მთავარი » 2010 » მარტი » 26 » ამობრუნებული დედამიწა
3:33 PM ამობრუნებული დედამიწა |
ქალი ისეთი გაკვირვებული სახით იცქირება, რომ ალბათ პირველად ნახა მფრინავი თევზები, ან რა გასაკვირია, სად ნახავ ყოველდღე ეგეთ თევზებს, ძალიან უნდა გაგიმართლოს… სავარაუდოდ ქალი დაბნეულია და შეიძლება ეჭვიც კი ეპარება, ნამდვილად თევზები დაფრინავენ თუ თვითონ ზის წყალქვეშა მატარებელში, ან იქნებ დედამიწა ამობრუნდა და თევზებმა ცაში დაიწყეს ნავარდი, ფრინველებმა – წყალში ლივლივი. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია რომ წყალქვეშ მოწყობილ რასტორანში ბევრი დალია, შეყვარებულს ეჩხუბა და ეხლა ელანდება რაღაცეები.
მე ვფიქრობ დედამიწა ამობრუნდა და მაგის გამო ხდება ეგ ამბავი. არ გჯერათ? თქვენი ნებაა. ფაქტია, ვარდისფერი სათვალეების გარდა, არსებობს კიდევ ისეთი სათვალეები, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი ამობრუნებული ჩანს.
ჯორჯ სტრეტტონი პირველი იყო ვინც ექსპერიმენტები ჩაატარა და იმ ეფექტების კვლევა დაიწყო, რა ეფექტებსაც იწვევდა სათვალის ტარება, რომლითაც ამობრუნებული ჩანდა გარშემო მყოფი საგნები. ის აღწერს რომ სათვალის გაკეთებისთანავე მომენტალურად დაერღვა ორიენტაციის შეგრძნება და ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას, ხმებიც კი შებრუნებული მხრიდან ესმოდა, უჭირდა ჩანგლის პირთან მიტანა და ა.შ. თუმცა ის ნელ-ნელა შეეჩვია ამობრუნებული დედამიწის ყურებას და 8 დღის შემდეგ ვეღარც კი ამჩნევდა განსხვავებას. სათვალის მოხსნის მერე იგივე დაემართა რაც მისი გაკეთების დროს, რასაც ასევე ადვილად შეეგუა მხედველობა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
ამის გარდა სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ თავდაპირველად, ”უკუღმართი” სათვალის გაკეთების დროს გართულდა საგნების სწორად აღქმა, შემდეგ კი დროთა განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, ცდის პირს უკვე დიდი ხნის მანძილძე ჰქონდა მორგებული სათვალე როცა მას ჰკითხეს – ამობრუნებულად ხედავდა თუ არა ის საგნებს, რაზეც მან უპასუხა: ჯობდა საერთოდ არ დაგესვათ ეგ კითხვა, რადგან სანამ თქვენ მკითხავდით, მანამდე ყველაფერს ჩვეულებრივ აღვიქვავდი და საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი თუ უკუღმა ვხედავდი გარემოს, ახლა კი, თქვენი კითხვის შემდეგ, გამახსენდა თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ყველაფერი და ვხდები რომ საგნებს ამობრუნებულად ვხედავ.
ექსპერიმენტით მტკიცდება ადამიანის განსაკუთრებული უნარი, რომლითაც მას შეუძლია ადვილად მოახდინოს ადაპტაცია თავდაყირა მდგომ გარემოსთანაც კი, რაც ყველას არ შეუძლია. ცდის ჩასატარებლად წიწილებს პრიზმული სათვალეები გაუკეთეს, რომლითაც შვიდი გრადუსით მრუდედ ხედავდნენ ნივთებს, შემდეგ მათ დაუყარეს ხორბლის მარცვლები და მიუხედავად ბევრი მცდელობისა წიწილებმა ვერ შეძლეს საკენკის აკენკვა. ისინი შვიდი გრადუსით ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ უნისკარტებდნენ საკვებს.
თქვენ შეიძლება მაინც არ გჯერათ დედამიწის ამობრუნების ამბავი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია რაც თავდაყირა დგას. მსოფლიო შეიშალა ჭკუიდან, ყველანი ჩვენ შევიშალეთ და ვერც კი ვხვდებით, შევეგუეთ… მერე კიდე გვიკვირს მფრინავი თევზების დანახვა ...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1011 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|