♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » დაბრუნება
11:18 AM
დაბრუნება

მე დავბრუნდი,მაგრამ ვფიქრობ ეს იქნება ძალიან არალიტერატურული დაბრუნება,რადგან
არც ლიტერატურული სიახლეების და არც წიგნების შესახებ შემიძლია გესაუბროთ.
უბრალოდ ვხვდები რომ ჩემი ბლოგი ,,საშინელ დღეშია''(ასე მითხრა პირად საუბარში მეზობელმა ბლოგერმა,რაშიც მინდა დავეთანხმო) და უსიცოცხლოდ გამოიყურება.
თითქოს აქ დრო გაჩერდა.ალბათ იმიტომ,რომ კარგად არ მქონდა გააზრებული რა უნდა მეწერა და როგორ.ლიტერატურული სამყარო...რა თქმა უნდა ლიტერატურაა ამ ბლოგის
მთავარი თემა,მაგრამ ჩემი აზრით საჭირო იყო ცოცხალი ლიტერატურული პროცესების გაშუქება და უფრო შემოქმედებითი მიდგომა საკითხებისადმი.მხოლოდ კლასიკოსი მწერლების ლიტერატურული ტექსტებისა,ან საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული კულტურულიახალი ამბების დადება ბლოგს სწორედ უსიცოცხლოს ხდის.გაცილებით უფრო
საინტერესო იქნებოდა ჩემი შეფასება,ანალიზი,ან თვალსაზრისი ცალკეულ ლიტერატურულ
ტექსტთან,თუ მოვლენასთან დაკავშირებით.ამიტომ სიმართლე რომ გითხრათ ამ დროის
განმავლობაში მეც იშვიათად შემოვდიოდი,მაგრამ სტატისტიკის მიხედვით მაინც სტუმრობდნენ ბლოგს.პრინციპში აქ გამოქვეყნებული ლიტერატურული ტექსტების რაღაც
ნაწილი ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსად არ დევს.ამიტომ მკითხველთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება სწორედ ეს ინტერესი ჰქონდა,მაგრამ ბლოგი თავისი არსით ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს,რომელშიც მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს პროცესები თემის შესაბამისად.თუნდაც საკმაოდ რთული ლიტერატურული ტექსტის გაგებაში უნდა დაეხმარო მკითხველს,ან შეიძლება ამ ტექსტში განხილულ პრობლემაზე დაწერო.მოკლედ
ახლა მინდა დავბრუნდე სწორედ იმისთვის,რომ გამოვაცოცხლო და უფრო შემოქმედებითი
გავხადო ის.(ისე საკუთარი ბლოგის კრიტიკამ ძალიან მომხიბლა და თქვენც მინდა იყოთ
ძალიან კრიტიკულები,მაგრამ რა თქმა უნდა ჯანსაღი კრიტიკა გაცილებით უფრო საინტერესო იქნება...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1018 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024