♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 8 » ადამიანთა სევდა 3
8:40 AM
ადამიანთა სევდა 3

 
გვარი. _ წიკლაური სოლომონი. _ რამდენი წლისა ხარ? _ მეოთხმოცეში ვდგავარ. _ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა. _ ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი. _ კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო. _ რა აწერიაო? _ ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ _ არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ _ ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, _ კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა. _ მერე? _ გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ. _ მერე? _ ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა. _ შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი? _ ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი. _ სიკვდილი რა არის? _ ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი. _ ადამიანი რომ კვდება, სად მიდის? _ იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია. _ რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? _ სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. _ ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი? _ ოთხმოცდაათსა. _ რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო? _ ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი. _ რატო ვერ შასძლებდი? _ სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი. _ როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს? _ რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ? _ ომი რომ მოხდეს? _ ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის? _ დიდი ომი რომ მოხდეს? _ ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია _ ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა. _ რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა? _ თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?! _ აორთქლდება?! _ ჰო, აორთქლდება. _ ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა? _ ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა. _ როგორ გგონია, ღმერთი სად არის? _ აბა, მე ვინ მანახვებს. _ სიზმარი რა არის? _ სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან _ საქააოს. _ როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა. _ ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა. _ აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის? _ რა თქმა უნდა. _ ვინც ქვევით არიან? _ იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი. _ მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს. _ არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, _ მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს _ მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო. _ ქუდს არ ახურავენ? _ არა, არ ახურავენ. _ სიცოცხლე ხომ გიყვარს. _ სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული....
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1066 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024