მთავარი » 2010 » მარტი » 5 » გინახავს ხომ?!... ტრაგიკულია...
9:10 PM გინახავს ხომ?!... ტრაგიკულია... |
სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!... ქალები ყოველთვის ჩვენით ვიქმნით პრობლემებს სიყვარულში და ჩვენვე ვასრულებთ ჩვენივე დაწყებულს!... სამწუხაროა,რომ გვიან ვხვდებით რაც მართალი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა სიამაყე უმთავრესია ხომ?!... არ აღიარებ,რომ შეცდი!... არადა შეცდი!.... შორიდან,რომ უყურებ სხვისი სიყვარულის ისტორიებს,ვერ ხედავ როგორ იტანჯებიან?!... მათ ამხნევებ.... ყვირი:"უთხარიო!" "არ გაუშვაო!" "უყვარხარო!" "გიყვარსო!" ... სხვისი სიყვარულის დანგრევა გულს გტკენს და შენი?!... ბრაზდები სულელ ქალებზე,ვინც ანგრევს სიყვარულს და სულელურადვე მიჰყავს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე... შენ რა ნაკლებად სულელი ხარ?!... ხომ გრძნობ იმ ტკივილს,რასაც ფილმის გმირები განიცდიან?!... ხომ გესმის მათი მწუხარება?!... მათი განცდები?!... შენ გგონია შენთან სხვანაირადააა?!... მათ შემყურეს თუ ტრაგიკული სიყვარული გინდა გქონდეს გასახსენებლად,ისიც გაიხსენე რა ტანჯვა გადაიტანეს და შენ ეწინააღმდეგებოდი... სისულელეა...
"სიყვარულის ისტორია" გინახავს ხომ?!... ტრაგიკულია... ერთად იყვნენე,მაგრამ... იტყვი:"ბედნიერებას არ უწერია დიდი დროო!"... შენ ეს არ იცი!... რა იცი რომ სხვასაც ასეთი ბედი ეწია?!... რომ გადარჩენილიყო მაგას ხომ არ იტყოდი?!... იტყოდი:"რა ბანალურია!"... სიყვარული ბანალურია?!... სიყვარული ბანალურიაააააა?!... მაშინ ნუ შეგიყვარდება.... ნუ გეტკინება გული იმაზე,რომ არ გამჩნევს... ნუ მოგინდება სითბო სხვისგან,როცა შენ ცივი ხარ... ნუ მოგინდება,რომ უყვარდე... შენ ხომ არ გიყვარს?!... ბანალური ხომ არ იქნები?!... ბანალურობა ხომ არ არის მოდაში?!... იცი რააა?!... სიყვარული თუ ბანალურობააა,მაშინ მე ბანალური ვარ... სენტიმენტალური ვარ... დებილი ვარ... სულელი ვარ... გიჟი ვარ.... ყველაფერი რაც კი ცუდია და მიუღებელი შენთვის ის ვარ!... დაე ვიყო!... ვიყო!... წინააღმდეგი არ ვარ!... არ მინდა წუთი მაინც ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე... "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე!" "ტყუილიაო!" -იტყვი ამაზედაც... ამასაც დაგიმტკიცებ,რომ ცდები... ცდები... ყველაფერში ცდები... ყველაზე მთავარი კი... სიყვარულში ცდები და ვერ ხვდები... ან ხვდები და ჯიუტი ხარ!... მეც ჯიუტი ვარ, მაგრამ ერთადერთი რაშიც ვთმობ ჯიუტობას- ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ! ! ! სიყვარულს არ სჭირდება შენი სიჯიუტე!... მოვიდა იმიტომ,რომ შენი გული უხმობდა.... შენ გჭირდებოდა... ვისაც არ ჭირდება იმასთან არც მიდის!... არ აღიარებ,რომ გჭირდებოდა?!... იგრძნობ... აღიარება და სიტყვების თქმა არაა აუცილებელი... გული ხომ ყველაფერს გრძნობს... გული გამხელს.... მთავარია შენმა გულმა აღიაროს და სხვებს არ აინტერესებთ შენი აღსარება... "სიყვარულის ისტორიას" არ ქმნი... შენ მას ანგრევ... ბანალური შენი ცხოვრებაცააა,მაგრამ ცხოვრობ... აცადე იცხოვროს..
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1114 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 42 სტუმარი: 42 მომხმარებელი: 0 |
|
|