აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს, როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ, იჭერენ ხოლმე ზღვის ფრიინველებს, დიდ ალბატროსებს, რომელნიც ხომალდს მოწყენნილნი მისდევენ გუნდად.
მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს, ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს, მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.
ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით, ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს, ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.
|