♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » ეს შენთვისაა მხოლოდ...
3:00 PM
ეს შენთვისაა მხოლოდ...

 
შენ წახვალ ჩუმად...ნელი ნაბიჯებით...სადღაც იქ უფრო გელიან ალბათ...და ეს დასანანია. თან გაიყოლებ ამ გაზაფხულის სუნთქვას, აი მაშინ... ჩემს თვალებში რომ დაგრჩა... სუნთქვა თვალებში? ჰო... ნუ გაიკვირვებ... ჩემი თითოეული ნაკვთი სუნთქავს როცა შენ გხედავ... გხედავ? ...რა გიპასუხო არც ვიცი. წახვალ და მხოლოდ ერთი გზა გაქვს წასასვლელი... ერთი მიმართულებით... ამ გზაზე კი ჩემი გული დევს და მას ვერ გაექცევი, ვერც გადააბიჯებ და ზედ დააბიჯებ... დააბიჯებ? რა გიპასუხო არც ვიცი. იქ მეტი სითბო დაგხვდება, მეტი ღიმილი, ბოლო-ბოლო მეტი ზრდილობა და სიმშვიდე... იქ სიცარიელეს თავის მობეზრებით არ ავსებენ, როგორც აქ, ჩემთან... ჩემს სამყაროში... თუმცა ამ სამყაროში ხომ შჰენც დაგპატიჟე. ისე კი მასპინძელივით არ გექცევი, ჩემს სტუმრად არ გთვლი. რატომ? ეს სამუდამო პატიჟი იყო... იყო... არ მიყვარს ეს სიტყვა "იყო"... თითქოს იმედენად თეთრია, რომ საცაა გაქრება ასო-ასო. ჩქარა ნუ წახვალ... ეს ისე... უბრალოდ... უკან მოხედვაც არ დაგავიწყდეს... ჩვევად მაქვს შენი თვალები და იმიტომ. თუმცა თვალებით კარნახს არ დაგიწყებ... მაშინ წყლისფერი იქნება, ნაღრუბლავი...გამომშრალი...უძილო... თან ჩემს გულისცემას გატან... ხანდახან მაინც რომ გაიხსენო ჩემი შენდამი რიტმი...1...2...3... მერე ჩემი სუნთქვაც ჰაერს შეერევა და შეეხიზნება... მთელი არსებით... არაფერს მოგთხოვს. თითქოს უკვე ჩამესმის შენი ფეხის ხმა, იქეთ მიმავალი... აქეთ მომავალს - საკუთარი ხელით ვაწყობდი, ნაბიჯ-ნაბიჯ და სადღაც შევცდი. მე ხომ ის არ ვარ, ვინც არაფერში ყველაფერს განატრებინებს... მე უბრალოდ მე ვარ... მუქი ლაქა, მოთეთრო ფურცლებზე გადღაბნილი. შენ იქ უფრო გელიან... მე აღარ გელი... იმიტომ, რომ მე შენში ვარ და ლოდინს აღარ ვსაჭიროებ... ერთი მოძრაობაღა გაკლია, ამომგლიჯო საკუთარი სუნთქვიდან. ეს ყველაფერი კი მონატრების ნამსხვრევებად ვაქციე და მენანები... შენს ნაკვთებს ვსწავლობდი... ცაში ვარსკვლავებით უნდა დამეხატე... ან კი შევძლებდი ამდენს? რა გიპასუხო არც ვიცი... ან იქნებ ვიცი...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 979 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024