიზიმ.. წადი წაეთრიე აღარ დამენახო..
რო მოვკვდე დაისვენებ?
რაც გინდა ის ქენი!!! უკვე ღრიალებდა იკა..
ლიზიმ საბოლოოდ შეხედა თავის სიყვარულს და წავიდა...
იკა დიდხანს უყურებდა ლიზის... უკვე ვეღარ აზროვნებდა... იმ ღამეს მაგრად დალია და ბექასთან მივიდა... ბექა გაშტერებული უყურებდა. რა გჭირს ბიჭო რატო დალიე გაგიჟდი? ბექა ძმაო ჩემი სიყვარული მოკვდა...
ლიზიმ სხვაში გამცვალა.. ის ბიჭი როა ხო იცი ჩვენი კოლეჯელი.. ზურა თუ ვიღაც როა ხიშნიკას რო ეძახიან. აი ეგ ბიჭო დღეს ლიზისთან ერთად ერთ ამბავში იყო... რაა? მოვკლავ მე მაგის..
არა ბექუშ ლიზის თურმე არ ვყვარებივარ.. არა იკა მაგას როგორ იძახი ხომ იცი ლიზის როგორ უყვარხარ..
არა ბექა არა. დამთავრდა ყველაფერი. ბექა ისევ უხსნიდა ლიზის ამართლებდა მაგრამ ამაოდ. იკას უკვე ეძინა..
გათენდა ისევ ერთ-ერთი ზაფხულის დილაც... მაგრამ ის არ იყო უკვე სანატრელი... ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე...
იკა ტელეფონის ზარმა გააღვიძა.. ეს ბექა იყო.. ბიჭო ისევ გძინავს? სასწრაფოდ ჩამოდი საქმე მაქვს ლიზის ეხება... და ტელეფონი გაითიშა..
იკა სწრაფად ჩავიდა უბანში , ბექა იქ დახვდა..
იკუშ მოხვედი? ცუდი ამბავი მაქვს.. რა ლიზი? რამე დაემართა? იკუშ შენი ლიზი არაფერ შუაშია... აი ის ბიჭი მოვიყვანე და თვითონ აგიხსის... შენ ხარ ხო ზურა? ხო მე ვარ და რაღაც მაქვს სათქმელი.. მიდი გისმენ...
იცი მე პირველად თქვენ პარკში გნახეთ ერთი წლის წინ.. ლიზი ძაიან მომეწონა და მინდოდა ჩემი გამხდარიყო.. იმის მერე გავიგე მასზე ყველაფერი. ისიც რომ შენი ლოვე იყო.. და გადავწყვიტე დამეშორებინეთ. ყველაფერს ვაკეთებდი და ვგეგმავდი და აი გუშინ გამომივიდა... წინასწარ დავგეგმე ყველაფერი და ლიზიზე ძალადობას ვხმარობდი.... მაგრამ როდესაც თქვენ იჩხუბეთ ის ჩემთან მოვიდა და იცი რა მითხრა? შენ შენსას მიაღწიე და ჩვენი სიყვარული დაანგრიე. მინდა მოგილოცო ეს გამარჯვება მაგრამ სამწუხაროდ ვეღარასდროს მნახავო...
იცი რა დამემართა? ბიჭმა პირველად ვიგრძენი სინანული.. მივხვდი რაც ჩავიდინე და აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი... იმედია გამიგებ. ამის შემდეგ ზურა გატრიალდა და წავიდა.. იკა კი გაშეშებული იდგა და იხსენებდა გუშინდელ გღეს. როგორ დაარტყა ლიზის. როგორ ეჩხუბა და გული ატკინა თავის ერთადერთ სიყვარულს... ბოლოს ვეღარ მოითმინდა და მუხლებზე დაეცა.
ღმერთო ეს რა გავაკეთე ლიზი ჩემი ლიზი ღმერთო ლიზიიიიი ;(
ამის შემდეგ იკა და ბექა ერთი კვირა ეძებდნენ ლიზის. ნათიაც მათთან ერთად ეძებდა.. მისი კვალი კი არსად ჩანდა.. იკა გიჟს გავდა...
ლიზი უკვალოდ გაქრა...
რო მოვკვე დაისვენებ?
რაც გინდა ის ქენი.... ეს სიტყვები.. სწორედ ამ სიტყვებმა გაანადგურა ყველაფერი...

ერთ კვირაში ერთი ულამაზესი გოგონას ცხედარი იპოვეს ზღვაში.. მას ბიჭის სურათი ჰქონდა ჩახუტებული და მის ტუჩებზე ნაზი ღიმილი აირეკლებოდა... მისი ლურჯი თვალები კი სამუდამოდ დაიხუჭა... ხო.. ეს სწორედ ლიზი იყო.. ის გაქრა არა მარტო იკას არამედ ყველას ცხოვრებიდან...
იკას ტელეფონი ურეკავს... ბიჭო ბექა ვარ იკა დავიღუპეთ გესმიის? ლიზი აღარ არის იკა შენი ლიზიიიი... ის მოკვდა იკა შენს გამო მოკვდა და ამას შენ არ უნდა გეუბნებოდე შენ არ ხარ ღირსი მის საფლავზე მოსვლის გაიგეე? და მობილური გაითიშა..
იკა უგონოდ დაეცა მიწაზე და ატირდა როგორც პატარა ბავშვი... ღმერთო არაა შეუძლებელია ღმერთო ჩემი ლიზი არ მოკვდებოდა ეს ტყუილია ის ჩემს გამო მოკვდა, რატომ რატომ რატოოოოომ ;(
დასაფლავების გღე... იკა თქვენ ხართ? დიახ.. აი ეს წერილიი ლიზიმ დატოვა და როგორც აქ არის აღწერილი თქვენ გეკუთვნით.. იკამ დაიჭყო კითხვა....
,, გამარჯობა ჩემო საყვარელო'''.....
ამას რო წაიკითხავ მე უკვე ძალიან შორს ვიქნები...
გახსოვდეს რო მითხარი ერთად აღარ ვიქნებითო?
შენ მაშინ შეცდი... მე ეხლა სულ შენთან ვიქნები...
მაპატიე თუ კი რმე გაწყენინე...
მაპატიე ჩემი უდიდესი სიყვარული... მაპატიე შენზე ფიქრებში გატარებული ყოველი ღამე...
მე არ მითხოვია შენთვის სინანული...
მე არ მითხოვია შენთვის შეწყალება...
არც სიყვარული არ მითხოვია...
მე შენ ჩუმად მოგიწონე... ჩუმად შეგიყვარე...
და მაპატიე თუ კი ამით შენს ცხოვრებას ხელი შევუშალე...
მე შენ მასწავლე სიყვარული...
შენ მაგრძნობინე.. ტკივილი, სევდა და ბედნიერება...
მე მადლობელი ვარ შენთან გატარებული ყოველი დღისთვის... და მაპატიე... მაპატიე ეს სიყვარული.. მაპატიე....
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!

იკა ტიროდა... წერილი დაკეცა დაიჩოქა და საფლავს აკოცა...
ლიზი ჩემო სიყვარულო შენთან მოვედი...
ეხლა აღარ დაგტოვებ გპირდები...
აი ეს 15 წიტელი ვარდი მოგიტანე... შენ რომ გიყვარდა გახსოვს? პირველად რომ გაჩუქე... რა ლამაზი იყავი.. ეხლა ცივ მიწაში ხარ მაგრამ ისევ ისეთივე ლამაზი ხარ ანგელოზივით...
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად... იცი? გაღმერთებ....შენ იყავი ჩემი სიცოცხლე.. ჩემი სუნთქვა.. და ეხლაც შენ ხარ... აქ თუ არ ვიყავით ბედნიერები იქ მაინც ვიქნებითო... გახსოვს ეს რო მითხარი? სწორედ მაშინ განვიცადე უდიდესი სიყვარული... ეხლა კი ეს სიყვარული ჩემი ხელით დავმარხე... მაპატიე გთხოვ... მაპატიე ჩემი არაკაცობა.... მიყვარხარ ჩემო ანგელოზო...
მეც მალე მოვალ შენთან და ვერავინ ვეღარ დაგვაშორებს გესმის? მიყვარხარ!!!
იკა დიდხანს ტიროდა.....
ის დღეც ჩვეულებრივი იყო.... ნელი ქარი ქროდა... ცოტაც წვიმდა... მეორე დღეს ლიზის საფლავზე დამხობილი იკა იპოვეს. რომელსაც გულში დანა ჰქონდა გაყრილი...
მისი სახე გაყინული.. მაგრამ ცრემლებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო... სადღაც კუთხეში მიგდებულ ყვავილებს მოეწყინათ....
შორიახლოს კი ორი სული ხელჩაკიდებულები მაღლა აფრინდნენ.... ისინი სიყვარულით ცხოვრობდნენ და სიყვარულით მოკვდნენ...
თავი ერთმანეთს შესწირეს....
მათ ხომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.....

მე არ მითხოვია შენთვის სინანული...
მე არ მითხოვია შენთვის შეწყალება...
მიყვარხარ! მიყვარხარ ყველაზე მეტად............

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1653 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 mari gigolashvili !  
0
chem motxrobas nu iparavt shetyanit ukve tviniii sul gagiuqmebt am saitebs droze washalee :@

2 ana begiashvil  
0
magari suratia

1 lika  
0
vaimee, ra magari ram iyoo, guli damewvaa. aseti siyvaruli gogos da bichis mimart titqmis agaraaa,

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 6:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024