..ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი.სიგიჯემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...დაიწყეს დამალობანას თამაში.სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკიანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე დიდხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ცაში მიიმალა, სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო.....
ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა. დაიწყო სიგიჯემ დამალული გრდძნობების ძებნა, ყველა იპოვა სიყვარულის გარდა..... ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა.... თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო...
........მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჯეს ხელჩაკიდებული დაყავს.....
|