♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » გადაუღებლად წვიმს
9:30 PM
გადაუღებლად წვიმს


გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა.
ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ წასვლა. ტრიალებდა, ქარი კი ისევ სიყვარულზე უმღეროდა. ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა... ბრუნავდა მსუბუქად და თავისუფლად. ქართან სიყვარულის თამაშში გართული, ხან ერთ ბოლოს ასწევდა მგზნებარედ მაღლა, ხან მეორეს, მერე მთლად გადაიხრებოდა, თითქოს ვალსს ეცეკვებოდა. თანდათანობით ტკბებოდა ბედნიერებით. ბრუნავდა, ბრუნავდა, მერე ისევ აფრინდებოდა - ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაეშვებოდა. ის იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა. ნელ-ნელა ასე დაეშვა მიწაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ახლა ქარისთვის იგი აღარაფერს წარმოადგენდა. ქარს მისი შველა აღარ შეეძლო და იგი უკვე სხვა ფოთოლს ეალერსებოდა. ნაზად, მშვიდად, ფოთოლი დაეცა მიწაზე. მან ვერც კი გაიგო, რომ ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდა... იგი აღარავის სჭირდებოდა..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1085 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024