♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 22 » ახლა,ბუნებას და მის ნაწილებს
4:58 PM
ახლა,ბუნებას და მის ნაწილებს


ახლა,ბუნებას და მის ნაწილებს
გადაუგვარდათ სისხლ-გამეტები,
ასეთ უსუნთქველ,უნაყოფო დღეს
დრო გამუდმებით,კლავს გამეტებით.
ჩვენ კი გვაცეკვებს ცხოვრების სტრიპტიზს,
გაგვხდის ნელნელა ხორცს და სულამდე
რომ გაგვაშიშვლებს,მიწას მიგვაგდებს
და თმებით გვათრევს დასასრულამდე.
როცა ამდენი მილიონი მე
პირდაღებული კივის თავისას,
შფოთით დამფრთხალმა სულის სიმშვიდემ
ასე ყოფნა ვერ გაითავისა.
ერთ ადგილს ტკეპნის გვამი და ძლივსღა
მალებდამტვრეულ ხერხემალს ათრევს,
ჩამოფლეთილი,ცხოველურ გარსით
ცვალებად ამინდს თავს ვეღარ ართმევს.
ვამცირებ მანძილს,ვერ ვგრძნობ სანამდე
მილიმეტრობით და დიუმებით,
ბოლოს წინასწარ გაგების მიზნით
ჩიჩქნიან სულებს მედიუმები.
კლავიშალეწილ დროის საკრავმა
ყველას მუსიკის რიტმი არია,
შეხედეთ სარკეს და აღარ იტყვით
ეს ბუნება თუ რამ გადარია.
ვისტუმრებ სიკვდილს ყოველ წამს მოსულს
შეკოწიწებულ მოწიწებით და
ვაქცევ აქა იქ უფერულ ფოთლებს
მარადჟამს მწვანე ხსოვნის წიწვებად.
ყოველდღე ვიწყებ ახალ პარტიას,
ცხოვრებასთან და ვერსად გამირბის,
ვიწყებ შეტევას,ყოველდღე მჯერა,
საბედისწერო თეთრი გამბიტის.






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 3:37 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024