♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » დე, იყო და არა იყო რა...
8:34 AM
დე, იყო და არა იყო რა...


ღმერთო, მშვიდობით გამითენე, გამშრალი ტუჩები ძლივს აკოწიწებენ სიტყვებს. ყელში ტკივილი ჩაგუბებულა, სუნთქვა მიჭირს. მინდა ვიტირო, მაგრამ სიცხისგან ცრემლიც კი გამიშრა. კედელს ვეყრდნობი, სიგრილე იღვრება სხეულში. მწყურია, ლოგინიდან ადგომის თავი არ მაქვს. დე, მინდა დაგიძახო, მაგრამ შენი, დაღლილობისგან ამოღამებული, თვალები მახსენდება, გულში ტკივილი იგრიხება და მე ისევ საკუთარი თავის ანაბარა ვრჩები. ტკბილად იძინე, დე...
სინათლე მაწუხებს, ვერ ვაქრობ, სიბნელის მეშინია. ხელის ცეცებით ვპოულობ ზღაპრების წიგნს და გულში ვიხუტებ. თვალების გახელის თავი არ მაქვს, გულიდან წვეთავს დაზეპირებული სიტყვები: "იყო და არა იყო რა". მე ხომ უკვე დიდი ხანია თავად ვაძინებ საკუთარ თავს, ზღაპრების კითხვით... ვგრძნობ, კიდევ უფრო მიმიძიმდება ქუთუთოები. დე, რა იქნება ახლა მოხვიდე, თმაზე მომეფერო, ისე, როგორც ბავშვობაში, სანამ მამა წავიდოდა, შენს თავს ვფიცავარ ყველაფერი გამივლის, შენი კოცნა მომარჩენს. წყენა კაწრავს გულს... მაშინვე შენი სახე მიდგება თვალწინ, შავი თავშალი ვერ გიფარავს ტირილისაგან გაჩენილ ნაოჭებს. საკუთარ თავს ვკიცხავ... გული იკუმშება ტკივილისგან. მეც მინდა ბავშვი ვიყო და მზიანი დედა მყავდეს. დილას მისი კოცნა მაღვიძებდეს და არა მაგიდაზე ხმაურით დაყრილი ხურდა ფულის ხმა... დე, დავცარიელდი, ფუღურო გამიჩნდა. მარტო შენ თუ გამამთელებ...
თვალებს ვახელ, სიცხისგან გაშეშებული ორი წერტილი შეჰყურებს შენს სურათს. გიკვირს დე? უკვე წლებია, შენს სურათს ბალიშის ქვეშ ვმალავ და ძალიან რომ მომენატრები მას ვკოცნი შენს მაგივრად... სიცხეც ვეღარ აშრობს ცრემლისფერ წვეთებს... არა, დე, არ გადანაშაულებ, ნუ ტირი, მაკიაჟი გაგიფუჭდება... ისე, უმაკიაჟოდ უფრო ლამაზი ხარ, თავზე შავი თავშალი რომ გაქვს წაკრული და სანთელს ანთებ მამიკოს სურათთან... მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს.
იცი, დე, ქუჩაში სულ ქალებს ვათვალიერებ, ვცდილობ რაიმე შენეული ვიპოვო მათში, არ გამომდის. არავინ გგავს, მარტო შენ გაქვს ჩემი სიხარულისფერი ღიმილი...
გაწვიმდა, დე. შენ ხომ გიყვარს წვიმა, გაზაფხულის სურნელს რომ ტოვებს თმაზე. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ, აივანზე გავდივარ. წვიმის წვეთებს სცივათ, ერთმანეთს ეხუტებიან და გუბეებს აფარებენ თავს. მეც მცივა, ახლა მაინც ჩამეხუტე დე...
ისევ წვიმს, თმაზე უშენო გაზაფხულის სურნელი მრჩება, წვიმის წვეთები დედის დღეს ათენებენ.
დილას ისევ შემოვიპარები შენს ოთახში, მძინარეს თვალებს დაგიკოცნი და იებს დაგიტოვებ...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 940 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-24, 5:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024