♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 25 » განდევნილი...
6:41 AM
განდევნილი...

მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას,
მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით,
თუმცა შორიდან ისევ მოისმის
ხმა მოქირქილე და დამცინავი.

იქ მარადიულს წლები შევწირე,
არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა,
მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ,
თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა.

გტოვებთ, რამეთუ ვარ განდეგილი,
თავისუფლებას ვეღარ წამართმევთ,
გავრბივარ მწირი ობლად შთენილი
პურის ყანაში, მზე რომ ანათებს.

გავრბივარ ისევ და გზას მილოცავს
ვრცელი ველები და მე არ ვცხრები,
მე დავეცემი ლურჯ ღიღილოსთან,
მიწას ჭაღარით მივენარცხები.

ყვავილო, ნამით კვლავ დამასველე,
მაპკურე შენი ბროლის წვეთები,
მე მეამბოხე სულს მოვასვენებ,
სულს გატანჯულს და მოვითენთები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1051 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 9:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024