ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები. მე დილით საწოლიდან კი არა, ჩეი სხეულიდან ვდგები.
მერე ვკითხულობ სიზმრებიდან ყველაზე სკანდალურ აბზაცებს, რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს. მერე აყვირდება გაზქურაზე ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი (შენ უცხო განცდა გეუფლება, თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე). ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები. ხედავ? მეორდება, მეორდება! როგორ უსასრულოდ მეორდება, როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც უცვლელი სახით მეორდება. და მეც უსასრულოდ ვიმეორებ, რომ გაიღვიძებენ მკვდრები, რომ დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები, რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე, რაღაც უცნაურად ემოსა და ემოსა რაღაც შავი ჩოხა. ალილუია! მეშინია! ალილუია! მეშინია! ალილუია! «მე» ჩემია. ალილუია! «მე» შენია. ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე, რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის სხივის უკანასკნელ მორკალვამდე. მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე, რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ, თანაც, როცა დგები საწოლიდან.
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები! მე დილით საწოლიდან კი არა, ჩემი სხეულიდან ვდგები!
(სათაური ტექსტთან არაფერ შუაშია. ავტორი)
|