დრო გავა და ყველაფერი თავისით დალაგდება, უნდა გჯეროდეს ამის..... ყველაფერი დალაგდება..... ის სიტყვებიც, რომელიც მაშინ გითხარი, როცა ძალიან მტკიოდა.... აგიხდება, ან აგვიხდება...... ბედნიერებაც მოაკაკუნებს ერთხელ ჩვენი ან შენი სახლის კარებზე და შემოგისახლდება... აღარსად აღარ წავა..... შესცივდება და შენ გაათბობ... მისთვის გააკეთებ ყველაფერს... მისთვის ისუნთქებ... და ყოველ დილით ნაზი მოფერებით გააღვიძებ.... შენ შენი ან ჩვენი ბედნიერებისთვის იბრძოლებ... და ეს ბედნიერება არასდროს არ წავა შენგან... არასდროს!!!.... მერე დრო გაივლის და ბებერი, დანაოჭებული ხელებით ისევ მოეფერები შენს ბედნიერებას.... ისევ აკოცებ , ჩაიხუტებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს მის გარეშე..... შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ შეძლებ, შეძლებ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებ, მაგრამ მერე..... მერე მიხვდები, რომ იმას რასაც აკეთებ ან გააკეთებ, ყველაფერს "მისი" სახელი ქვია... ჰო, "მისი"... შენი ბედნიერების..... ბევრჯერ დაღამდება და გათენდება სევდისფრად.... მაგრამ მოვა დრო, როცა მოვა შენთან, ხელს ჩაგკიდებს და გეტყვის, რომ მასაც ისევე უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს..... მოხდება... აუცილებლად ასე მოხდება..... შევძლებ და მოვალ... მე შენი ბედნიერება მქვია....
|