♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » არ ვნანობ.. (ზვიად კეჭაყმაძე)
4:54 PM
არ ვნანობ.. (ზვიად კეჭაყმაძე)


მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...
არ ვიცი, რა მოსდით...
არ ვიცი, რა ვუყო...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

დღეს,
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ...
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1346 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-09, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024