♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » დედის დღის ისტორია
7:04 PM
დედის დღის ისტორია


დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. 

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება



დედის დღის ისტორია

11 მაისს დასავლეთის ქვეყნებში დედის დღე აღნიშნავენ. "დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით "მიყვარხარ" - ასეთ განმარტებას ვკითხულობთ ერთ-ერთზე დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი საინტერნეტო საიტებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვარდისფერი ყვავილებითა და მადლიერების გამომხატველი გარითმული სტრიქონებით არის შემკული. ზოგ დედას დილას, შესაძლოა, მართლაც ანებივრებდნენ ლოგინში საუზმით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დღესასწაული თაიგულის მირთმევით გამოიხატება. ასე იყო წელსაც, რაც, ალბათ, ბევრ მამაკაცს განუმტკიცებდა ეჭვს, რომ "დედის დღე" ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნის! 

დედის დღის ისტორია


"დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. მაგრამ ამჯერად თანამედროვეობაზე საუბრით შემოვიფარგლებით.

დედის დღის ისტორია


დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე - პირველ წლებში მაინც - არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ასე, რომ ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: მან სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების - და არა მარტო მამაკაცების - ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, "დედის დღესთან" ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო... 

დედის დღის ისტორია

საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისაგან განხსვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება, და ასევე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოპულარობით ჯერ-ჯერობით არ გამოირჩევა. უბრალოდ არ არსებობს მისი აღნიშვნის ტრადიცია.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 2837 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 rkd  
0
ar codna yovelTvis ar aris arcodva:

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

"დედის დღის" დაწესების შესახებ

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წინადადების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაწესდეს "დედის დღე".

2. "დედის დღე" აღინიშნოს ყოველი წლის 3 მარტს და გამოცხადდეს უქმე დღედ.

3. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე
რუსუდან ბერიძე

02/03/1993

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=36670

ase rom 3 martTan gamsaxurdias araferi aqvs saerTo

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 10:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 45
სტუმარი: 45
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024