მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ანა ნიკოლ სმიტის გოგონა მილიონების გარეშე დარჩება
7:18 PM ანა ნიკოლ სმიტის გოგონა მილიონების გარეშე დარჩება |
კალიფორნიის შტატის სასამართლო განიხილავს აწ გარდაცვლილ Playboy -ს ლეგენდარული მოდელის ანა ნიკოლ სმიტის გოგონას დენიელინ მემკვიდრეობას, რომელიც რამოდენიმე მილიონს შეადგენს!
ანა ნიკოლის სმიტმა მრავალი მილიონი მიიღო მემკვიდრეობით, როდესაც მისი მეუღლე ჯეი ჰოვარდ მარშალი გარდაიცვალა (1995). თუმცა მილიონების მისაღებად ქალს მრავალი სასამართლო მსჯელობის გავლა მოუწია. ანა ნიკოლ დარჩა მას შემდეგ რაც მისი მთავარი კონკურენტი ჰოვარდის უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა 2006 წელს
საბოლოოდ $300 მილიონი ანა ნიკოლს ერგო და Playboy - ს მოდელმა მისი ანდერძი შეცვალა 2001 წელს, როდესაც გოგონა დანიელინი შეეძინა. წინა ანდერძში ანა მთელი თავისი ქონების განმკარგავად მის ვაჟს დენიელს მოიხსენიებდა მეორე შვილის დაბადების შემდეგ რამოდენიმე დღეში კი შვილებს თანაბრად გადაუნაწილა ქონება. თუმცა მოხდა უბედურება და სულ რამოდენიმე დღეში, როდესაც ანა კიკოლი ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში იწვა მისი ვაჟი დენიელი გარდაიცვალა! ამგვარად მთელი ქონება პატარა გოგონაზე გადავიდა 2007 წლის 8 თებერვალს ანა ნიკოლ სმიტი გარდაცვლილი იპოვეს, მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა რამოდენმე კვირით ადრე - გამაყუჩებლების და ანტიდეპრესანტების ზედმეტმა დოზამ კი მისი სიცოცხლე შეიწია
..........................................................................................................
რამოდენიმე თვის გოგონას მეურვეობა მის ბიოლოგიურ მამაზე გადავიდა. გოგონას კი 300 მილიონი დოლარის დახარჯვის უფლება სრულწლოვანებამდე არ აქვს. - ეს იყო აქამდე დაწესებული, თუმცა ეხლა ირკვევა, რომ ჯეი ჰოვარდ მარშალის უმცროსი შვილის ევერეტ პირსის ოჯახი საჩივრის წამოწევას კვლავ ცდილობს და პატარა გოგონას ემუქრებიან, რომ ვერაფერს მიიღებს ევერეტ პირსი ჯეი ჰოვარდ მარშალის უმცროსი ვაჟია, რომელიც დიდხანს ედავებოდა ანა ნიკოლს მამის ქონებას. ის 2006 წელს გარდაიცვალა 67 წლის ასაკში. მისი ოჯახი კი კვლავ ბობოქრობს! სასამართლოში გოგონას უფლებებს მისი მამა ლარი ბერკჰედი და ანა ნიკოლის მეორე კანონიერი მეუღლე ჰოვარდ კეი სტერნი დაიცავს
ანა ნიკოლი თავს ყოველთვის იმით იმართლებდა, რომ ის მარშალს უვლიდა და სიყვარულს ჩუქნიდა 15 წლის მანძილზე. როდესაც მის ოჯახს ერთხელაც კი არ მოუკითხია. კაცი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყოფილ მეუღლეებს და შვილებს მუდამ უხდიდა დაწესებულ ალიმენტებს
პირველი მეუღლე ბილი სმიტი (დენიელის მამა)
მეორე მეუღლე ჯეი ჰოვარდ მარშალი
ანა ნიკოლი და მისი ადვოკატი და მესამე კანონიერი მეუღლე ჰოვარდ კეი სტერნი
დენიელინის მამასთან ლარი ბერკჰედთან ერთად
დენიელი - პირველი შვილი. ვაჟი
ანა ნიკოლი შვილებთან ერთად
დენიელინი - მეორე შვილი. გოგონა
დანიელინ ჰოუპ მარშალ სტერნი მამასთან ერთად
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 2604 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|