♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 16 » ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან
8:21 AM
ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან
ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან

თვალებით შეგიყვარე თვალებით გაგიღიმე 

თვალებით გითხარი რომ მე შენ მიყვარხარო 

თვალებმა გაგიმხილეს თვალებმა შემოგფიცეს 

ჩემო სიცოცხლე მხოლოდ შენი ვარო..


ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან

შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე 
ვიფიქრე ლამაზი თვალები ქონია, 
ასეთი ლამაზი უძირო თვალები, 
ალბათ არსდროს არავის ქონია. 

გიპოვი შეგხედავ და თვალებს ძირს დახრი 
დიდხანს რომ გიყურო დამწვავენ მგონია 
კვლავ გულში გავივლებ ესეთი თვალები 
ალბათ არსდროს არავის ქონია. 

დღემდე ვერ მიმხვდარვარ და ვერ გამიგია, 
ესეთი თვალები თუ ვინმეს ქონია, 
მართლა ლამაზია ეგ შენი თვალები? 
თუ მე რომ მიყვარხარ იმიტომ მგონია.

ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან
მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა ნაწნავებს, 
ძილის წინ ვიღაცის ფიქრებით ნაწვალებს, 
მოვტაცებ სიყვარულს ყორნისფერ წამწამებს, 
ჩემს ფიქრებს ღამით რომ სასტიკად აწამებს. 
იქნებ დამეთანხმო, ამასაც გისურვებ, 
ჩიტის რძეს მოგართმევ შენ თუკი ისურვებ. 
სიყვარულს გაგიშლი და შენ შიგ იცურებ, 
შენ მყავდე კარგად და ღმერთსაც შევიშურებ. 
არა გსურს? წავიდეთ, ხევსურეთ გაჩვენებ, 
იქ კეთილს და ბოროტს ყველანი არჩევენ, 
ბარის ტრადიციებს მთისანი დახევენ 
და ცხენის ჭენებას მყისვე შეგაჩვევენ. 
კოხტა ქოხს აგიგებ ჩანჩქერის ნაპირზე, 
სხივები რომ მოხვდეს ლოდების აივანს, 
სხივები მოჰკრეფენ სიყვარულს, 
როცა მზე ჩანჩქერში ანცობით შიშველ ტანს დაიბანს. 
ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და ზურგით მოგიტან, 
ლამაზ რქებს სახსოვრად შენ სახელს დავაწერ; 
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან 
და კლდეზე წმინდა წყალს მშრალ ტუჩებს დავაწებ, 
წავიდეთ, ხომ ხედავ, ცხოვრება ქარია, 
მეორედ ვერ ნახავ უკეთეს არჩევანს, 
წავიდეთ, წავიდეთ ეგ შენი თვალები 
ჭიუხში ჯიხვების იმედად დარჩება. 

ერთი შეხედვით სიყვარულს გეტყვიან
შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში
და ფიქრი ფიქრზე თითქოს სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში
და ხშირად მინდა გკითხო,თუ რისთვის 
ასე სასტიკად გექცევა ბედი ,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა ,
მაგრამ ,როდესაც წარმომიდგება ,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის
მე მხოლოდ გიცქერ და ვწუხვარ 
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის
ასე ორ გულში ერთი ნაღველი 
გაუნელებლად იწვის და იწვის 
ასე იტანჯვის ორი არსება 
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის....
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1755 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 4:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024