♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ერთი კვირის შემდეგ
1:10 PM
ერთი კვირის შემდეგ


სიხარული რას შვები?
- არაფერს ჩემო პატარა შენ?
- მეც არაფერს.
- კარგია, დღეს საღამოს ერთმანეთს ვნახავთ..
- არ ვიცი გიო, მემგონი ვერა
- რატომ?
- დღეს არ მცალია
- არაუშავს ჩემთვის მოიცლი..
- კაი გიო ეხლა წავედი და მერე დაგირეკავ ნატალი მოვიდა..
- კაი პაკა :)
გიომ ყურმილი დაკიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა.. " აუ ამ ბოზს გონია რომ მართლა მიყვარს .. ფუ მე ამის..”

გიოს და თათულის ურთიერთობა უცნაურად დაიწყო. ვერავინ ხვდებოდა რანაირი შეყვარებულები იყვნენ..... ერთმანეთისთვის სიტყვა "მიყვარხარ” არც კი უთქვამთ, უბრალოდ ერთად ყოფნა მოსწონდათ.......... ძმაკაცები ვერ ხვდებოდნენ რაში სჭირდებოდა გიოს ასეთი გოგო.
"გიო” რაღაც სხვანაირი ტიპი იყო..... ის არ გავდა თბილისელ ბიჭებს ყველასგან გამორჩეული იყო ხასიათითაც და გარეგნობითაც. ბევრ გოგოს უოცნებია მის გვერდით ყოფნა, მაგრამ გიოს არავინ არ აინტერესებდა. ზოგს ეკაიფებოდა, ზოგს "პაკათი” იშორებდა...... ერთი შეხედვით უკარება ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ცოტა თავშიც ჰქონდა ავარდნილი, რადგან გოგოებისგან განებივრებული იყო ყოველთვის, მაგრამ გამოჩნდა თათული, რომელიც სილამაზით გიოს ვერ სჯობდა, არც ქცევები ჰქონდა ნორმალური და საერთოდ ასეთი გოგოები ბიჭებში სხვა ინტერესებს აღძრავენ.
* * *
- მარი რა გჭირს რატო ტირი?
- თათული იკა.....
- მარი რა იყო რა მოუვიდა იკას?
- მოკვდა თათული მოკვდა..... ჩემი სიცოცხლე მოკვდა...... აღარ მყავს ჩემი იკუნა..... მარის ისტერიული ტირილი აუვარდა.
- რაა? რანაირად? კაი დაწყნარდი შენი ტირილით ვერ გააცოცხლებ..
- ავარიაში მოყვნენ ბექა გადარჩა იკა კი..... მარი ვერ ჩერდებოდა..

* * *
მარი და იკა დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ. ისინი იმდენად ავსებდნენ ერთმანეთს, რომ ვის წარმოედგინა მათი დაშორება. ყოველთვის ყველგან ერთად დადიოდნენ და არასდროს არ ჩხუბობდნენ მაგრამ..... ხანდახან როცა ბედნიერია ადამიანი სწორედ მაშინ დაატყდება თავს უბედურება. ასე მოხდა იკას და მარის შემთხვევაშიც. ისინი სამუდამოდ დაშორდნენ ერთმანეთს....... მის ცხოვრებაში იკას დიდი ადგილი ეკავა .. უიმისოდ სიცოცხლე წარმოუდგენელი ეჩვენებოდა და აი ამ ერთმა წუთმა , ამ ერთმა დღემ ისინი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს.
* * *
თათული და გიო იმ ღამეს ერთმანეთს შეხვდნენ. თათულიმ ყველაფერი მოუყვა იკას შესახებ. გიო გაგიჟებული იყო რადგან ძმაკაცზე ეხლა შეიტყო ამბები. იკა და გიო ბავშვობის მეგობრები იყვნენ...... გიომ იცოდა იკას შეყვარებული რომ ყავდა, მაგრამ რატომღაც პირადად არ იცნობდა ამ გოგოს......
ორმოცი დღე გავიდა იკას გარდაცვალებიდან. მარი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. იგი მონასტერში წასვლას აპირებდა, მაგრამ მშობლებმა უფლება არ მისცეს ერთადერთ შვილს თავისი ცხოვრება გაეუბედურებინა. მარი ხომ ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო.
* * *
თათულის დაბადების დღე ახლოვდებოდა. გიოს შანსი ეძლეოდა მაგრად დამთვრალიყო და თათულისთვის პირში ეთქვა თავისი სათქმელი, მოშორება უნდოდა რადგან ამ გოგოს უკვე ვეღარ იტანდა. Yთათული მხოლოდ მისი გასართობი სათამაშო იყო, რომელიც მობეზრდა და სურდა ნაგავში გადაეგდო.
* * *
მოვიდა თათულის დაბადების დღეც. თათულისთან შეიკრიბნენ ბავშვები.. სახლი ყირაზე იდგა...... თათული ცეკვაში იყო გართული როცა ზარმა დარეკა.... თათული მიხვდა რომ ეს გიო იქნებოდა.. კარები გააღო და გიო დაინახა........
- ვა, გიო როგორ ხარ ? შემოდი.....
- არამიშავს, შენ? გილოცავ დაბ. დღეს :)
- მადლობ სიხ.. შედი და მეც მოვალ..
- ვა , გიო რავა ხარ ძმა? სად დამეკარგე?
- აუ ეს ვინ გაეძრო მე ამისი..... გაიფიქრა გიომ..
მოდი მოდი დავლიოთ რა.. ვერავინ ვერ ავიყოლიე და ლოთივით მარტო ვსვამ..
- ბაზარი არაა დავლიოთ........
.....მოსაღამოვდა და გიო და სანდრო მაგარი მთვრალები იყვნენ, როცა თათული მიუახლოვდა გიოს და ყურში ჩასჩურჩულა: ` ჩემო სიცოცხლე წამო ჩემთან ავიდეთ ოთახში”....... გიოც დაუფიქრებლად გაჰყვა..
- თათული მოიცა...... შენთან სალაპარაკო მაქვს. მაგრამ თათული გიჟივით იქცეოდა..... გაიხადა და გიოსაც მის დანახვაზე გონება გადაეკეტა...... გოგოს გიჟივით დაეტაკა და კოცნა დაუწყო........თათულიც წინააღმდეგობას არ უწევდა......და იმ ღამეს ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო ......

როცა გათენდა და გიომ თვალი გაახილა თათული ოთახში არ დახვდა, გიჟივით წამოვარდა ლოგინიდან და ჩაცმა დაიწყო. თათულიც შემოვიდა ოთახში.....
- სიხარულო გაიღვიძე? როგორ ხარ?
- რა როგორ ვარ გოგო შენ...... რა მოხდა გუშინ?
- გიო დაწყნარდი, რა გჭირს? ნუთუ აღარ გახსოვს რა მოხდა?! .... ვერ დავიჯერებ, რომ ის ლამაზი ღამე , რომელიც ჩემთან ერთად გაატარე დაგავიწყდა......
- რა ღამე?!! გოგო რეებს ბოდავ?! ახლავე მითხარი რა მოხდა თორე მოგკლავ იცოდე გაიგე?!
- აჰაა...... ესეიგი მომკლავ არა? გუშინ სხვა რაღაცას მეუბნებოდი...... აუ ....ძაან მაგარი იყავი. ჩაგეთვალა ჩემო სიხარულო ...... თათულიმ ეშმაკურად ჩაიცინა...
- არა შანსი არაა!! მე და შენ ერთად.....
- ხო გიო......
გიოს თავზარი დაეცა, ოთახიდან ისე გავარდა არაფერი არ უთქვამს.
- აუ რა მაგარია...... ჩემია ეს ბიჭი მორჩა ..... მაგრამ არავის არ ვეტყვი იმ ღამის შესახებ, არც ნატალის – ფიქრობდა თათული.
@ * * *
- ბექუშ, რავა ხარ ძმა?
- მაგრად გიო შენ რას შვები? სად გდიხარ შე ჩემა რო არ ჩანხარ?
- რავი ბექუშ აბა, მაგარ შარში ვარ......
- რა იყო, რა მოხდა?
- თათული ხო იცი? ჩემი ნაშა რა..... მაგის დედას შე......
- ჰო, როგორ არა.... ფუ ეგ ბოზი... მაგრად არ მევასება ეგ გოგო.
- ხოდა ბიჭო იმ დღეს მაგის დაბადების დღეზე ვიყავი და რაღაც მივქარე, მარა შენ ძმობას ვფიცავარ არაფერი არ მახსოვს..
- აუ შე ჩემა შენ სუ გარეკე ხო იცი?!
- აუ რავი მაგარ შარში ვარ რაა...... აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა.

* * *
თათულის და გიოს ურთიერთობა დაიძაბა. თათული როცა ურეკავდა გიო არ პასუხობდა ტელეფონს და ემალებოდა..... გავიდა ოთხი თვე ......
გიო და ბექა სადღაც მიდიოდნენ როცა თათულის შეხვდნენ.
- ვაიმე გიო ცოცხალი ხარ? სად დაიკარგე ჩემო სიცოცხლე.. როგორ მომენატრე მიყვარხარ სიხარულო მიყვარხარ.....
- ეეეეე..... მაიცა, მაიცა, მაიცა..... რა გინდა გოგო ჩემგან მითხარი რააა და დავამთავროთ
- გიო როგორ მელაპარაკები რა გჭირს? მეგონა შენც მოგენატრე და თურმე....
- რა თურმე? ვაფშე თავი დამანებე რაა... არ მინდა შენთან ურთიერთობა რა ვერ გაიგე?!
კაი როგორც გინდა , მაგრამ რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი...... ბექა დაგვტოვე რა, გთხოვ!
- კაი გიო წავედი ძმა და საღამოს გნახავ.. მაგრად!
- დავაი აბა მაგრად...

- ხო რა გინდოდა აბა გისმენ.....
- ის ღამე გახსოვს? ჩემ დაბადების დღეზე..
- არა, მარა რა მერეე?!
- რადა იმ ღამეს დავორსულდი.. დიდი ხანია მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ სადღაც დაიკარგე.. არც მობილურს პასუხობდი, არც.....
- მაიცა, მაიცა რააა?!! ორსულად ხარ თათული?! ჩემგან?!
- ხო გიო შენგან.....
გიო გაშეშდა და კარგა ხანს ასე იდგა....
- გიო კარგად ხარ? ახლა რა ვქნათ?
- რა ვქნათ?! გინდა გითხრა რა ქნა? თავი დამანებე შენც და მაგ ბავშმაც. რაც გინდა ის ქენი. იმ ღამეს რაც მოხდა ჩემი ბრალი არაა.. მე მაგ ბავშვის მამა არასდროს არ ვიქნები.. არც შენ არ მიყვარხარ და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.. თავი დამანებე _ ღრიალებდა გიო..
თათული ატირდა და გაიქცა..... უცებ კუთხიდან მანქანა გამოვარდა და თათულის დაეჯახა.. გიო მივარდა თათულისთან, მაგრამ უკვე გვიანი იყო.. მუხლებზე დაეცა და მწარედ ტიროდა..... მოთქვამდა ერთს: "თათული მაპატიე................ მაპატიეე............
მარიმ რომ გაიგო დაქალის სიკვდილი ცუდად გახდა.. ძლივს მოასულიერეს მშობლებმა......
- არააა..... ღმერთო რატომ მოხდა ასე?ჯერ იკა, ჩემი სიხარული, ჩემი ერთადერთი სიყვარული, ახლა თათული, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ, რატომ ღმერთო რა დავაშავე, რატომ მე?!
* * *
გიო ძალიან შეიცვალა თათულის სიკვდილის მერე..... სულ სხვანაირი გახდა.... საკუთარ თავში ჩაიკეტა.. მარი და გიო ძალიან დაახლოვდნენ. ერთმანეთს დარდს უზიარებდნენ და ტკივილს უმსუბუქებდნენ..
გიო ტელევიზორს უყურებდა როცა ზარმა დარეკა.
- ვინ არის?
- უი მოდი მარი.. როგორ ხარ?
- რავი კარგად შენ რას შვები? _ კითხა მარიმ და სასტუმრო ოთახისაკენ მიაშურა.
- რავი როგორ უნდა ვიყო? საშინლად.. შენ რას შვები?
- არ ვიცი გიო..... საშინლად ვარ..... ჯერ კიდევ შოკში ვარ..
- მისმინე მარი, რაღაც უნდა გითხრა....მემგონი არ გეცოდინება.
- რა იყო გიო? კიდე მოხდა რამე? _ მძიმედ ამოისუნთქა მარიმ.
- თათულის დაბადების დღეზე რაღაც მოხდა ჩვენს შორის და თურმე თათული ჩემგან დაორსულდა..... მე კიდე ოთხი თვის მერე მითხრა და ვიჩხუბეთ, უფრო სწორად მე ვეჩხუბე და იმ დღეს ზუსტად იმ დღეს..... გიომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.....
- კაი გიო დაწყნარდი..... მოიცა თათულიმ რატომ არ მითხრა? რატომ დამიმალა?
- არ ვიცი მარი არაფერი არ ვიცი.......

გადიოდა დრო..... მარი და გიო კი უფრო ახლოვდებოდნენ.. გიო ხვდებოდა, რომ მარი მოსწონდა, უფრო მეტიც მგონი უყვარდა კიდეც..... არც მარი იყო გულგრილი მის მიმართ...... თუმცა არცერთი არ უმხელდა თავიანთ გრძნობებს ერთმანეთს.....
* * *
- გიო რას შვები?
- ვაა მარი?! რავიცი აბა, სად დაიკარგე გოგო? ეგრე უნდა მეგობრის დავიწყება?
- რავი გიო აბა..... დეიდასთან ვიყავი წასული და გუშინ ჩამოვედი.
- მერე არ უნდა თქვა, რომ მიდიხარ?წახვედი და არც კი დაიბარე!
- კაი ხოო რა შეყვარებულივით მიბრაზდები?
`შეყვარებულივით”_ ეს სიტყვები გიოს ყველაზე მწარედ მოეჩვენა. შეყვარებულივით რატომ? მას მართლა უყვარდა მარი, მაგრამ თავის თავს არ უტყდებოდა ამაში..... მისთვის სიყვარული წარმოუდგენელი იყო..არავინ ყვარებია ასე ძლიერ..... მარი კი სულ სხვა იყო მის ცხოვრებაში..... უყვარდა მთელი არსებით...... არ ეგონა ასეთი სიყვარული თუ შეეძლო.......

- მარი შეგიძლია დღეს გარეთ გამოხვიდე?
- კი როგორ არა და რა იყო გიო?
- არა არაფერი, სალაპარაკო მაქვს შენთან
- კაი გიო გნახავ..... ჩემს უბანში მოდი რა.....
- კაი მარი 15 წუთში მანდ გავჩდები
გიომ სწრაფად ჩაიცვა და მარისთან შესახვედრად წავიდა.
დიდი ხანი ისეირნეს...... არცერთი ხმას არ იღებდა.... ბოლოს სიჩუმე გიომ დაარღვია..
- მარი იცი მე რაღაც მინდა გითხრა..
- რა იყო გიო?! რა არის ასეთი მოხდა რამე?!!
- არა რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ არ ვიცი როგორ გითხრა, საიდან დავიწყო, არც ის ვიცი შენ როგორ მიიღებ ამ ამბავს
- გიო დავიღალე მითხარი რა..
- მარი იცი ასეთი რამ პირველად დამემართა ცხოვრებაში....არასდროს განმიცდია ეს გრძნობა..დიდი ხანი არ არის გასული რაც თათული დაიღუპა. ის მე არ მიყვარდა და საერთოდ მიყვარდა კი აქამდე ვინმე?! ყველანი თითქოს გასართობად მყავდა.არ მესმოდა თუ რა იყო ნამდვილი სიყვარული.. არ ვიცოდი თუ როგორი გრძნობა იყო, მეშინოდა მისი და ალბათ ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდებოდა შენ რომ არ მენახე..... მარი მე......... მე.......... ძალიან მიყვარხარ.....
მარიმ არ იცოდა რა ექნა, ეტირა,ეყვირა.....არც ის იცოდა უხაროდა თუ არა..... გიო მასაც ძალიან უყვარდა..... უყვარდა გაცნობის დღიდან.....

* * *
მარი და გიო შეყვარებულები გახდნენ..... თავიანთი დარდი დაავიწყდათ
ორივეს....არაფერი ახსოვდათ ერთმანეთის გარდა. მარის იკა დაავიწყდა..... თავს დამნაშავედ გრძნობდა..... ხანდახან გრძნობდა, რომ იკას უღალატა, მაგრამ მერე მოაგონდებოდა, რომ იკა მოკვდა და უფლება ქონდა თავის ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა და იკაზე აღარ ეფიქრა.....
ორი ადამიანის სიკვდილით ღმერთმა ორი ლამაზი ადამიანი დააკავშირა ერთმანეთს..... გიო რომელსაც ყველა ბაბნიკის სახელით იცნობდა, დაჭკვიანდა და მარის გარდა აღარავინ უნდოდა.....
- სიხარულო მომენატრე. როდის გნახო?
- გიო ეხლა არ მნახე? რა იყო უკვე გენატრები?
- ხო მენატრები! მიყვარხარ და მენატრები და კიდევ მენატრები და ძაან ძაან მაგრად მიყვარხარ! და ვაიმეეეე მემგონი გავაფრინეეეეეე.....
- რა სასაცილო ხარ ჩემო სიხარულო.. მეც მომენატრე და მეც მაგრად მიყვარხარ..... ხვალ გნახავ..
- კაი მარი ეხლა დავიძინოთ.. გკოცნი ჩემო პატარა ანგელოზო..
გათენდა თუ არა, მარი ლოგინიდან წამოხტა, ჩაიცვა და კოლეჯში წავიდა...... სახლში რომ მოვიდა გიომ დაურეკა..
- ალო.... ხო გიო როგორ ხარ სიხარულო?
- საშინლად მენატრები მარიიიი..... მნახავ ეხლა?!
- კი როგორ არა სიხარულო, გნახავ აბა რას ვიზამ..
- მიყვარხარ.....
- მეც მიყვარხარ.. კაი წავედი და ნახევარ საათში სადაც ვხვდებით ხოლმე იქ მოდი კაი?
- მოიცა, მოიცა არ წახვიდე რაა ხუთი წუთი მელაპარაკე..... მომენატრე გოგო.. იცი როგორ მიყვარხარ?
- ვიცი, ვიცი გიო.
- არა.... არაფერიც არ იცი.....მაგრად მიყვარხარ პუსკიი....
- კაი დავდნები ეხლა.... მიყვარხააააარ.... კაი წავედი..
- კაი..... 20 წუთში იქ ვარ არ მალოდინო ბევრი გაიგე?
- კაი, კაი _ მარიმ ყურმილი დაკიდა და ისე ამოისუნთქა, რომ მთელი გული ამოაყოლა..... _ მიყვარს, ძალიან მაგრად მიყვარს, ღმერთო! ასე ძლიერ იკაც არ მყვარებია..... ღმერთო დაიფარე ჩემი სიყვარული!

- მარიიი..... ვაიმე შეგჭამ ეხლა..... როგორ მომენატრე გოგო..
-სიხარულო ჩამეხუტე რაა..... ვაიმე როგორ მიყვარხარ....
- მაკოცე ლა ელთი.. შენ რო იცი ისე _ გაეცინა გიოს.
- აჰა..... როგორი იყო?
- აუ მაგარიიი..... კიდე რაააა....
- იცი ასე მაგრად რატო გკოცნი?! იმიტომ რომ მაგრად მიყვარხარ..... ჩამეხუტე რაა.....
- მარი იცი რაა?! მე და შენ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვაშორებს..... უშენოდ მოვკვდები.... ერთი დღითაც ვერ ვიცოცხლებ შენს გარეშე ისე მაგრად მიყვარხარ..... სულ მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო და სულ მინდა, რომ ჩაგეხუტო და ბევრი გაკოცო..... მიყვარხარ მარი..
- მეც მიყვარხარ და სულ ერთად ვიქნებით იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს.....
ის დღე მარიმ და გიომ ერთად გაატარეს..... მეორე დღეს მარი კოლეჯში წავიდა..... საშინლად დაღლილი მოდიოდა სახლში, როდესაც თავისმა უბნელმა გააჩერა..
- როგორ ხარ მარი? ხო ხარ მაგრად?
- კი სანდრო შენ რას შვები?
- რავი აბა..... მისმინე დღეს გცალია? საღამოთი?
- დღეეეს..... გიო უნდა ვნახო და რა იყო?
- იქნებ მოიცალო ჩვენთვისაც ერთი საათით, რას იტყვი?
- ხო კარგი, მაშინ 6-ზე გნახავ და ისე რა იყო მაინც?
- კაი ესეიგი გნახავ რა..... დროებით..
რა უნდა ნეტა?! გიოს ვუთხრა რომ უნდა ვნახო?! არ მინდა რამე დავუმალო.... ვეტყვი… _ ფიქრობდა მარი..
* * *
- ალო.... გიო რას შვები?
-რავი შენ რას შვები სიხარულო?
- მისმინე დღეს საღამოს ვერ გნახავ.... სანდრო უნდა ვნახო რაღაც საქმე აქვს.....
- სანდროს???? რა მინდაო?
-რავიცი აბა 6- ზე უნდა ვნახო თუ გინდა მერე გნახავ..
- კაი მაშინ ელაპარაკე და გამოგივლი
კაი... გკოცნიიი.....

- მოხვედი მარი?
- ხოო.. რას შვები?
- რავიცი, რავიცი... მოდი დავჯდეთ სადმე....
- კაი.....
- რა ხდება შენსკენ ლოვე გყაავს?
- კი მყავს ხო იცი გიო?
- გიო შენი ლოვეა?
- ხო არ იცოდი?
- ვახ.. ვახ... კაია...
- ხოო... და შენ რა საქმე გქონდა?
- არა არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა რას შვებოდი... ე.ი. ლოვე გყოლია....
კი... უი გიოც მოდის... კაი წავედი პაკაა....
მაგრად მარიი....
- გიო რას შვები? სად წავედით?
- წამო სადმე დავჯდეთ რა...
კაი წავიდეთ...
- რა უნდოდა იმ დებილს?
- არაფერი ... შენი ამბები მაინტერესებდაო.... რავი ერთი..
- ვააა.... ეგ იყო სულ??
- ხოოო..... მომენატრე პაწუ და მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ პატარა.....
* * *
- გიო რავა ხარ ძმა?
- მაგრად სანდრიკ შენ?
- მეც... მისმინე შენთან საქმე მაქ..... გავიგე მარი გიყვარს და ლოვეებიც ხართ ხო?
- მერე?!
- მერე ის რომ მაგ გოგოს თავი უნდა დაანებო რა....
- გაიღადავე სანდრიკ?!
- არა არ მეხუმრება.....დაანებე რა თავი მაგ გოგოს.....
- რო არა მერე ვითომ რაა?! ჰაა ბიჭო??
-არ გეხუმრები გიო _ სანდრომ დანა ამოიღო....
- არა? ვაა..... შენ არ ხუმრობ ტოო.....
- გაიგე რაც გითხარი ბიჭო??!
- აუ მისმინე ჩემი ძმა... ეგ გოგო ჩემია და ვერც შენ და ვერც შენისთანა ძალით მაგარი ბიჭები ვერ წამართმევენ მარის რაა..... ხო გაიგე?!!
- არა კი არ წაგართმევ..... შენ თვითონ დამითმობ მაგ გოგოს....
- არა თქო ვერ გაიგე ბიჭო?! ეგ დანა კიდე გაწიე თორე ცუდ ადგილას მოგხვდება....
- რო არა?!
- თორე უცებ არ დამჭრა რა..... _ ჩაიცინა გიომ..
- გიო სიხარული რას შვებიიიიიიიიიი?
- აუ მარი მოდის.....
- არ გაბედო მარისთან მისვლა გაიგე გიო?!
- ეეეეეე.... მიაჭირე რაა....
- გიო რას შვები?
- რავი სიხარულო ჩამეხუტე რაა....
მარი ისე მოეხვია გიოს სუნთქვა შეეკრა.... გიომ ყურში ჩასჩურჩულა: `მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე, მიყვარხარ”_ ეს სიტყვები ბოლო იყო რაც გიომ უთხრა მარის...... მან რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო ზურგში და უცებ დაეცა....
- გიო, გიო...... მარიმ ვერ გაიგო რა მოხდა......... მხოლოდ მაშინღა მიხვდა, როცა სანდრო გაიქცა.....
- არაააა..... გიო არააააააა.............. რა გჭირს ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრებავ გთხოვ ხმა გამეციიი გიოოოოოოო.............
- მარიი..... მიყ....... გიომ ვერ დაამთავრა რისი თქმაც სურდა თავისი სიხარულისთვის..... მისი სული ანგელოზებმა წაიყვანეს ზეცაში და სამუდამოდ დააშორეს თავის სიყვარულს თავის მარის......
- არა, გიო არ მოკვდე გთხოოვ..... არ მიმატოვო ჩემო ერთადერთო სიყვარულო არ წახვიდე .....გთხოვ რამე მითხარი გიოოოოოო.....რატომ ღმერთო სად წაიყვანე ჩემი სიხარული რატომ დამაშორე ღმერთო..... რატომ?!! გთხოვ ღმერთო მე წამიყვანე!!!! გიოო..... არ მიმატოვო მე ხომ ძალიან მიყვარხარ უშენოდ რა მეშველება _ მარი შეშლილივით ყვიროდა, ტიროდა და გიოს გაყინულ სხეულს ეფერებოდა და კოცნიდა.... არ სჯეროდა, რომ ამ 2 წუთში თავისი სიყვარული გამოეცალა ხელიდან.....თვალწინ განვლილი ცხოვრება დაუდგა.... თვალებიდან ცრემლი სდიოდა..... ეს ცრემლი არ იყო ბედნიერების, არც სიძულვილის, არც სიყვარულის და არც ბოროტების..... ეს იყო შურისძიების ცრემლი.....
არავის უნახავს მარი ამ ამბის შემდეგ..... ორი ადამიანი დაასაფლავეს იმ დღეს..... ორი ახალგაზრდა ბიჭი.....
* * *
ერთი კვირის შემდეგ ახალგაზრდა გოგოს სხეული გამორიყა მდინარემ..... გოგოს ხელში ბიჭის სურათი ეჭირა, რომელიც ძალიან მაგრად ჰქონდა გულში ჩაკრული.... სახეზე კი ღიმილი აღბეჭდვოდა.........
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1182 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 5:13 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024