მთავარი » 2010 » მარტი » 31 » ბ ო ლ ო ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა!
9:59 PM ბ ო ლ ო ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა! |
შემზარავია, კარგო, როცა გეტრფის პოეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარებს ღმერთი მბორგავი. კვლავ აღოღდება ქაოსი და მიეთ-მოეთი განათხარ დროთა, ველური და შეუბორკავი.
მას თვალთ უცრემლებს ეს სამყარო ნაბინდი ბუნდად. იგი ჰგავს მამონტს. უყურებ და ხვდები უეცრად, რომ ის მოდიდან გასულია. მასაც არ უნდა. გრძნობს, რომ მისი დრო ჩავლილია – თანაც უმეცრად.
შეუღლებთა უაღვირო დოღი, ჯირითი. და ხედავს: თრობის ძილ-ღვიძილში რაღა არ ხდება, და მოყიყინე ბაყაყების მყაყე ქვირითი უდახვეწილეს ხიზილალად როგორ საღდება.
მათ შეუძლიათ, რომ ცხოვრებას, ვით საბურნუთეს, ვატტოს ხუმრობის მარგალიტის მისცენ იერი. იძიონ შური, რადგან სადაც ცრუს მრუდე უტევს და ჭორს - ტყუილი, იქვე ბოღმა ჩნდება ძლიერი,
სადაც ნაყირჭი ფუფუნება ქირქილებს, ჰყვავის, მუქთახორულად ჰხურობს ვნებებს, ნაფიტს და მიმხმარს, და თქვენს დას ისე, ვით ამფორის მთვრალ როსკიპს თავის ჟინის საკლავად აიყვანს და უტიფრად იხმარს.
ანდებს ადნობს და ანდობს ნატიფ ამფორას ამბორს. ცაზე ზეობა ვარსკვლავეთის გუნდმა ინება. მინდვრიდან ღამე მოღოღავს და არაფერს ამბობს, მას პირი თეთრად ეღება და ეღებინება.
ხეობათაგან, ოდითგან რომ უწევთ ბოგინი ბოტანიკურ და უკუნეთურ საფარ-სამოსით, დაჰკრავს სურნელი ტიფოზური სევდის ლოგინის და ზეამოხეთქს უსიერიად ბნელი ქაოსი.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1092 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|