♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 16 » ჩვენ + სიყვარული...
8:40 PM
ჩვენ + სიყვარული...


-მარტოობა, სულიერი სიმარტოვე, სიცარიელე,
სიცარიელე, მარტოობა, სულიერი სიმარტოვე.....
_ კარგი გაჩერდი, როდემდე ასე?
-სიცარიელე........
-ვერ ვავსებ შენს სიცარიელეს, ვერ გიდგები გვერდით სასოწარკვეთის ბოლო ზღვრამდე, არ შემიძლია! ნუ მიყურებ მასე...
-მარტოობა....
-ნუ დამცინი! არ ხარ მარტო. მე ხომ ვარსებობ?!
-მერე ვისთვის? რისთვის? იმისთვის არსებობ, რომ მეგობარს სიგარეტი უყიდო? ნაცნობი მიაცილო სახლამდე და თუნდაც,
იმიტომ რომ ერთი სანთელი დაანთო „ვინმეს"თვის?
მე, ვიცი ვინ არის შენთვის, უფრო სწორად ჩემთვის, ის „ვინმე"..
არავინ! არარაობაა! ფიტულია, რომელსაც ამშვენებს მოხდენილი ქვედაკაბა, ზედა გაწყობილი ყვავილებით.
თვალები ტუშით დადღაპნილი და ტუჩებზე წაცხობილი რაღაც უმსგავსობა, რაც უფრო ამახინჯებს, მის ასე ლამაზ სახეს,
კრემის სქელ ფენასთან ერთად.
-წუხელ სად იყავი?
-რა წუხელ? მე მაგას გეკითხები? ვისთვის არსებობ? ვისთვის?
-შენთვის!
-სიცრუეა! ვერ გიტან! განა იმიტომ რომ არ მჭირდები, ან სხვა მიყვარს?! არა!
იცი? დამავიწყდა კიდეც რას ნიშნავს სიყვარული. რა გაცრეცილი, გახუნებული და დაჩიავებულია!
ნახე, ბილიკზე ვინ მოდის! ჩვენი სიყვარული... ხედავ მას?
-სულ გაგიჟდი? რა გჭირს? სად იყავი წუხელ?
-ხედავ ჩვენს სიყვარულს? ცალი თვალი არ აქვს... ფეხს ძლივს მოითრევს.. ყელზე, შერჩენია შენი ნაჩუქარი
ყელსაბამი.
ხედავ? ხელზე, როგორ აქვს კვალი სიგიჟის. ბასრი დანის ნაკვალევი.
გულზე? გული, გაჯიჯგნილი, მწარე ენის „საჩუქარით".
თმაზე თეთრი, დიდი კვალი. ჭაღარების არეალი...
ნეტავ რატომ?
ღირდა შენთვის, ასე ყოფნა ნაზი ქალის?!
ხედავ, როგორ მოდის იგი?
დათხაპნილი, გაჭუჭყული. ყელზე ასდის ძველი სუნი=> „ღალატს + ჩემი ცრემლი".
მალე გამოვა ახალი სუნამოები, რომლებსაც შექმნიან ჩვენასვით „შეყვარებული წყვილები".
ზოგი ივლის: „მონატრება + იმედგაცრუებით", ზოგი „მე + მარტოობა" ან თუნდაც მოხდება სასწული და იპოვნიან თაროს
წვერზე შემოდებულ სიყვარულის ბოთლს და საფირმო მაღაზიას მოაკლდება კიდევ ერთი სურნელება,
„მე + შენ" და იხურება კარი ფართო...დაღამდება...
-თაე, წუხელ სად იყავი?
-აუ შენ ხომ მომაბეზრე თავი! სად იყავი?! ღამეს ვქსოვდი! მზეს ვხატავდი!
ღრუბლებს ვიპარავდი და თვალების ოკეანეში ვამწყვდევდი!..
სად ვიყავი?! სად იყავი?! სად იყავი?!
-სად იყავი?!
-სად და ფანჯრის წინ ვიდექი. ოდესმე გიჩუქებია ჩემთვის ყვავილები?
ლამაზი თაიგული იყო. შორიდან დავინახე. გოგოს ეხვეოდა ყელზე ბიჭი! შენ მიგამსგავსე..
ალბათ, ჩემი მონატრების გამო მომელანდე...
და შენ სად იყავი?
- მე, სად ვიყავი? მარტოობას ვუხლართავდი გზას, ჩემსკენ მომავალს! ახლა ვხვდები, არ გამომივიდა...
-ვინ იყავი?
-თაიგულის "მათხოვარი", სიყვარულის "მათხოვარი", ჩემი ვნების "მათხოვარი"...
-გამაცინე!
–მიმატოვებ?
-რატომ არა? ნახე! ისევ მოდის სიყვარული.
თვალებს ხედავ?
არც ერთი აქვს...
მაშინ, რატომ უნდა გენდოს გული? თუმცა რაღა გული? დაჯიჯგნილი... დაფლეთილი...
მე, წავედი! მთვარე მიცდის. ღამე დამრჩა მოსაქსოვი!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1906 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 3:20 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024